საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2333/20
07-02-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - „23“ ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
ანგარიში
2019 წელი
Page 2 of 23
1.
წინასიტყვაობა ......................................................................................................................
3
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ .......................................................................
3
2.1
კომიტეტის მიზანი ..............................................................................................................
3
2.2
კომიტეტის წევრები .............................................................................................................
3
3.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მოკლე აღწერა ....
4
4.
კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა ............................................................................
5
4.1.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა .....................................................................................
5
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები ..................................................................
6
4.2
საზედამხედველო საქმიანობა ...........................................................................................
11
a.
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა ...........................................................................................................
11
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ......................................................................
11
ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის ანგარიშები ...................................................
12
მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა .............................................
13
სხვა საზედამხედველო ღონისძიებები ..................................................................................
15
4.3.
საზოგადოებასთან ურთიერთობა .....................................................................................
16
4.4.
კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა ...................................................
19
5.
მოქალაქეთა მომართვები, წერილები და პეტიციები ....................................................
20
6.
საერთაშორისო თანამშრომლობა ......................................................................................
21
7.
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები ....................................................................
22
8.
ორგანიზაციული საკითხები .............................................................................................
23
b.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 3 of 23
1. წინასიტყვაობა
დოკუმენტში
წარმოდგენილია
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის ტექნიკური
ანგარიში. ის არ ეხება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
მდგომარეობას, ისევე როგორც, ე.წ. გახმაურებულ საქმეებს.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კანონშემოქმედებითი და
საზედამხედველო
საქმიანობა,
ასევე,
საზოგადოებასთან
და
საერთაშორისო
პარტნიორებთან ურთიერთობა, შიდა ორგანიზაციული საკითხები.
კომიტეტი წლის განმავლობაში მართავდა სხდომებს, მოსმენებს, სხვადასხვა
თემატური
ჯგუფების
სამუშაო
შეხვედრებს
და
საჯარო
ღონისძიებებს
მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და საპარლამენტო საქმიანობაზე
მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
2.1. კომიტეტის მიზანი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი შექმნილია ადამიანის უფლებათა მიმართულებით
საქართველოს
სახელმწიფო
პოლიტიკის
განსაზღვრის,
კანონმდებლობის
განვითარებისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და
საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით.
კომიტეტი პარლამენტის მიერ შექმნილი სტრუქტურული ერთეულია და მისი
საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2.2. კომიტეტის წევრები
კომიტეტის წევრები არიან:
1. სოფიო კილაძე - კომიტეტის თავმჯდომარე
2. შალვა კიკნაველიძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
3. ლევან ბეჟანიძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
4. გიორგი ტუღუში - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 4 of 23
5. ცოტნე ზურაბიანი
6. რატი იონათამიშვილი
7. დავით მათიკაშვილი
8. ადა მარშანია
9. სავალან მირზოევი
10. დიმიტრი მხეიძე
11. ილია ნაკაშიძე
12. ანრი ოხანაშვილი
13. მერაბ ქვარაია
14. ნატო ჩხეიძე
15. დიმიტრი ცქიტიშვილი
3. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღწეული
წარმატებების მოკლე აღწერა
კომიტეტის
საქმიანობის
ძირითად
მიმართულებებს
წარმოადგენს
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა,
საზოგადოებასთან
ურთიერთობა, სამართლებრივი რეფორმები, საერთაშორისო ურთიერთობები და შიდა
ორგანიზაციული საკითხები.
კომიტეტი,
კანონშემოქმედებით
პროცესში,
კრიტიკულად
საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში,
აანალიზებდა
განსაზღვრავდა
საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ადამიანის უფლებების კუთხით
არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
კომიტეტის
განსაკუთრებულად
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის
მიმართულებით
აღსანიშნავია საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა
კოდექსი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2019 წლის 20 სექტემბერს.
კოდექსი ქმნის ერთიან სამართლებრივ საფუძველს ქართულ საკანონმდებლო
სივრცეში ბავშვის უფლებების ეფექტური დაცვისა და რეალიზებისთვის.
ადამიანის
უფლებების
ზედამხედველობისათვის,
დაცვაზე
კომიტეტმა
2019
ეფექტიანი
წელს
საპარლამენტო
გაითვალისწინა
სახალხო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 5 of 23
დამცველის რეკომენდაციათა რეკორდული რაოდენობა საქართველოს პარლამენტის
ისტორიაში, როგორც რაოდენობრივად (259 რეკომენდაცია), ასევე, პროცენტულად
(სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების 84.1%).
კომიტეტმა ჩაატარა მოსმენები შემდეგ საკითხებზე:
შესახებ
საქართველოს
და
არსებული
გამოწვევები,
„სოციალური
მუშაობის
შესახებ“
საქართველოს
იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და ა.შ.
კანონის
კომიტეტი
კანონის
აგრძელებს
აღსრულების
შრომის უსაფრთხოების
გასულ
წელს
მდგომარეობა
დამკვიდრებულ
ტრადიციას
ე.წ.
„ჩრდილოვანი ანგარიშების“ მოსმენის კუთხით. საანგარიშო წელს საკომიტეტო
მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42ე
მუხლი“,
„ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია“
მიერ
წარმოდგენილი
ალტერნატიული ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით კომიტეტი კვლავ განაგრძობდა
მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე მათი განცხადებების მიღებასა და დამუშავებას
გაუმჯობესებული, თითოეულ ინდივიდზე მორგებული მეთოდებითა და უფლებების
რეალიზებისკენ ორიენტირებული საზედამხედველო პროცესებით.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ
შორის, დონორ ორგანიზაციებთან. განხორციელდა მაღალი დონის შეხვედრები
კომიტეტის თავჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ პარტნიორ სახელმწიფოსა
და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გატარდა მთელი რიგი
აქტივობები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და თანამონაწილეობით.
4. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
4.1. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის
საქმიანობის
კანონშემოქმედებითი საქმიანობა.
უფლებების
რეალიზებისა
და
მთავარ
მიმართულებას
წარმოადგენს
აღნიშნული პროცესი ეფუძნება ადამიანის
საკითხის
მულტიდისციპლინური
მიდგომით
გადაწყვეტის პრინციპებს.
კომიტეტი, დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური
ჩართულობით,
კრიტიკულად
აანალიზებს
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში, განსაზღვრავს მათ სამომავლო
ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე და აფასებს შემოთავაზებული ცვლილებების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 6 of 23
შედეგიანობას და ეფექტურობას ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების
დაძლევის კუთხით. გარდა ამისა, კომიტეტისთვის განსაკუთრებული შეფასების
საგანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის
უფლებების
შესახებ
სახელმწიფო
პოლიტიკის
დოკუმენტებით
ნაკისრ
ვალდებულებებთან.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, 2019 წელს კომიტეტმა ჩაატარა 33
სხდომა და განიხილა:
459 კანონპროექტი - 78 საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის 47
საკანონმდებლო
კანონპროექტი;
პაკეტი
(428
კანონპროექტი)
და
9 საკანონმდებლო წინადადება;
1 პარლამენტის დადგენილების/რეზოლუციის პროექტი;
3 სარატიფიკაციო დოკუმენტი;
31
ცალკეული
მათგან 17 საკანონმდებლო ინიციატივა და 9 საკანონმდებლო წინადადება
განიხილა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა. კანონპროექტებსა და საკანონმდებლო
წინადადებებზე კომიტეტმა წარადგინა 205 კრიტიკული შენიშვნა, რომელთა უდიდესი
ნაწილი გათვალისწინებულ იქნა.
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები
ბავშვის უფლებათა კოდექსი - კოდექსი ქმნის ერთიან სამართლებრივ
საფუძველს იმისთვის, რომ სახელმწიფომ გაატაროს კოორდინირებული
პოლიტიკა ბავშვის დაცვის სფეროში. კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის
ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე, ქმნის მათი დაცვისა და
მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების
სამართლებრივ საფუძვლებს.
კოდექსის ამოქმედება, გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგად მოიტანს
ბავშვთა სიღარიბის დაძლევას, მათ ეფექტურ დაცვას ძალადობისა და
ექსპლუატაციის სხვა ფორმისგან, ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების
მავნე ზეგავლენისგან, ასევე მედიასა და ინტერნეტიდან მომდინარე
საფრთხეებისგან, უზრუნველყოფს მათ გაზრდილ წვდომას ინკლუზიურ
განათლებასა
და უმაღლესი სტანდარტის
ჯანდაცვის პროგრამებზე.
პროგრამა განსაკუთრებული შედეგის მომტანი იქნება მაღალი რისკის
მატარებელი ჯგუფებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 7 of 23
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად გაძლიერდა პრევენციული
მექანიზმები
ძალადობის
განმეორების
გამკაცრდა
პასუხისმგებლობა
თავიდან
მოძალადის
ასაცილებლად
მიმართ.
და
საკანონმდებლო
ცვლილება მოძალადისთვის სავალდებულოს ხდის გაიაროს ქცევის
კორექციის კურსი იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მისთვის დამცავი
ორდერის
გამოწერა.
გაიზარდა
ძალადობის
მსხვერპლის
და
დაზარალებულის პროცესუალური უფლებები, მოძალადის წინააღმდეგ
აღძრულ სარჩელებზე მსხვერპლისთვის გაუქმდა სახელმწიფო ბაჟის
გადახდის ვალდებულება, რაც თავის მხრივ ხელშემწყობი ფაქტორებია
მათთვის დაიცვან საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით. ცვლილება,
ასევე,
უზრუნველყოფს
საბაზისო,
პროფესიულ
და
უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
კომპონენტის
გათვალისწინებას,
რაც
ხელს
შეუწყობს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. ასევე,
დანაშაულად გამოცხადდა მოძალადის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო
ოჯახის
წევრის
გამკაცრდა
წინააღმდეგ
ჩადენილ ძალადობრივ
სისხლისსამართლებრივი
შეამცირებს მსხვერპლთა მიმართ
დანაშაულების ჩადენის რისკებს.
დანაშაულებზე
პასუხისმგებლობა.
განმეორებითი
და
აღნიშნული
უფრო
მძიმე
საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი ორგანული კანონი შრომის
უსაფრთხოების ეფექტური რეგულირების მიზნით, რომლის შედეგად
გაუმჯობესდა
დასაქმებულთა
შრომის
უსაფრთხოების
დაცვის
სტანდარტები და გაიზარდა დამსაქმებელთა პასუხისმგებლობა ამ კუთხით.
ახალი ორგანული კანონი გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა
სფეროზე, განსხვავებით მოქმედი კანონმდებლობისა, რომელიც მხოლოდ
მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან
სამუშაოებზე
ვრცელდებოდა.
ახალი
კანონის
მიხედვით
ასევე
მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი
ორგანოს უფლებამოსილებები. მას თავისი საზედამხედველო საქმიანობას
განხორციელება შეუძლია შეუფერხებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს,
სასამართლო ნებართვის გარეშე.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად სამუშაო ადგილზე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 8 of 23
სექსუალური
შევიწროვება
გამოცხადდა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად და ამგვარი ქმედების განმახორციელებელი პირის
მიმართ გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი სანქციები. კანონი ასევე იძლევა
განმარტებას სექსუალური შევიწროების თაობაზე და პირის მიმართ ამგვარი
ქცევა განისაზღვრა დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახედ.
საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ - ცვლილებების თანახმად საკანონმდებლო დონეზე
განისაზღვრა
მსჯავრდებულისათვის
საზღვარგარეთ
გამგზავრების
ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და ნებართვის მოქმედების
შეწყვეტის კრიტერიუმები. ცვლილება ითვალისწინებს დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოსა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის
როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის შექმნას. რეფერირების
ცენტრი, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საჯარო და კერძო სამართლის
დაწესებულებების
აქტიური
ჩართულობით,
განახორციელებს
არასრულწლოვანთა
რეფერირების
სისტემის
კოორდინაციას.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება წარმოადგენს მსჯავრდებულ
პირთა, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის უფრო მაღალი
სტანდარტის მაგალითს ქართულ მართლმსაჯულებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - საქართველოს პარლამენტმა 2018
წლის 21 ივლისს მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“. კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორი არის
ხელშეუხებელი და სარგებლობს იმუნიტეტით. ინსპექტორის საქმიანობის
სფეროს, პერსონალური მონაცემების დაცვასთან ერთად, წარმოადგენს
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლის,
მოხელის
ან
მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და ამით
შესრულებული იქნა არაერთი საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი
ორგანიზაციის, საერთაშორისო ექსპერტისა და საქართველოს სახალხო
დამცველის
(2013-2017
წლების
ანგარიშები)
რეკომენდაცია
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ. ინსპექტორის
საგამოძიებო უფლებამოსილება სრულად ამოქმედდა 2019 წლის 1
ნოემბრიდან.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯს
წარმოადგენს
დანაშაულების
სახელმწიფოს
ეფექტიანი
წარმომადგენელთა
და
მხრიდან
მიუკერძოებელი
ჩადენილი
გამოძიების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 9 of 23
თვალსაზრისით. ინსტიტუტი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების
დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვას და უფლებების სისტემური
ხასიათის დარღვევის რისკების შემცირებას.
საქართველოს
კანონი
„მედიაციის
შესახებ“
-
აღნიშნული
კანონი
მნიშვნელოვანია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების
განვითარების ხელშეწყობისთვის. მედიაციის ინსტიტუტის დანერგვას
დადებითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემის გადატვირთულობის
პრობლემის მოგვარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს
შეუწყობს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა უფლებების სწრაფ
და ეფექტიან დაცვას.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით ასევე აღსანიშნავია ის
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ინიცირება მოხდა 2019 წელს და საანგარიშო
პერიოდში მათი განხილვის პროცედურები არ დასრულებულა:
საქართველოს
კანონი
„პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“-
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს
მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის მაქსიმალურად
დაახლოება
ევროპულ
სტანდარტებთან.
პროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებები უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემის დამუშავებისას
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის ეფექტიან დაცვას, ხოლო მონაცემთა დაცვის
დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აღჭურვილი იქნება სათანადო
მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით, როგორც საჯარო, ისე კერძო
სექტორის მიმართ;
საქართველოს
კანონი
„მომხმარებელთა
უფლებების
შესახებ“
-
კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული
ქცევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის
საფუძვლის შექმნა, პროდუქტის თაობაზე მაქსიმალურად ინფორმირებული
გადაწყვეტილების
მიღების
შესაძლებლობის
თვალსაზრისით.
კანონპროექტმა ასევე უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებების
დარღვევის
პრევენცია
და
დარღვეული
უფლებების
აღდგენის
სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რაც არა დამრღვევის დასჯაზე, არამედ
უპირველეს ყოვლისა, სწორი პრაქტიკის წახალისებაზეა ორიენტირებული.
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ - განხილვის პროცესშია ცვლილებები აღნიშნულ კანონში, რომლის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 10 of 23
მიხედვითაც პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება მოძალადის მიმართ,
სასამართლოს ნებართვით, გამოიყენოს ელექტრონული ზედამხედველობა.
ინიციატივის მიზანს წარმოადგენს მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის
აღსრულების უზრუნველყოფა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის
ჩამდენ
პირთა
მიმართ
გამოყენებული
შემზღუდავი
ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა, ასევე მსხვერპლთა დაცულობის
სტანდარტის გაუმჯობესება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“
ფაკულტატური ოქმი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა და საქართველოს პარლამენტს
წარედგინა
საქართველოს
პარლამენტის
რომელიც
ითვალისწინებს
დადგენილების
საქართველოს
პროექტი,
პარლამენტის
მიერ
რეკომენდაციით მიმართვას საქართველოს მთავრობისადმი, რათა
დაწყებულ
იქნას
კანონით
გათვალისწინებული
პროცედურები
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების მიზნით.
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ - ინიციატივა მიზნად ისახავს კანონმდებლობაში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მშენებლობის პროცესში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და
არქიტექტურული
და
გეგმარებითი
კანონმდებლობაში. დგინდება
ტექნიკური
რეგლამენტით
შესაძლებლობის
მქონე
არქიტექტურული
სრულყოფას
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
გათვალისწინებული
შეზღუდული
პირებისათვის
და
ელემენტების
სივრცის
მოწყობისა
გეგმარებითი
და
ელემენტების
გაუთვალისწინებლობისათვის.
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში“
ცვლილებების შეტანის შესახებ“ - საკანონმდებლო ცვლილების მიზანს
წარმოდგენს უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის
არმცოდნე
პირების
მონაწილეობით
გარიგების
დადებასთან
დაკავშირებული ურთიერთობების დეტალური მოწესრიგება: ადგენს ახალ
სამართლებრივ ტერმინებს, შშმ პირების მიერ დადებული გარიგებების
შესაძლო
ფორმებს
და
რეგულაციების
თითოეული
სპეციფიკური
გარემოებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 11 of 23
4.2. საზედამხედველო საქმიანობა
a.
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს
მისი
საზედამხედველო
ფუნქცია
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებულ
სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ,
ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით კომიტეტი
გასცემს რეკომენდაციებს
შესაბამის სახელმწიფო უწყებებისთვის და ახდენს
მონიტორინგს უწყებების მხრიდან დარღვევებზე რეაგირების პროცესებზე.
კომიტეტისათვის
პრიორიტეტს
წარმოადგენს
2014-2020
წლებისთვის
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი
სამოქმედო
გეგმების
შესრულების
ანგარიშების
მოსმენა
პერიოდულად
და
აღნიშნულის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.
კომიტეტისათვის, ასევე, პრიორიტეტულია საპარლამენტო ზედამხედველობა
საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების
პროცესზე,
მათ
შორის
-
ადამიანის
გადაწყვეტილებების/განჩინებებისა
კომიტეტების
მიერ
და
უფლებათა
ევროპული
გაერთიანებული
საქართველოს
სასამართლოს
ერების
ორგანიზაციის
წინააღმდეგ
მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
საქართველოს პარლამენტი განაგრძობს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან
მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე გაცემული 228 რეკომენდაციიდან 218
რეკომენდაცია შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, არ შესრულდა მხოლოდ
4%. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის საფუძველზე გაცემული
308 რეკომენდაციიდან კომიტეტის მიერ გაზიარებულ იქნა 259 რეკომენდაცია, რაც
ასევე სრულად და უცვლელად გაიზიარა საქართველოს პარლამენტმა (2019 წლის 20
სექტემბრის N5003-Iს დადგენილება).
წლების მიხედვით, გაზიარებული რეკომენდაციების ტენდენცია არის მკვეთრად
მზარდი და 2019 წელს გაზიარების მაჩვენებელმა მიაღწია მაქსიმუმს და შეადგინა 84,1%.
(იხ. დიაგრამა)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 12 of 23
800
700
600
500
400
300
200
100
10,8%
456
0
2012-2013
18,7%
13,5%
49
349 47
466
2013-2014
84,1%
75,2%
32,3%
29,0%
87
2014-2015
699 203
687 222
303 228
308 259
2015-2016
2016-2017
2017-2018
2018-2019
ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის ანგარიშები
პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, 2019 წელს ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოისმინა და განიხილა
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 14
ანგარიში. ეს ანგარიშებია:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში 2018 წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ქვეყანაში
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
მდგომარეობისა
და
ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში;
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
2018
წლის
საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის
მიმოხილვა;
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში;
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
სექტორში
მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2018 წლის ანგარიში;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 13 of 23
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების
საქმიანობის ანგარიში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს
ეროვნული
კომისიის
2018
წლის
მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ 2018 წლის ანგარიში;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში;
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“
შესრულების
თაობაზე
საქართველოს
მე-5
პერიოდული
ანგარიშის
პროექტი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით
დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის
წარმოდგენილი ანგარიშები;
2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის
N3148-რს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების
ანგარიშები;
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2018 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
b.
მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ასევე, აღსანიშნავია კომიტეტის
საქმიანობა მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ნორმატიული აქტების
გარდამავალი
დებულებებით
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების საპარლამენტო
მონიტორინგის კუთხით.
ამ
მიმართულებით
აღსანიშნავია
კომიტეტის
მიერ
მთავრობის
ადმინისტრაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სხვა შესაბამის
სამინისტროებში
გაგზავნილი
კითხვები
შემდეგი
კანონების
აღსრულების
მონიტორინგის მიზნით:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 14 of 23
საქართველოს კანონი (N5024-Iს, 20.09.2019) „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
პროექტის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შემუშავებული
სხვადასხვა მიმართულების საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის
თანახმად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს მიეცემათ
საშუალება
საქართველოს
მთავრობის
საგანმანთლებლო და ჯანმრთელობის
შეღავათებისა და სერვისების მიღებისა.
მხრიდან
დაცვის
საგადასახადო,
კუთხით
არსებული
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ,
ზედამხედველობის ფარგლებში
ჩატარებული
მოსმენები ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს კანონების, „შრომის
უსაფრთხოების შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“, აღსრულების
მდგომარეობა და არსებული გამომწვევები. საკომიტეტო მოსმენებზე აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია
საქართველოს
შრომის
ბაზარზე
შრომის
უსაფრთხოების
კუთხით
არსებულ
გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე ინფორმაცია
„სოციალური
მუშაობის
შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
სამოქმედო გეგმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო - „ბავშვის
უფლებათა კოდექსის“ 89-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან
საქართველოს პარლამენტში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი
საბჭო, რომლის უმთავრეს მიზანს პარლამენტში ბავშვის უფლებების დაცვის
საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა და ბავშვის
უფლებებთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
გადაწყვეტილებების
აღსრულების
ზედამხედველობას წარმოადგენს. გარდა ამისა, საბჭოს აკისრია ვალდებულება
უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების
პროექტების ექსპერტიზა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების
თვალსაზრისით.
„ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წარმოადგენს
უმთავრეს ინსტიტუციურ მექანიზმს ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის
მუდმივი მონიტორინგისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 15 of 23
სხვა საზედამხედველო ღონისძიებები
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, კომიტეტმა, 2019 წლის 11
ნოემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან და
ტერიტორიული
მთლიანობის
დაკავშირებულ
დროებით
აღდგენისა
კომისიასთან
და
დეოკუპაციის
ერთობლივ
საკითხებთან
სხდომაზე
მოისმინა
ინფორმაცია
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი გალის რაიონში
განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის თაობაზე. კომიტეტმა ინფორმაცია
მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების სამინისტროს
გალის
რესურსცენტრის წარმომადგენლებისგან.
სხდომაზე
ხაზი
ჩართულობას,
გაესვა
რომელიც
საერთაშორისო
ერთ-ერთი
თანამეგობრობის
ყველაზე
ეფექტური
მაქსიმალური
გზაა
არსებული
პრობლემების საპასუხოდ.
საანგარიშო
საქართველოს
პერიოდში,
პარლამენტის
საპარლამენტო
ადამიანის
ზედამხედველობის
უფლებათა
დაცვისა
და
ფარგლებში
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა გააანალიზა UPR-ის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები
და განახორციელა ზედამხედველობა რეკომენდაციების ადრესატი სახელმწიფო
სტრუქტურების მიერ მათ შესრულების მდგომარეობაზე.
საბიუჯეტო ზედამხედველობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა
განიხილა 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და განახორციელა მისი დეტალური
ანალიზი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანალიზის საფუძველზე გაიცა
რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის სოციალური მუშაკების
რაოდენობის ზრდას, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციისთვის საჭირო
ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას, როგორიცაა ბავშვის მხარდამჭერი პროგრამები,
ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, კოორდინატორებისა და ინსპექტორების
დაფინანსება. კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ასევე ითვალისწინებდა
შშმ
პირების
რეაბილიტაცია-აბილიტაციის
პროგრამების
გაუმჯობესებას,
შშმ
ბავშვებისთვის ჯანმრთელობის სადაზღვევო პროგრამების გაუმჯობესებას და დღის
ცენტრების დაფინანსებას. რეკომენდაციები იქნა გაცემული, ასევე, იურიდიული
დახმარების სამსახურისთვის ადეკვატური ფინანსურის სახსრების მიწოდებაზე
გაფართოებული მანდატით დაკისრებული ახალი ფუნქციების ჯეროვანი შესრულების
მიზნით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 16 of 23
საბიუჯეტო
ზედამხედველობა
წარმოადგენს
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
მექანიზმს, რის ფარგლებშიც შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი
ადამიანის უფლებების ჭრილში, ჯერ კიდევ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში.
კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის
უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტში რეალურად აისახოს ყველა ის ღონისძიება რაც
აუცილებელია ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019
წელსაც გააგრძელა გასულ წელს დაწყებული პრაქტიკა სამოქალაქო სექტორის მიერ
წარმოდგენილი ე. წ. „ჩრდილოვანი ანგარიშების“ მოსმენისა. 14 ივნისის კომიტეტის
სხდომაზე მოსმენილ იქნა ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ
წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიშები „საქართველოში ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების
აღსრულების მდგომარეობის შესახებ“.
ალტერანტიული ანგარიშების მოსმენა საქართველოს პარალამენტს და სხვა
სახელმწიფო უწყებებს მისცემს საშუალებას შეიქმნას მაქსიმალურად მრავალმხრივი
სურათი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
4.3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული ღონისძიებები
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავჯდომარე ასევე რეგულარულად ხვდება
ნაძალადევის N17 ოლქის მოსახლეობას და ისმენს მათი საჭიროებებს. ოლქში
განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება:
სამსახურის მაძიებლების სოციოლოგიური კვლევა, რომელიც განახორციელა
ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, ფრიდრიხ ებერტის
ფონდის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი დაეყრდნო 2018 წელს ოლქში
ჩატარებულ სიღარიბის კვლევას, რა დროსაც სიღარიბის გამომწვევ ერთ-ერთ
უმთავრეს
ფაქტორად
დასახელდა
უმუშევრობა.
სამსახურის
მაძიებელთა
საჭიროებების
კვლევის
პარალელურად
მიმდინარეობდა
დამსაქმებელთა
საჭიროებების კვლევაც. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ინსტიტუტმა შეიმუშავა
დასაქმების სახელმწიფო სერვისების საპილოტე მოდელი, სადაც ბენეფიციარებისთვის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 17 of 23
შემუშავებულ
იქნა
დასაქმების
ხელშემწყობი
ისეთი
სერვისები,
რომლებიც
მორგებულია დასაქმების მსურველ ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
2019 წლის 25 სექტემბრიდან, ორგანიზაციამ „დემოკრატიის განვითარების
სააგენტო“, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი „დასაქმების
სახელმწიფო სერვისების საპილოტე მოდელი“. პროექტი ნაძალადევის ოლქში
მცხოვრებ ბენეფიციარებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა დამსაქმებელთან
დაკავშირება, პროფესიული კონსულტაცია, პროფესიული მომზადება-გადამზადების
პროგრამებში ჩართვა, თვითდასაქმების ხელშემწყობ პროექტებში ჩართვა და ასე
შემდეგ, პროექტი ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან
მჭიდრო თანამშრომლობით.
საპილოტე
პროექტის
წარმატებულად
განხორციელების
შემთხვევაში,
შესაძლებელი გახდება მოდელის განზოგადება და გავრცელება თბილისისა და
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე.
წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარემ ოლქში მცხოვრებ ქალბატონებს
პირადად მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი, ხოლო სოციალურად
დაუცველ ოჯახებს - დამდეგი შობა-ახალი წელი.
21 დეკემბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ საჯარო შეხვედრა გამათა #17
სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობასთან, რა დროსაც მათ წარუდგინა ანგარიში
გასული წლის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა საქართველოს პარლამენტისა და
კომიტეტის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა და
ღონისძიებებზე. შეხვედრის დროს ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა მათი
საჭიროებების შესახებ, რაც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მაჟორიტარი
დეპუტატის 2020 წლის საქმიანობის დაგეგმვის დრო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციტივით მის
სამაჟორიტარო ოლქში არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ გასართობი
შინაარსის
ღონისძიება
გაიმართა,
მათ შორის
სოციალურად
დაუცველი
და
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.
საჯარო განცხადებები და შეხვედრები
კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან ერთად, აქტიურად ადევნებს
თვალ-ყურს პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოში მიმდინარე 20
ივნისის, 18 და 26 ნოემბრის მოვლენებს. თავმჯდომარე ყოველთვის მოუწოდებდა
აქციებში მონაწილე და დაპირისპირებულ მხარეებს დაეცვათ კანონის უზენაესობა,
თავი შეეკავებინათ დაპირისპირებისა და პროტესტის ისეთი ფორმებისგან, რომელიც
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 18 of 23
არღვევდა კანონს ან იყო ადამიანის ღირსების შემლახველი. იგი ასევე აქტიურად
მოუწოდებდა სამართალდამცველებს, უზრუნველეყოთ შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლება აქციაში მონაწილე მხარეებისთვის და აქციების მშვიდობიან ფორმებში
ჩატარება. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე პირადად მოინახულა გლდანის მერვე
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ
თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი, დაინტერესდა მათი
მდგომარეობით და მოისმინა მათი საჭიროებები და თხოვნები.
ჯანმრთელობის
კომიტეტმა მყისიერი რეაგირება მოახდინა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის
ტრაგიკული გარდაცვალების გამო. საგანგებო სამუშაო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან, შექმნილი
სამწუხარო გარემოების გამომწვევი მიზეზების სწრაფი მოკვლევისა და ეფექტური
გამოძიების გამო. საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, ასევე, გაეროს ბავშვთა
ფონდის ხელმძღვანელთან ბატონ ღასან ხალილთან.
საანგარიშო წელს კომიტეტის წევრებმა არაერთი საჯარო შეხვედრა გამართა
საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. აღნიშნული შეხვედრების
უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის ყველა იმ მნიშვნელოვანი
სამთავრობო და საპარლამენტო ინიციატივისა და ცვლილების გაცნობა, რომელიც
თავისი შინაარსით მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური
პირობების გაუმჯობესებისკენ. მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში გაიმართა
ზუგდიდის, ხობის, ლაგოდეხის,
მუნიციპალიტეტებში.
2019
წლის
ოქტომბერსა
და
ყვარლის,
ქუთაისის,
ნოემბერში,
ბათუმის
კომიტეტის
და
სხვა
თავმჯდომარის
ინიციატივით, ასევე, გაიმართა საინფორმაციო შინაარსის საჯარო შეხვედრები აჭარისა
და იმერეთის რეგიონებში, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა რეგიონის
მოსახლეობისთვის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ გაცნობა, ასევე კოდექსით
გათვალისწინებული ბავშვთა მხარდაჭერისა და მათი ოჯახების გაძლიერების
სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებაში, შეხვედრის
პარალელურად, ჩატარდა გამოკითხვა, მათთვის პრიორიტეტული სახელმწიფო
პროგრამების
გამოსავლენად,
რომელიც
გათვალისწინებულ
იქნა
შესაბამისი
რეგიონების/მუნიციპალიტეტების 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებში.
2019 წლის 31 მაისს, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო
ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს
უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან
ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 19 of 23
შეხვდა. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და
ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
4.4. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტში შეიქმნა თემატური მოკვლევის შემდეგი
საპარლამენტო ჯგუფები:
შრომის
უსაფრთხოების
კუთხით
არსებული
გამოწვევები
-
კომიტეტის
თავმჯდომარის ინიციატივით, 2019 წლის 8 მაისს შეიქმნა თემატური მოკვლევის
ჯგუფი შრომის უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების
თაობაზე. ჯგუფის შექმნის მიზანია, შეისწავლოს შრომის უსაფრთხოების კუთხით
საქართველოში არსებული ვითარება, მოცემული მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით, წინ გადადგმული ნაბიჯები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ამ კუთხით საქართველოს შრომის
ბაზარზე არსებული მდგომარეობა, არსებული პრობლემების მთავარი გამომწვევი
მიზეზები. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა დასკვნა და გაიცა
რეკომენდაციები
სახელმწიფო
მიმართულებით
არსებული
უწყებების
პრობლემების
მიმართ,
შრომის
ეფექტურად
უსაფრთხოების
აღმოფხვრის
მიზნით.
თემატური მოკვლევა განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია “USAID”-ის
ჩართულობით.
ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალებისთვის - კომიტეტის ინიციატივით 2019 წლის 3 ივლისს შეიქმნა თემატური
მოკვლევის
ჯგუფი,
რომლის
მიზანია
სამთავრობო
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების
ჩართულობისა და არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესწავლა, რათა ხელი
შეეწყოს შშმ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილ
რეალიზაციას. მოკვლევის შედეგად მოხდა მთელი რიგი რეკომენდაციების და
წინადადებების შემუშავება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებისთვის
ისევე,
ადგილობრივი
თვითმმართველობების
როგორც
ორგანოების
გამოიკვეთა
მიგნებები
საქმიანობასა
და
პრიორიტეტებთან მიმართებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 20 of 23
5. მოქალაქეთა მიმართვები, წერილები და პეტიციები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავჯდომარეს და კომიტეტის წევრებს
მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ამომრჩევლებთან, საზოგადოების მოწყვლად
ჯგუფებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის
უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებებთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს და რეაგირებას აკეთებს
ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებზე. 2017 წლიდან
აპრობირებულმა განცხადებების განხილვის ახალმა სისტემამ შედეგად მოიტანა
მოქალაქეებისთვის
დროული
მხარდაჭერის
აღმოჩენა,
შესაძლებელი
გახადა
განცხადებების დამუშავებისა და უწყებებში გაგზავნილ განცხადებების შესრულებასა
და რეაგირების პროცესებზე ეფექტიანი კონტროლი. კომიტეტის შიდა რეგულაციით
არაუგვიანეს 3 დღის მანძილზე უნდა მოხდეს თითოეულის პირის განცხადებაზე
რეაგირება.
ახალმა
სისტემამ
მოგვცა
საშუალება
ვაწარმოოთ
სრულყოფილი
სტატისტიკა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა და დამუშავდა მოქალაქეთა 2868
განცხადება.
შინაარსობრივი
ანალიზის
საფუძველზე
გამოკვეთილია
შემდეგი
ტენდენციები და მიმართულებები: შემოსული განცხადებების 13%-მდე ეხება
სოციალურ საკითხებსა და ჯანმრთელობის დაცვას, 44% - გამოძიებისა და
მართლმსაჯულების სფეროს, სასჯელაღსრულების საკითხებთან დაკავშირებით
შემოსული განცხადებების წილი 4,2% შეადგენს, სასჯელისგან განთავისუფლების
თხოვნით
შემოსული
განცხადებების
რაოდენობა
4,1%-ია,
იურიდიული
კონსულტაციის კუთხით დახმარების თხოვნას შეეხება შემოსული განცხადებების
3,8%, დევნილი და საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა
პრობლემატიკას -
1,7%, ხოლო 24% - ისეთი სხვადასხვა მიმართულების თემებს,
როგორიცაა კრედიტების
უფლებები და ა. შ.
საანგარიშო
რესტრუქტურიზაცია,
პერიოდში
კომიტეტის
ქონებრივი
დავები,
წარმომადგენლები
და
შრომითი
აპარატის
თანამშრომლები შეხვდნენ და სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიეს 1500-მდე
მოქალაქეს, მათგან 400-მდე მოქალაქეს უშუალოდ შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარე.
ხაზგასმით
აღსანიშნავია
ის
გარემოება, რომ
გრძელდება წარმატებული
თანამშრომლობა კომიტეტსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის,
2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. სანგარიშო
პერიოდში,
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მიერ,
კომიტეტის
შუამდგომლობით, ადვოკატი დაენიშნა 2 ბრალდებულს, 1 მსჯავრდებულს და 1
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 21 of 23
მოქალაქეს, კონსულტაცია გაეწია და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი
დოკუმენტი მოუმზადდა 39 მოქალაქეს და 14 ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო 5
საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
6. საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტის
საქმიანობაში
დიდი
მნიშვნელობა
ენიჭება
საერთაშორისო
პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებთანაც
არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ,
2019 წლის განმავლობაში. აღნიშნული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა
გამოცდილების
საქმიანობის
გაზიარება
ეფექტიანობის
და
თანამშრომლობის
გაზრდის
გაძლიერება
პოლიტიკური
ასევე,
საერთაშორისო
მიზნით,
პარტნიორებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა
და
მიღწევების
გაცნობისათვის.
კომიტეტს
მრავალწლიანი
გამოცდილება აქვს ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა
თანამშრომლობის
UNICEF, Fridrich Ebert
Stiftung (FES), USAID, UNDP, NDI, Council of Europe, Est-West Management, ProLog,
UNWomen და ასე შემდეგ.
კომიტეტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე
სიტყვით გამოვიდა ჟენევაში. სესიაზე განიხილეს საქართველოს მიერ წარდგენილი
ორი ანგარიში, რომელიც ეხებოდა ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიის,
პროსტიტუციის და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის საკითხებს.
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარემ სესიაზე ისაუბრა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ და სოციალური
მუშაკის რეფორმაზე, რომლებიც ფუნდამენტურ სიახლეებს ითვალისწინებს
სექსუალური ექსპლუატაციის, პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიისგან
ბავშვთა დაცვის კუთხით.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური
ასამბლეის 74-ე სესიის ღონისძიებაზე ქალაქ ნიუ-ორკში. ღონისძიების თემა გახლდათ
„პარლამენტის გაზრდილი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“,
სადაც თავმჯდომარემ ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის
მნიშვნელოვანი ღონისძიება და წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველო
პარლამენტმა განახორციელა საკანონმდებლო თუ საზედამხედველო კუთხით
საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით.
საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით აღსანიშნავია სასწავლო ვიზიტი
ბელგიის სამეფოში, რომლის თემას წარმოადგენდა ბავშვის უფლებების დაცვის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 22 of 23
მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა. ვიზიტი
გაიმართა
ფლანდრიის
მთავრობის
მოწვევით,
რომელშიც
კომიტეტის
წარმომადგენლის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი
და
ადგილობრივი
ხელისუფლების
შესაბამისი
უწყებების
წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრები გაეცნენ იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომელსაც ფლანდრიის
მხარე ახორციელებს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური განვითარების,
განათლების, სოციალური მხარდაჭერისა და ფინანსური გაძლიერებისთვის.
7. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები
საანგარიშო წლის განმავლობაში, კომიტეტი შეიქმნა შემდეგი სამუშაო ჯგუფები,
რომლებიც აქტიურად მუშაობენ
საქართველოში
უფლებების მიმართულებით
არსებული რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისთვის და კანონმდებლობის
გაუმჯობესებისთვის:
სოციალური მუშაკის რეფორმა - კომიტეტი განაგრძობს „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის სამოქმედო
გეგმის შესრულების მონიტორინგს. სამოქმედო გეგმის შესრულების
მიზნით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც
არიან
როგორც
ხელისუფლების
იმპლემენტაციის
საქართველოს
პარლამენტის,
შესაბამისი
უწყებების
მხარდამჭერი
დონორი
ისე
აღმასრულებელი
წარმომადგენლები
და
ორგანიზაციები,
ასევე,
არასამთავრობო სექტორი და სფეროს სპეციალისტები. სამოქმედო გეგმით,
სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებულია საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის,
განათლების,
მეცნიერების,
სპორტისა
და
ახალგაზრდობისა და იუსტიციის სამინისტროებში სოციალურ მუშაკთა
რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდა.
რეფორმის მიზანია, ყველაზე მოწყვლადი,
დაჩაგრული
ინდივიდებისთვის
სოციალური
დისკრიმინირებული და
მუშაკის
ინსტიტუტის
გაძლიერება, რომელიც არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელიც
ამ ადამიანებს დაეხმარება თვითრეალიზაციის გზით გაძლიერებაში.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაცია - ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ასევე, დაამტკიცა
„ბავშვის
უფლებათა
რომლითაც
კოდექსის“
განსაზღვრულია
იმპლემენტაციის
კოდექსის
სამოქმედო
ამოქმედებისთვის
გეგმა,
საჭირო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი
Page 23 of 23
ღონისძიებების შინაარსი, ვადები და პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებები. სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით ასევე შექმნილია
თემატურად განსხვავებული 6 უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის
წევრებიც არიან როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამისი
უწყებების
წარმომადგენლები
და
იმპლემენტაციის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები.
რელიგიის თავისუფლება - საანგარიშო წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა 5 სამუშაო შეხვედრა
რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის
მიზნით. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის ინიციატივით, 2018 წლის
ბოლოს შეიქმნა და 2019 წლის იანვრის თვიდან აქტიურ მუშაობას შეუდგა.
სამუშაო
ჯგუფის
შექმნის
უმთავრეს
პოლიტიკის
განსაზღვრა,
რომელიც
თავისუფლებას. სამუშაო პროცესებში
მიზანს
წარმოადგენს
უზრუნველყოფს
აქტიურად არიან
ისეთი
რელიგიის
ჩართული
საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების, სახალხო დამცველის
აპარატისა და სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლები.
8. ორგანიზაციული საკითხები
საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომიტეტი ყოველთვის ზრუნავს
ორგანიზაციული პროცესების მოწესრიგებასა და აპარატის თანამშრომელთა
კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ხდება კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამომრჩევლისა და
პარლამენტის წინაშე საქმიანობის ამსახველი ანგარიშის წარდგენა.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აპარატის თანამშრომლებისთვის
პერიოდულად ტარდება სხვადასხვა თემატური სწავლებები, სამუშაო პროცესების
ეფექტიანობის ამაღლებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2019 წელი