საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/316; 03.04.2019) საქართველოს კანონის პროექტების მეორე მოსმენით განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-11
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2350/20
10-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით
მათიკაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილისა და რატი იონათამიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები:
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/316/9; 03.04.2019).
ინიციირებულ კანონის პროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი (II მოსმენით განხილვის ვადა - 11.02.2020).
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება
დამატებითი ვადა საკანონმდებლო პაკეტის II მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge