საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2019 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2329/20
07-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარმოგიდგენთ საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2019 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 39 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის
2019 წლის საქმიანობის ანგარიში
სარჩევი
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ.............................................................................................. 3
1.1. კომიტეტის წევრები ............................................................................................................................. 3
2.2. კომიტეტის მიზანი ............................................................................................................................... 4
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მოკლე აღწერა ............................ 5
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ............................................................................................................ 7
4.
3.1.
ინიცირებული კანონპროექტები .................................................................................................. 7
3.2.
განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები......................................................................... 7
3.3.
განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები..................................................................... 16
3.4.
მიღებული საკანონმდებლო წინადადებები............................................................................. 18
3.5.
თანამდებობის პირთა არჩევა და შესარჩევი საკონკურსო კომისიები................................. 19
3.6.
მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებზედაც კომიტეტი აგრძელებს მუშაობას ...... 20
საზედამხედველო საქმიანობა ............................................................................................................ 23
4.1.
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა... 23
4.2.
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება....................... 25
4.3.
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ზედამხედველობა .................... 28
4.4.
კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა ...... 29
4.5.
სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე... 30
5.
საზოგადოებასთან ურთიერთობა ...................................................................................................... 33
6.
კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა ................................................................... 33
7.
მიღებული წერილები და განცხადებები........................................................................................... 35
8.
საერთაშორისო თანამშრომლობა ....................................................................................................... 36
9.
8.1.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლა ........................................................................................ 36
8.2.
შეხვედრები..................................................................................................................................... 37
8.3.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა............................................................. 38
კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო .................................................. 39
2
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
1.1. კომიტეტის წევრები
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენლობაში იყვნენ:
•
კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;
•
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი;
•
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - რევაზ არველაძე;
•
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - მირიან წიკლაური;
•
კომიტეტის წევრი - გიორგი ბოკერია;
•
კომიტეტის წევრი - ისკო დასენი;
•
კომიტეტის წევრი - ლევან კობერიძე;
•
•
კომიტეტის წევრი - თეიმურაზ კოხრეიძე;
კომიტეტის წევრი - კახაბერ ოქრიაშვილი;
•
კომიტეტის წევრი - დავით სონღულაშვილი;
•
კომიტეტის წევრი - ნატო ჩხეიძი;
•
•
კომიტეტის წევრი - ნინო წილოსანი;
კომიტეტის წევრი - დიმიტრი ხუნდაძე;
აღნიშნული პერიოდისთვის, კომიტეტის შემადგენლობაში იყო 13 კომიტეტის წევრი, მათ შორის
ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 7 წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველები“ – 1
წარმომადგენელი,
ფრაქცია
„ქართული
ოცნება
-
რეგიონების
განვითარებისთვის“–
1
წარმომადგენელი,
ფრაქცია „ევროპული საქართველო“– 1 წარმომადგენელი, ფრაქცია
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“– 1 წარმომადგენელი,
ფრაქცია
„დამოუკიდებელი დეპუტატები“– 1 წარმომადგენელი, ასევე 1 დამოუკიდებელი პარლამენტის
წევრი.
3
2.2. კომიტეტის მიზანი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკური
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში. კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა
იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის
ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტის
საქმიანობის
პრიორიტეტულ
მიმართულებებს
წარმოადგენდა:
•
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის
უზრუნველყოფა;
•
ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ქვეყნის
ენერგეტიკული პოლიტიკა, განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება,
ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
•
სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სატრანზიტო
პოტენციალის ათვისება;
•
ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების წამატებული იმპლემენტაცია;
•
ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის;
•
სივრცითი მოწყობა;
•
პროდუქტის უსაფრთხოება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
•
ინკლუზიური
ეკონომიკური
ზრდისაკენ
მიმართული
ეკონომიკური
პოლიტიკის
შემუშავება/განხორციელება;
•
საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ექსპორტის დივერსიფიცირება;
•
ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირება;
•
სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა;
•
სახელმწიფო ქონების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა.
4
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის
მოკლე აღწერა
2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში კომიტეტი აქტიურად
მონაწილეობდა კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში.
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტმა
განიხილა
216
კანონის
პროექტი
(გამომდინარე
კანონპროექტების ჩათვლით), რომელთაგან 42 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო
174 კანონპროექტზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა.
საანგარიშო
პერიოდში
რატიფიცირებისათვის
კომიტეტმა
შემოსული
47
შეისწავლა
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულება,
პარლამენტში
მათ
შორის
5
საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტი იყო წამყვანი. კომიტეტმა ასევე, განიხილა 8
საკანონმდებლო წინადადება.
აღნიშნულ პერიოდში გაიმართა 49 კომიტეტის სხდომა.
კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია,
სივრცითი მოწყობა, პროდუქტის უსაფრთხოება, სატრანსპორტო პოლიტიკა, მაუწყებლობა და
კომუნიკაციები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბიზნესის ხელშეწყობა და სხვა.
საკონტროლო საქმიანობის მიმართულებით კომიტეტმა გამართა 17 საკომიტეტო მოსმენა,
რომლებზედაც განხილულ იქნა კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების
ანგარიშები და ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების მდგომარეობა.
კომიტეტმა
განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული
კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში, სსიპ − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ 2018 წლის ანგარიში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2018
წლის საქმიანობის ანგარიში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის
საქმიანობის ანგარიში და სხვა. წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით კომიტეტმა
აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებისა და ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, კომიტეტმა მოისმინა „საქართველოსა და
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის
შესრულების ანგარიში, ასევე ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების 6 თვის ანგარიშები ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგებში.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. გაიმართა
რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე,
კომიტეტი
ინტენსიურად
თანამშრომლობდა
არასამთავრობო
სექტორისა
და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
5
2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე კომიტეტში შემოვიდა 412 ორგანიზაციის
წერილი
და
მოქალაქის
განცხადება,
რომლებზედაც
კომიტეტმა
დროული
რეაგირება
უზრუნველყო.
საანგარიშო პერიოდში, საკომიტეტოს მოსმენის ფორმატში, კომიტეტმა განიხილა 2 განცხადება,
რომელიც უკავშირდებოდა განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემებს.
სტატისტიკური მონაცემები საანგარიშო პერიოდში განხილული დოკუმენტების შესახებ
კომიტეტის საქმიანობა 2019 წელი
8 65
42
47
174
კანონის პროექტი (წამყვანი) - 42 (24 საკანონმდებლო ინიციატივა)
კანონის პროექტი (სავალდებულო) - 174 (37 საკანონმდებლო ინიციატივა)
საერთაშორისო ხელშეკრულება - 47
საკანონმდებლო წინადადება - 8
ანგარიში -6
თანამდებობის პირების დანიშვნაზე თანხმობა -5
სულ - 282
6
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების,
პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ასევე, მონაწილეობს
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვადამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა.
3.1.
ინიცირებული კანონპროექტები
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი
კანონის პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია, კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას მიერ
ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/373; 19.06.2019).
საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი
ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, კერძოდ:
✓ კანონდარღვევის შესწავლის პროცესში კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების
მექანიზმების სრულყოფას - ინფორმაციის მოწოდების, მოკვლევის ვადების, მხარეთა
უფლებების დაცვის ნორმების გაუმჯობესებას;
✓ სააგენტოსა
და
ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროს
მარეგულირებელი
ორგანოს
კომპეტენციის გამიჯვნასა და თანამშრომლობის ეფექტურობის გაუმჯობესებას;
✓ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესებას;
✓ სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
და
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული
წარმოების პროცედურული საკითხების და ვადების სრულყოფას;
✓ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რეგულირების ეფექტურობის გაუმჯოებესებას;
✓ სააგენტოს
მიუკერძოებლობის
და
დამოუკიდებლობის
ამაღლების
მიზნით,
გადაწყვეტილების მიმღები კოლექტიური ორგანოს შექმნას და საქმის შესწავლისა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესების ურთიერთგამიჯვნას.
3.2.
განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც კომიტეტი წამყვანი იყო
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“,
გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/346; 08.05.2019).
➢
კანონპროექტები შემუშავდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის
გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში ინერგება ენერგეტიკული ბაზრის
7
ახალი
მოდელი,
ხდება
გადამცემი
და
გამანაწილებელი
სისტემების
ოპერატორების
განცალკევება, ასპარეზზე გამოდიან ბაზრის ახალი მონაწილეები, იქმნება ტრეიდერის და
მიმწოდებლის ინსტიტუტი, დგინდება ლიცენზიის ახალი სახეობები და იქმნება ენერგეტიკული
ბირჟა.
➢
ასევე, კანონპროქტი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს და გარდამავალ ეტაპებს, რაც
საშუალებას მისცემს ბაზრის მონაწილეებს ადაპტირდნენ ახალ რეგულაციებთან.
➢
კომიტეტს გააჩნდა, როგორც პრინციპული, ასევე სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები
რომელთა დიდი ნაწილი გათვალისწინებულ იქნა ინიციატორის მიერ. მათ შორის აღსანიშნავია
პრინციპული შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებს:
•
სამინისტროს ფუნქციებს უნდა დაემატოს საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის
დარგში სახელმწიფო სტრატეგიის დამუშავება;
•
სამინისტროს ფუნქციებში უნდა შედიოდეს სისტემის განვითარების 10 წლიანი გეგმის
დამტკიცება;
•
სამინისტროს ფუნქციებს უნდა დაემატოს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის
დამუშავება და დახვეწა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის დაზუსტება და ა.შ;
კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, კანონპროექტით გათვალისწინებული
რეფორმის გავლენაზე სამომხმარებლო ტარიფებზე და კონკურენტულ გარემოზე.
საკომიტეტო განხილვამდე, კომიტეტმა კანონპროექტზე მუშაობისას გამართა არაერთი სამუშაო
შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ, როგორც კერძო სექტორის, აგრეთვე საჯარო უწყებების
წარმომადგენლები, ექსპერტები და სამეცნიერო საზოგადოების წევრები.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და
გამოყენების წახალისების შესახებ“ (N07-2/375; 24.07.2019)
✓ წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული 2009 წლის 23 აპრილის „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის
გამოყენების ხელშეწყობის შესახებ” 2009/28/EC დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში
იმპლემენტაციას.
✓ კანონპროექტი ითვალისწინებს, ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში და ტრანსპორტის
სექტორში ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების წახალისებას.
ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოება აქტიურად ხდება ელექტროენერგიის გენერაციის
ადგილობრივი წყაროს ჰიდრორესურსის ათვისებით, მაგრამ დამატებით სხვა ადგილობრივი
განახლებადი რესურსების ათვისება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ელექტროენერგიის
იმპორტის შემცირების თვალსაზრისით.
✓ ასევე, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგეტიკული წყაროების წილის გაზრდა
უზრუნველყოფს საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას და მავნე სათბური ემისიების
შემცირებას.
8
✓ კანონპროექტი პასუხობს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევას - მზარდ
მოთხვონას ენერგორესურსებზე.
კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვიალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივას
მხარი დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/345;
08.05.2019).
✓ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2010
წლის 19 მაისის „ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების
მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე“
N2010/30/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.
✓ კანონპროექტის
შედეგად,
აუცილებელი
გახდება
ბაზარზე
განთავსებული
ან/და
ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა
რესურსების მოხმარების მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მითითება. აღნიშნული
საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
გააკეთოს სასურველი არჩევანი.
✓ კომიტეტის
წევრების
მხრიდან
ყურადღება
გამახვილდა
ზედამხედველობის
განმახორციელებელი უწყების განსაზღვრაზე.
კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვიალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივას
მხარი დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-2/307; 06.02.2019).
✓ კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის განისაზღვრება
ჯარიმა 200-დან 5000 ლარამდე, იმ შენობა-ნაგებობის მიმართებით, რომლებიც მდებარეობენ
საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში და დაზიანებული აქვთ გარე
მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა და გარეშემომზღუდავი კონსტრუქციები.
✓ აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე არსებულ
საცხოვრებელ სახლებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობანაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის
მიერ გაჟღერდა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა არ
უნდა ჩაითვალოს იერსახის დამახინჯების გამოსწორებად, რათა სამართალდამრღვევ პირს ამ
9
ქმედებით არ მიეცეს პასუხისმგებლობიდან და დაკისრებული ვალდებულებებიდან თავის
არიდების საშუალება.
კომიტეტმა გაიზიარა აღნიშნული შენიშვნა და კანონპროექტის ტექსტში ასახვის მიზნით, 2019
წლის 11 ნოემბრის სხდომაზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისათვის დაბრუნებას.
კანონპროექტის განხილვის პროცედურა გაგრძელდება 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“და გამომდინარე კანონპროექტები (07-2/431, 11.12.2019)
✓ შემოთავაზებული ცვლილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში იქმნება ახალი სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო,
რომელიც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ნაცვლად
განახორციელებს პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას.
✓ აღნიშნული
განპირობებულია,
ბაზარზე
ზედამხედველობას
პროდუქტების
არეალის
ეტაპობრივი
გაფართოებით,
საზედამხედველო ორგანოს შექმნის საჭიროება.
კომიტეტმა,
შემოთავაზებული
ბაზარზე
რამაც
ზედამხედველობის
დაქვემდებარებული
წარმოშვა
ინსტიტუციური
ახალი
მოდელი
დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა გაბუნიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გამომდინარე
კანონპროექტები (№07-3/352; 22.05.2019)
❖ კანონისპროექტებით, ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები დასამტკიცებლად =,
აგრეთვე
ნორმატიულ
აქტების
ახალ
კოდექსთან
შესაბამისობაში
მოსაყვანად
მინიციპალიტეტებს განესაზღვრათ დამატებითი ვადები.
❖ დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებისა და კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის
განხილვისას
გამართული მსჯელობის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტს, ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობაში მოსაყვანად
განესაზღვრა 6 თვის ვადა (2019 წლის 3 დეკემბრამდე), ნაცვლად შემოთავაზებული 1 წლიანი
ვადისა. ასევე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქ, თბილისის მუნიციპალიტეტს
პერიოდულად კომიტეტისთვის წარედგინა თავისი აქტივობები და გადადგმული ნაბიჯები.
აღნიშნული დათქმების გათვალისწინებით, კომიტეტმა დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა
წარმოდგენილ კანონების პროექტებს.
10
საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა
მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
და გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/413; 30.10.2019).
➢ კანონპროექტით
შემოთავაზებული
„ქალაქმშენებლობითი
მუნიციპალიტეტი
ცვლილებით,
ღონისძიებების
სარეაბილიტაციო
ახლებურად
განხორციელების“
არეალში
მდებარე
დარეგულირდა
პრინციპები,
კერძოდ:
მრავალბინიანი
სახლის
განვითარებას ან/და რეაბილიტაციას ახორციელებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ
წევრთა
თანხმობით,
რომელთა
ინდივიდუალურ
საკუთრებაში
არსებული
ქონების
ფართობიც აღემატება არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს.
➢ ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
პროექტებზე,
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების შესაძლებლობა ეძლება, ასევე ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ იურიდიულ პირს.
➢ კანონპროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტში და იმ რიგ მუნიციპალიტეტებში, სადაც
კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის
განაშენიანების
რეგულირების
გეგმები,
რომლებიც
მოიცავს
მიწათსარგებლობის
გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას 2029 წლის
3 ივნისამდე.
➢ ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კოდექსიდან გამომდინარე მისაღები
ნორმატიული აქტების მიღების ვადებთან დაკავშირებით.
კანონების პროექტების მიმართ კომიტეტს გააჩნდა პრინციპული და სამართლებრივი ხასიათის
შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც მოხდა ნაწილობრივ.
კანონპროექტების განხილვისას, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, იმ მუნიციპალიტეტებს,
რომლებსაც უკვე დამტკიცებული აქვთ გენერალური გეგმები, დაევალოთ 2021 წლის ბოლომდე
შეიმუშავონ აღნიშნული დოკუმენტების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის სამოქმედო
გეგმები. მოცემული დათქმის გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო
პაკეტს.
11
საქართველოს კანონის პროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/244; 15.11.2018) და
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლოს საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/333; 01.15.2019).
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
აუცილებელი
პირობების
შექმნის
გაუთვალისწინებლობისთვის
პასუხისმგებლობის
განსაზღვრას სამშენებლო საქმიანობაში, ტრანსპორტისა და ინფორმაციის გავრცელების
სფეროებში.
➢ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის მიერ „მისაწვდომობის
ეროვნული
სტანდარტების“
და
„მისაწვდომობის
ეროვნული
გეგმის“
შემუშავებას,
რომლებშიც განსაზღვრული იქნება უნივერსალური დიზაინის სტანდარტების პრინციპები,
მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები.
კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც
ესწრებოდნენ კანონპროექტების ინიციატორები, შესაბამისი უწყებებისა და კერძო სექტორის
წარმომადგენლები.
სამუშაო
შეხვედრაზე
განიხილებოდა,
როგორც
კომიტეტის,
ასევე
დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და კანონპროექტით
გათვალისიწნებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. განხილვის
პროცესში, მოხდა დაინტერესებული მხარეების პოზიციები შეჯერება.
საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძისა და გრიგოლ მიქელაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/374; 19.06.2019).
➢ შემოთავაზებული
თბილისის
კანონპროექტით,
მუნიციპალიტეტის
პასუხისმგებლობისგან
საკრებულოს
თავისუფლდებიან,
დადგენილებით
ქალაქ
განსაზღვრულ
განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებში, დაუსრულებელი მშენებლობების
განმახორციელებელი პირები.
➢ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენდა, გადაცდომასთან შეუსაბამო მაღალი საჯარიმო
სანქციების გაუქმება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესების დასრულება და
შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში დროული მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო
ბიზნეს-სექტორის განვითარებას და ინვესტიციების წახალისებას.
კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნდა შენიშვნები, რომლებიც განხილული იყო
კომიტეტში
ჩატარებული
სამუშაო
შეხვედრების
დროს.
აღნიშნული
შენიშვნების
გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას.
12
საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/399;
02.10.2019).
➢ კანონპროექტის თანახმად, ახლებურად დარეგულირდა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი,
აგრეთვე დარეგულირდა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
➢ ცვლილება ემსახურება, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრის არჩევის საკითხის,
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემოთავაზებულ ცვლილებებს და აგრეთვე ორივე მარეგულირებელ
კომისიასთან მიმართებით, ერთიანი მიდგომის გავრცელების პრინციპს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“(N07-2/395; 23.09.2019)
წარმოდგენილი
ცვლილებით,
არსებულ
ლიცენზიანტებს
(სასარგებლო
წიაღისეული
მოპოვების/წიაღითსარგებლობის) შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მიწის ნაკვეთი ქონების
ეროვნული სააგენტოდან პირდაპირი წესით, იმ პირობით, რომ აშენდეს გადამამუშავებელი
საწარმო. ცვლილებით მცირდება ბიუროკრატია, ასევე იზოგება დრო. როგორც აღინიშნა მიწა
გადაეცემა კონკრეტული პირობების, კერძოდ გადამამუშავებელი საწარმოს აშენების პირობით.
მიწის გადაცემის ვადა პირდაპირ მიბმული იქნება ლიცენზიის გაცემის ვადასთან. შეზღუდულია
ასვე გადაცემული მიწის ფართობი და დამოკიდებული იქნება კონკრეტულად ამა თუ იმ წიაღის
გადამამუშავებელ საწარმოს რა ფართობი ესაჭიროება
კომიტეტმა ცვლილება ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებლად მიიჩნია და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც კომიტეტის დასკვნა სავალდებულო იყო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტები
(№07-3/294; 27.02.2019)
ორგანული კანონის პროექტის მიღებით, დადგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაზე, მისი, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის რაციონალური გამოყენების
13
პრინციპების გათვალისწინებითა და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, საკუთრების
უფლების გამჭირვალე და ერთიანი სისტემა.
საკითხის აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტთან დაკავშირებით,
მხარეთა ჩართულობით გამოითქვა მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები საკითხის უკეთ
დასარეგულირებლად.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გამომდინარე კანონის
პროექტები (N07 – 2/357; 31.05.2019)
საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის მიზანია, კომერციული ბანკების გაჯანსაღების გეგმის და
რეზოლუციის ჩარჩოს შემუშავება, რაც გულისხმობს კომერციული ბანკის პრობლემების
არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების
შესაძლებლობას. გაჯანსაღების გეგმის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, როდესაც დგება
კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, ეროვნული ბანკის მიერ
კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაცია მოხდება იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ფინანსური
სტაბილურობა და ბანკის კრიტიკული ფუნქციები, სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური
დანახარჯებით.
კანონპროექტი განხილვის პროცესშია, კომიტეტმა მოისმინა ყველა დაინტერესებული მხარის
პოზიცია, მათ შორის ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და ფინანსთა სამინისტროს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და
დერივატივების შესახებ“, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გამომდინარე
კანონპროექტები (№07- 2/386; 19.08.2019)
წარმოდგენილი ინიციატივით, შეიქმნება მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიები
დერივატივების, ურთიერთგაქვითვის შეთანხმებისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების
თვალსაზრისით. ასევე ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს გაუმარტივდებათ და გაუიაფდებათ
უცხოეთიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა. აღნიშნული ცვლილება
საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება რეზერვების მართვის
პროცესში ვინაიდან
გაადვილდება ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება.
კანონპროექტი განხილვის პროცესშია, კომიტეტმა მოისმინა ყველა დაინტერესებული მხარის
პოზიცია, მათ შორის ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და ფინანსთა სამინისტროს.
14
საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ბექა
ნაცვლიშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, შოთა ხაბარელის, ზაზა ხუციშვილის, გიორგი
მოსიძის, გუგული მაღრაძის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო ქაცარავას,
დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო წილოსანის, აკაკი ზოიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი
ვოლსკის, ენძელა მაჭავარიანის, დიმიტრი ხუნდაძის და არჩილ თალაკვაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, და გამომდინარე კანონპროექტები (№073/368; 12.06.2019)
კანონპროექტის მიზანია, მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული
უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
კანონპროექტი შექმნის, მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკანონმდებლო
საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. იგი აერთიანებს
ევროკავშირის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის
სფეროში.
კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულაციებს, რომლებიც:
✓ მოხმარებელს დაიცავს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობებისა და
უსამართლო კომერციული პრაქტიკისგან;
✓ განსაზღვრავს პროდუქტის შეძენისა და მომსახურების მიღებისას მომხმარებლისთვის
სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას;
✓ დაარეგულირებს სარეწს გარეთ დადებული და დისტანციური ხელშეკრულების პირობებს
და განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს;
✓ მომხმარებელს
მისცემს
უფლებას
სარეწს
გარეთ
დადებულ
და
დისტანციურ
ხელშეკრულებებზე უპირობოდ თქვას უარი 14 დღის განმავლობაში;
✓ აყალიბებს სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს
მომხმარებლის
უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას;
✓ მომხმარებლის უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.
✓ საქართველოს კონკურენციის სააგენტო მოახდენს, მომხმარებლის უფლებების დაცვაზე
ზედამხედველობასა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით რეაგირებას.
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
თანდართული მასალებით (07-2/399; 30.09.2019)
კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომაზე,
ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
✓ ტურიზმის
მხარდაჭერისათვის
ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე,
გამოყოფილ
ფინანსურ
საქართველოს
ეკონომიკისა
რესურსებზე,
და
მდგრადი
15
განვითარების სამინისტროს, კონკურენციისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის
სააგენტოების
ასიგნებებზე,
ელექტროგადამცემი
ხაზების
მშენებლობისა
და
გაზიფიცირების საკითხებზე, მეწარმეობის განვითარების პროგრამებზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს.
3.3.
განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი რამდენიმე
მნიშვნელოვანი დოკუმენტი, კერძოდ:
„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს
შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ (№07-2/403;
22.10.2019)
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ინიციატივების
განვითარებას იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურებთან დაკავშირებით და ბიზნეს
სექტორისათვის ეფექტიანი სერვისის მიწოდების შემუშავებას.
„საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება (07-2/350; 22.05.2019)
აღნიშნული შეთანხმება მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის
(ჩიკაგოს კონვენცია) ძირითად პრინციპებს, კერძოდ თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს
მეორე მხარეს გარკვეულ უფლებებს: თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს
ეძლევა უფლება გამოიყენოს მეორე მხარის საჰაერო სივრცე ტრანზიტული გადაფრენის, საჰაერო
ხომალდის
არაკომერციული
და
ასევე,
ხომალდზე
მგზავრის/ბარგის/ტვირთის
აყვანის/ჩატვირთვის მიზნით დაჯდომის შემთხვევაში.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა გადაზიდვების განხორციელებას, მომსახურეობის პირობების ამაღლებასა და ტურიზმის
განვითარებას.
„საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შსახებ“ ოქმის რატიფიცირება (N 07-2/372; 03.07.2019)
აღნიშნული შეთანხმება გარკვეულწილად განსხვავდებოდა სხვა ქვეყნებთან გაფორმებული
შეთანხმებებისაგან, კერძოდ ითვალისწინებდა ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში
ნებართვის გარეშე, შეუზღუდავად, გადაზიდვების განხორციელებას. ცვლილების შედეგად,
ხელშეკრულება შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო ნორმებთან.
16
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის
მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“
შეთანხმების რატიფიცირება (N 07-2/377; 26.07.2019)
წარმოდგენილი
შეთანხმებით
ქვეყნებში/ქვეყნებიდან
განსაზღვრულია
ორმხრივი
კვოტირებული
ნებართვების
მიმოსვლა
სატრანზიტო
ან
საფუძველზე,
მესამე
რომელთა
რაოდენობასაც წელიწადში ერთხელ განსაზღვრავენ მხარეების კომპეტენტური ორგანოები.
გამონაკლისის სახით დაშვებულია ზოგიერთ სახის გადაზიდვების ნებართვის გარეშე
განხორციელება (მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება;
გადაზიდვები საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული
დახმარების საჭიროებიდან გამომდინარე და სხვა).
აღნიშნული
შეთანხმების
დადება,
საქართველოს ტერიტორიაზე
გამავალ
სატრანზიტო
დერეფანს, კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას შესძენს.
საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ზეთისხილის ზეთისა და
სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმება (07-2/406; 28.10.2019)
წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრ ქვეყნებს
შორის თანამშრომლობის განვითარებას. ამასთან, საერთაშორისო შეთანხმებასთან შეერთებით
საქართველოს მიეცა შესაძლებლობა 2020 წლიდან უხელმძღვანელოს ზეთისხილის
საერთაშორისო საბჭოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის,
ზეთისხილის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ემსახურება:
•
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას -11 ხელშეკრულება;
•
მუნიციპალური სატრანსპორტო ავტოპარკის გაუმჯობესებას - 5 ხელშეკრულება;
•
ურბანული მომსახურების გაუმჯობესებას - 10 ხელშეკრულება;
•
ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას - 4 ხელშეკრულება;
•
მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას - 2 ხელშეკრულება
•
•
საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას - 3 ხელშეკრულება;
ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას - 4 ხელშეკრულება.
17
3.4.
მიღებული საკანონმდებლო წინადადებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა და მიღებულად ცნო შემდეგი საკანონმდებლო
წინადადება:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3272/19; 21.02.2019)
საკანონმდებლო წინადადების მიზანია, საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო დახმარების
უწყვეტობის
უზრუნველყოფა,
საქონლის/მომსახურების
სასწავლო
შესყიდვის
პროცესის
პროცედურების
სრულყოფილად
გამარტივება.
წარმართვა
აღნიშნული
და
მიზნის
მისაღწევად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, გამარტივებული შესყიდვების
ჩამონათვალს, დაემატოს სსიპ-ის მიერ შემდეგი საქონლის/პროდუქციის შესყიდვა: სამედიცინო
მოწყობილობები,
ფარმაცევტული
პროდუქტები,
ასევე
სამედიცინო
დანიშნულების
მოწყობილობებისა და აპარატურის შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და სამედიცინო
მოწყობილობებთან და აპარატურასთან თავსებადი სახვადასხვა სახარჯი მასალა.
კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება და მისაღებად ცნო.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო
წინადადებაზე (N21155; 31.12.2018).
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, კოდექსში დამოუკიდებელი არქიტექტურული
საქმიანობის
განხორციელების
სამართლებრივი
საფუძვლებისა
და
პროფესიული
სერტიფიცირების პროცესების რეგულაციას.
შემოთავაზებული რეგულაციების მიზანია, მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე
განაშენიანების,
არქიტექტურული
კომპლექსებისა
და
შენობა-ნაგებობების
ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო
ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა და ამავე დროს, არქიტექტორთა უფლებების დაცვის
სამართლებრივი გარანტია.
კომიტეტმა განიხილა და მისაღებად ცნო წარმოადგენილი საკანონმდებლო წინადადება.
18
3.5.
თანამდებობის პირთა არჩევა და შესარჩევი საკონკურსო კომისიები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა საგაზაფხულო სესიაზე საქართელოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის
თანახმად, შექმნა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ, როგორც პარლამენტის წევრები, აგრეთვე მარეგულირებელი
კომისიის წევრი, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომისიის წევრების მიერ შერჩეულ იქნა ახალი მომხმარაბელათა ინტერესების საზოგადოებრივი
დაცველი, რომელიც წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ
კომისიას დასამტკიცებლად.
საქართველოს ენერეგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისათან არსებულ მომხმარაბელათა ინტერესების საზოგადოებრივი დაცველის
შესარჩევი საკონკურსო კომისია
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა საგაზაფხულო სესიაზე საქართელოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის
თანახმად, შექმნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიათან არსებულ მომხმარაბელათა ინტერესების საზოგადოებრივი დაცველის
შესარჩევი საკონკურსო კომისია.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ, როგორც პარლამენტის წევრები, აგრეთვე მარეგულირებელი
კომისიის წევრი, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომისიის წევრების მიერ შერჩეულ იქნა ახალი მომხმარაბელათა ინტერესების საზოგადოებრივი
დაცველი,
რომელიც
წარედგინა
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელ კომისიას დასამტკიცებლად.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და
მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები (№07- 1/33; 26.11.2019)
კომიტეტმა, 2019 წლის 3 დეკემბერის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე9), რეკომენდაცია გაუწია კახი ბექაურის კანდიდატურის არჩევას საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის წევრად.
19
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფრუიძის
კანდიდატურა (№07-1/28; 07.11.2019)
კომიტეტმა, 2019 წლის 22 ნოემბერის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე9), რეკომენდაცია გაუწია გიორგი ფრუიძის კანდიდატურის არჩევას საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრის დავით ნარმანიას კანდიდატურა.
კომიტეტმა, 2019 წლის 23 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად (მომხრე9), რეკომენდაცია გაუწია დავით ნარმანიას კანდიდატურის არჩევას საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ.
3.6.
მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებზედაც კომიტეტი აგრძელებს
მუშაობას
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/292; 13.12.2018)
კანონპროექტი
შემუშავებულია
ევროკავშირის
N1370/2007
რეგულაციის
საქართველოს
კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით. წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეხება
საზოგადოებრივი
მომსახურების
ხელშეკრულების
მეშვეობით,
მგზავრთა
სარკინიგზო
გადაყვანის სახელმწიფო რეგულირებას. ცვლილების შედეგად, საქართველოს რკინიგზის
სატვირთო
გადაზიდვები
გათავისუფლდება
წამგებიანი
სამგზავრო
გადაზიდვების
დაფინანსებისაგან.
კომიტეტი იზიარებს სარკინიგზო სფეროში განსახორციელებელი რეფორმის აუცილებლობის
საკითხს, თუმცა გააჩნია მყარი პოზიცია, ბაზრის გახსნასთან დაკავშირული ინფორმაციის
შესწავლასა და ბაზრის გახსნის რისკების გათვალისწინებასთან მიმართებაში.
20
კანონპროექტის მიღების შედეგების სრულყოფილი ანალიზისთვის, კომიტეტმა მოისმინა ქვეყნის
სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მოხსენება.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ” (07-2/235;
21.06.2018)
კანონისპროექტის მიზანია, შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და
საბჭოს N2010/31/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა. შესაბამისად, ცვლილება
ითვალისიწინებს, ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას, შენობების
ენერგოეფექტიანობის
გაუმჯობესებას
და
შენობების
ენერგოეფექტიანობის
გაზრდის
ხელშეწყობით, სათბური გაზების ემისიის შემცირებას.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/425;
27.11.2019)
კანონპროექტის
შემუშავების
მიზეზს
წარმოადგენს,
ენერგეტიკული
გაერთიანების
ხელშემკვრელი მხარეებისათვის ადაპტირებული ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2012
წლის 25 ოქტომბერის 2012/27/EU „ენერგოეფექტურობის შესახებ“
ევრო დირექტივის
იმპლემენტაცია.
კანონპროექტი მიზნად ისახავს:
ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოთხოვნის დარეგულირებას;
ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის
პრაქტიკის დანერგვას;
ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შესაბამისად გავლენას
იქონიებს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდაზე;
გარე ეკოლოგიური მდგომარეობისა და ასევე შენობების შიდა კლიმატური პირობების
გაუმჯობესებას.
21
საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი
ცქიტიშვილის, გიორგი ვოლსკის, შოთა ხაბარელის, ბექა ოდიშარიას, ლევან
კობიაშვილის, სოფიო კილაძის, მარიამ ჯაშისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტები
(№07-3/376; 19.06.2019).
საკანონმდებლო ინიციატივით:
•
მკაცრდება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისა და
ნებართვის გარეშე ან
სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის წესები.
•
საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების
მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წესი და პირობები.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019)
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღებით,
სახელმწიფო
უზრუნველყოფს
სამართლიანი
ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან
ინსტრუმენტის შემოღებას. აღნიშნული
დამცავი
წარმოადგენენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან
თავსებად მექანიზმს და გამოიყენება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნების მიერ ამ
ორგანიზაციის წესების ფარგმებში.
22
4. საზედამხედველო საქმიანობა
4.1.
ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების
მოსმენა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი
აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (N1-8477/19; 30.04.2019)
კომიტეტმა,
2019 წლის 3 ივნისის სხდომაზე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში.
კომიტეტის წევრების მიერ ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში არსებულ
გამოწვევებზე,
მნიშვნელოვან
მათ შორის მზარდ მოთხოვნაზე და იმპორტის ზრდაზე. აგრეთვე, ისეთ
საკითხებზე,
როგორებიცაა
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
ვალდებულებების შესრულება, ბაზრის განხსნის გავლენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა,
გაზსაცავის მშენებლობა და სხვა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის
2018 წლის ანგარიში (№1-7130/19; 10.04.2019)
კომიტეტმა, 2019 წლის 13 მაისის სხდომაზე, განიხილა და დადებითად შეაფასა საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ანგარიში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (N110641/19; 29.05.2019)
კომიტეტმა,
2019 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე, განიხილა საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში. კომიტეტის მხრიდან ყურადღება
გამახვილდა, კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის ფუნქციების დეტალურ და ამომწურავ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე. აღინიშნა,
რომ
მნიშვნელოვანია
გამოირიცხოს
ფუნქციათა
დუბლირება
და
არ
მოხდეს
უფლებამოსილებების აღრევა კომისიასთან. ყურადღება გამახვილდა დარგში არსებულ
გამოწვევებზე.
23
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ 2018
წლის ანგარიში
კომიტეტმა, 2019 წლის 13 მაისს სხდომაზე, მოისმინა სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში. საკომიტეტო მოსმენისას, კომიტეტის
მხრიდან ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
➢ რეგიონებში მცირე სასტუმროების მფლობელთათვის ტრენინგების ჩატარებისა და ბიზნესის
ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების საჭიროება;
➢ რეგიონებსა და ცენტრალურ ქალაქებში ინფრასტრუქტურის სიმწირე და მოუწესრიგებლობა;
➢ შიდა სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა;
➢ გიდების კვალიფიკაციის ამაღლება.
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის შესახებ 2018
წლის ანგარიში (N1-8288/19; 24.04.2019)
კომიტეტმა, 2019 წლის 22 მაისის სხდომაზე, განიხილა სსიპ საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში. საკომიტეტო მოსმენისას კომიტეტის
მხრიდან ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
➢ სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებულების რეალური შემოსავლები, განსაკუთრებით
საარსებო მინიმუმთან მიმართებაში.
➢ სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული მოსახლეობის გადაკვალიფიცირება ეკონომიკურად
არააქტიურ მოსახლეობად, რომელიც თვითკმარ პროდუქციას აწარმოებს.
➢ ბიზნესრესპოდენტების ტვირთის შესამსუბუქებლად დაგეგმილი აქტივობები.
➢ საქსტატის ვებ-გვერდზე არსებული მოძველებული ინფორმაციის განახლების საჭიროება.
მთლიანობაში კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქსტატის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში (N1-8461/19; 30.04.2019)
კომიტეტმა, 2019 წლის 22 მაისის სხდომაზე, განიხილა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018
წლის ანგარიში და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში
2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად, კომიტეტზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე,
რომლებიც საჭიროებს მეტ დაზუსტებას და კონკრეტულ პასუხებს, კერძოდ:
✓ საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროგრამო პოლიტიკის შედგენისას მთავარი ინდიკატორის
განსაზღვრა.
✓ პროგრამული პრიორიტეტების შესრულების შეფასება;
24
✓ სტარტაპეპის დაფინანსების სქემის ამოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ბოლოს
განხორციელებული საკნონმდებლო ცვლილებების მიხედვით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
4.2.
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის მიერ გაიმართა არაერთი კომიტეტის სხდომა, მათ შორის:
-
2019 წლის 26 თებერვლის კომიტეტის სხდომა.
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე;
განსახილველი საკითხები: ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციები და
,,თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესები;
ინიციატორები:
საპარლამენტო ფრაქციები - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული
საქართველო - რეგიონები“.
-
2019 წლის 23 აპრილის კომიტეტის სხდომა.
მომხსენებელი: საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე;
განსახილველი საკითხები: დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულება.
ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“.
-
2019 წლის 7 ივნისის კომიტეტის სხდომა.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა
თურნავა;
განსახილველი საკითხები: 1. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა; 2. ფოთის ღრმა წყლოვანი
პორტის მშენებლობა; 3. 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები;
4. „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება;
ინიციატორები: საპარლამენტო ფრაქციები - „ევროპული საქართველო“, ,,ევროპული
საქართველო-რეგიონები“ და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“
და ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ფრაქცია „ნაციონალური
მოძრაობა“.
25
ასევე, კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, მოისმიან ანგარიშვალდებული
ორგანოების თანამდებობის პირების მოხსენებები, საკითხებზე:
2019 წლის 13 თებერვალი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის გიორგი ქობულიას, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ“ მოხსენების საკომიტეტო მოსმენა
კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
2019 წლის სამოქმედო გეგმა და ყურადღება გამახვილდა შემდეგ მიმართულებებზე:
•
ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნები;
•
ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის გამოწვევები;
•
ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.
2019 წლის 12 აპრილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და
კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტის და რეალიზაციის საკითხთან
დაკავშირებით მოხსენების საკომიტეტო მოსმენა
მოსმენა
საკომიტეტო მოსმენა გაიმართა პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანიების
(№1-
5422/19) წერილის საფუძველზე. საკომიტეტო განხილვისას ყურადღება გამახვილდა, საკითხის
მნიშვნელობაზე, როგორც გარემოს დაცვის, ასევე კერძო სექტორის ინტერესების მიმართულებით,
ასევე
ფალსიფიცირებული
პროდუქციის
შემოტანისა
და
შესაბამისი
ლაბორატორიის
არარსებობის პრობლემებზე.
კომიტეტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საკითხის დეტალურად მოკვლევის მიზნით,
მწარმოებელ კომპანიებთან, კომიტეტის თავმჯდომარეებსა და დეპუტატებთან გამართულიყო
დამატებით სამუშაო შეხვედრა. კომიტეტისა და სამინისტროების შეჯერებული პოზიციების
შედეგად მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი - „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი
პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
2019 წლის 27 მაისი - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით
საგანელიძის მოხსენება სს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ
საკომიტეტო მოსმენის მიზანი იყო,
საქართველოს კანონის „სააქციო საზოგადოების −
საპარტნიორო ფონდის შესახებ“ აღსრულების მდგომარეობის შეფასება და არსებული
გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ამ მიმართულებით, მომხსენებელმა ყურადღება
გაამახვილა:
დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობაზე;
ფონდის
რეორგანიზაციისა
და
26
ინვესტიციების
განმახორციელებელი
ადგილობრივი
და
უცხოური
კომპანიების
გამოწვევებზე;
საინვესტიციო
მანდატებთან,
კრიტერიუმებთან,
საქმიანობის
მიმართულებებთან,
გამოსყიდულ პროექტებსა და შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
2019 წლის 26 სექტემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის მოხსენება ქვეყნის სატრანსპორტო
პოლიტიკასთან დაკავშირებით
კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია და გასცა შემდეგი სახის
რეკომენდაციები:
•
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქვეყნის
სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის წარდგენა.
•
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ბაქო თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მონაწილე მხარეების მიერ
დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღების
გამახვილება.
•
სარკინიგზო
სფეროში
განსახორციელებელი
დაკავშირებით
სრულყოფილი
არგუმენტაციის,
ცვლილებების
ბაზრის
აუცილებლობასთან
გახსნასთან
დაკავშირებული
ინფორმაციისა და აღნიშნული ღონისძიებების განხორიცელების შედეგად მიღებული
ეკონომიკური ზრდის ანალიზი წარმოდგენა.
ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკაზე მსჯელობის დროს ყურადღება გამახვილდა ახალ
სარკინიგზო კოდექსზეც და იმ ევრო დირექტივებზე რომელთა გათვალისწინებითაც იქნა
შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“.
2019 წლის 30 სექტემბერი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს
პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის ნატალია ხარატიშვილის მოხსენება
აგროდაზღვევის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ
კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის
მეურნეობის განვითარების“ სააგენტომ
აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებასთან
დაკავშირებით
წარმოადგინა ინფორმაცია.
კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება
გამახვილდა
სადაზღვევო
შემთხვევისას
ზარალის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებულ
პრობლემებზე.
27
2019 წლის 8 მაისი - მიწისქვეშა მოქმედი და მშენებარე მომეტებული საფრთხის შემცველ
საწარმოო ობიექტების სამთო მაშველი სტრუქტურების მომსახურების გაუმჯობესების
პოლიტიკის საკითხებზე, შპს „მაშველი-2007“, დირექტორის ალექსანდრე კახიძის მოხსენება.
საკომიტეტო განხილვისას ყურადღება გამახვილდა, სამთო მაშველი სტრუქტურების გაუქმების
შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე და ცენტრალიზებული სამთო მაშველი სამსახურის შექმნის
აუცილებლობაზე.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები,
დარგის ექსპერტები,
სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
4.3.
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ზედამხედველობა
➢ 2019 წლის 26 სექტემბერი - „საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) ეროვნული
სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების ანგარიში;
ანგარიშის განხილვისას ყურადღება გამახვილდა, DCFTA-ს მნიშვნელობაზე საქართველოს
საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდის, ევროკავშირის ბაზარზე ახალი სოფლის მეურნეობის
ცოცხალი და გადამუშავებული პროდუქტების განთავსების წახალისების, საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების, ფინანსებზე ხელმწისაწვდომობის მიმართულიების განვითარების
მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე. ასევე, განხილულ იქნა კომუნიკაციების, მომსახურებით
ვაჭრობისა და საჯარო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები.
➢ 2019 წლის 26 სექტემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
ანგარიში:
„ტრანსპორტის
დარგში
განხორციელებულ
საქმიანობასთან
დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის
პირველი 6 თვის შესრულების შესახებ“
წარმოდგენილი
ანგარიში
ძირითადად
დაკავშირებით.
მნიშვნელოვან
მოიცავდა
კომპონენტს
ინფორმაციას
წარმოადგენდა
ევრო
საჰაერო
დირექტივებთან
ტრანსპორტი
და
ტრანზიტის საერთო პროცედურების კონვენციასთან მიერთების საკითხები.
28
➢ 2019 წლის 28 ოქტომბერი - „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების და ენერგეტიკის დარგში
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის 6
თვის ანგარიში“
ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ
ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა
და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის
ენერგეტიკის მიმართულებით.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
➢ დირექტივების შესრულების მდგომარეობა;
➢ ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი;
➢ ენერგეტიკული პოლიტიკა;
➢ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) მიერ გამოცემული ყოველწლიური
ანგარიში (2018 წ.წ.);
➢ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) მიერ გაცემულია რეკომენდაციები.
4.4.
კომიტეტის
მიერ
მიღებული
კანონპროექტების
შესრულებაზე
ზედამხვედველობა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად
კომიტეტმა განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში შემდეგი
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების ზედამხედველობა:
-
საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N4025-რს, 22.12.2018);
-
საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
-
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (N3213-რს, 20.07.2018);
საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N3570-Iს, 31.10.2018);
-
საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (N4547-IIს, 3.05.2019);
-
საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N2326-IIს, 4.05.2018);
-
საქართველოს კანონი ,,საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N4944-Iს, 17.09.2019);
-
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N5690-რს, 20.12.2019);
29
ზემოთ ხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების
კანონით დადგენილ ვადაში
უგზავნიდა
წერილებს
შესრულების უზრუნველსაყოფად კომიტეტი სისტემატურად
საქართველოს
მთავრობის
საპარლამენტო
მდივნის
სამსახურს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მარეგულირებელ
კომისიებს.
საანგარიშო პერიოდში, ზედამხედველობა გაეწია 7 კანონით განსაზღვრულ 16 დავალებას.
მათგან უმეტესობა კანონით დადგენილ ვადაში შესრულებულია (გამოცემულია: საქართველოს
მთავრობის დადგენილებები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებები,
მარეგულირებელი კომისიების დადგენილებები).
კომიტეტი დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემატურად
აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
4.5.
სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ
საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სამუშაო შეხვედრა - „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით - საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი
2019 წლის, 30 ნოემბერს - 1 დეკემბერს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში გაიმართა
შეხვედრა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტი
„საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ თანაორგანიზებით.
შეხვედრის
მიზანს
წარმოადგენდა,
კონკურენციის
კანონში
დაგეგმილი
ცვლილებების
დეტალური განხილვა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკის
რეგულირებად სექტორებში, კონცენტრაციების კონტროლი, პროცედურული ნორმები,
სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და ა.შ.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის,
ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო
ორგანიზაციების და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის
წევრებმა და კონკურენციის სფეროში წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა.
30
სამუშაო შეხვედრა - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის" სრულყოფასთან და მასში განსახორციელებლ საკანონმდებლო
ცვლილებებთან დაკავშირებით
2019 წლის 10-11 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების
პროექტის
(„საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
შეთანხმების
განხორციელების
მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით გაიმართა გასვლითი შეხვედრა - „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ საკანონმდებლო
ცვლილებებით სრულყოფის საკითხებზე.
სამუშაო შეხვერაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
საქართველოს სივრცის დაგეგმვა;
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები;
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაში
მონაწილეობადნენ:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები,
საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროების, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები,
აგრეთვე საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „არქიტექტურულსამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს“ წევრები.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან
დაკავშირებული საქართველოს კანონების პროექტების საკითხებზე
2019 წლის 1-2
თებერვალს, შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, "EU4Energy Governance" პროექტისა და
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით.
შეხვედრაზე
ყურადღება
გამახვილდა,
საქართველოს
ენერგეტიკულ
კანონმდებლობაში
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან
საქართველოს
შეერთებით
აღებული
ვალდებულებების
იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებებზე. ასევე, ენერგეტიკასა და ენერგოეფექტიანობასთან
დაკავშირებული კანონპროექტების ძირითად დებულებებზე, რაც მიზნად ისახავდა, საერთო
პოზიციების ჩამოყალიბებასა და დაინტერესებული მხარეების შეხედულებების შეჯამებას.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში ენერგეტიკისა და ენერგოეფექტიანობის რეფორმების
განვითარების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის ბაზარზე ახალი მოთამაშეების
შემოსვლის საკითხზე. ასევე, განიხილეს ენერგოეფექტიანობის ზომების მიღების საფუძველზე
წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები და სხვა აქტუალურ საკითხები.
31
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი - „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების
ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა
2019 წლის 17 დეკემბერს, კომიტეტის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის
მხარდაჭერით „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“
კანონპროექტები განხილულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPD) ფორმატში.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და შენობების
ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების პოლიტიკის შემუშავებისას, ევროკავშირის შესაბამის
დირექტივებთან (2012/27/EU და N2010/31/EU) საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების
პროცესში, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს,
საქართველოს ენერეგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიისა და
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები; მონაწილეების მხრიდან კანონპროექტთან
დაკავშირებით გამოთქმულ იქნა შენიშვნები და მოსაზრებები.
სამუშაო შეხვედრა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების
შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
2019 წლის 29 ოქტომბერს, გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა დემპინგის
შესწავლის ინიცირების საკითხზე, შესწავლის წესებზე, იმპორტის უმნიშვნელო მოცულობაზე,
მინიმალურ დემპინგურ ზღვარზე, საექსპორტო ფასის დადგენის, ადგილობრივი ინდუსტრიის
ზიანის
დადგენის
საკითხებზე,
სპეციალური
ანტიდემპინგური
ტარიფის
შემოღებაზე,
მოქმედების ვადებსა და სხვა საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მისაღებ კანონქვემდებარე აქტებზე. მიღწეულ იქნა შეთანხმება,
ანალოგიურ ფორმატში წარმოდგენილი აქტების განხილვის თაობაზე.
სამუშაო
შეხვედრაში
მონაწილეობა
მიიღეს
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს და ბიზნესის წარმომადგენლებმა, აგრეთვე არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზემოქმედების
შეფასების (RIA) შესახებ ტრენინგი
2019 წლის 15-16 ივლისს, USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა
გასვლითი შეხვედრა ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის რეგულირების
ზემოქმედების შეფასების (RIA) დოკუმენტთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განიხილეს, „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის ზოგადი
დებულებები, კანონის საჭიროებისა და გრძელვადიანი ზემოქმედების საკითხები. ყურადრება
გამახვილდა, კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივი გაზის
რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკებზე და გავლენაზე გაზის სექტორის მიმწოდებლებსა და
მომხმარებლებზე.
32
5. საზოგადოებასთან ურთიერთობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე
მოვლენების
შესახებ
საზოგადოების
ინფორმირებას,
ინფორმაციის
გაშუქების
მიზნით
თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენლებთან, ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის
დროულად განთავსებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ვებგვერდზე
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად განთავსდა ახალი დოკუმენტები (კომიტეტის სამოქმედო
გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები, კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული
პერიოდული ეკონომიკური მიმოხილვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და
კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული დეპუტატის საინფორმაციო ბარათები, კომიტეტის
მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის დოკუმენტები).
კომიტეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, რის საფუძველზეც კომიტეტისა
და კომიტეტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდებზე რეგულარულად თავსდება ინფორმაცია
მათი საქმიანობის შესახებ. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ორივე გვერდის მნახველთა
რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის დიდ ნაწილს
მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ, როგორც ოფიციალურ წყაროს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი უზრუნველყოფდა მნიშვნელოვანი საკითხების საკომიტეტო
განხილვებში დაინტერესებული პირებისა და საზოგადოების მონაწილეობას. კომიტეტი
აქტიურად იყენებდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატს, რითაც უზრუნველყოფილი
იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.
6. კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევა
6.1.
თემატური მოკვლევა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის
შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტმა 2019 წლის
17 ივნისს, დაიწყო თემატური მოკვლევა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის
შესახებ. კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი არჩეულ იქნა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ
მომხსენებლად.
თემატური მოკვლევის მიზანი იყო სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო
სამართლის კომერციული იურიდიული პირების (საწარმოების) მართვის ეფექტიანობის შესახებ
კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენა.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოქვეყნებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა
დაცვით, წარმოდგენილი იყო შემდეგი ორგანიზაციებისა და ექსპერტების დასაბუთებული
მოსაზრებები: მსოფლიო ბანკი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური,
დამოუკიდებელი
ექსპერტი
დავით
მაისურაძე,
დამოუკიდებელი ექსპერტის გიგლა მიქაუტაძე.
33
თემატური მოკვლევის დროს მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების შემდეგ
შემუშავებულ
იქნა
რეკომენდაციები.
მოკვლევის
ჯგუფის
რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოთა
აზრით,
წარმოდგენილი
მართვასთან დაკავშირებული
ხარვეზების აღმოფხვრას, აამაღლებს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობას, რაც თავის
მხრივ თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში და ქვეყნის მდგრად
ეკონომიკურ განვითარებაში.
თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
6.2.
თემატური მოკვლევა „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“
2019 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ
სხდომაზე შეიქმნა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომის
N293/15 გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდა „სატრანსპორტო საშუალებების
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის
ჯგუფი.
2019 წ. 4 ნოემბერს სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მოწვეულ ექსპერტთან ერთად გაიმართა
შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შემოსული პოზიციები
და არსებული გამოწვევები. მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება, შემუშავდა კითხვები და
დაიგეგმა პირველი ზეპირი მოსმენები საკითხზე მომუშავე სამთავრობო და კერძო სექტორებთან.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან: ააიპ „პარტნიორობა
საგზაო უსაფრთხოებისთვის“, მომხსენებელი: ირაკლი იზორია, ააიპ „ავტომობილების
ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია“,
მომხსენებელი: დავით მესხიშვილი, შპს „ჯეოველ
რისერჩ“, სს „გრინვეი საქართველო“.
აგრეთვე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან: საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სსიპ
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
ქალაქ თბილისის მერიის, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით.
თემატური მოკვლევის ჯგუფი 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დააზრულებს საქმიანობას.
34
7. მიღებული წერილები და განცხადებები
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
კომიტეტში შემოვიდა სულ 412 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა უწყებებიდან და
ორგანიზაციებიდან შემოსულია 313 წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 99 განცხადება.
აღნიშნული კორესპონდენცია შეეხებოდა, როგორც არსებულ კანონპროექტებში ცვლილებების
შეტანას და შენიშვნების გათვალისწინებას (93 განცხადება),
ისე სხვადასხვა პრობლემურ
საკითხს, მაგალითად, ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის
საკითხებს (34 განცხადება), ენერგეტიკის სფეროს საკითხებს (17 განცხადება), უკანონო
მშენებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების საკითხებს (20 განცხადება), ინფრასტრუქტურისა
და სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებს (14 განცხადება),
საკითხებს (13 განცხადება),
ლიცენზიებისა და ნებართვების
კომუნიკაციების სფეროს (10 განცხადება), გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას (10 განცხადება), ქონების მართვის (3
განცხადება) და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებს (3 განცხადება), პირად პრობლემებს (64
განცხადება) და სხვა. შემოსული წერილები და განცხადებები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა,
ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და კონსულტაციები.
2019 წლის განმავლობაში შემოსული 412 წერილიდან, 24 წერილი და განცხადება განხილვის
პროცესშია. აღნიშნული კორესპონდენციის ნაწილი გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში, ხოლო
ნაწილზე გაიმართა შეხვედრები.
განხილულია 388
წერილი და
განცხადება
სულ შემოვიდა 412
წერილი და განცხადება
განხილვის
პროცესშია 24
წერილი და
განცხადება
დაინტერესებული მხარეების პოზიციები-93
ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის
განვითარება -34
ენერგეტიკის სფერო - 17
93
131
34
უკანონო მშენებლობა და პროდუქტის
უსაფრთხოება -20
ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პოლიტიკა 14
ლიცენზიების და ნებართვების საკითხები - 13
კომუნიკაციების სფერო - 10
17
20
64
33 10 10 13
14
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულება -10
ქონების მართვის საკითხები - 3
სახემწიფო შესყიდვების სფერო - 3
35
8. საერთაშორისო თანამშრომლობა
8.1.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლა
2019 წლის 8-10 დეკემბერს, საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8
ყოველწლიურ სესიას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები” მასპინძლობდა.
საქართველოს დელეგაციის წევრი რომან კაკულია, თავმჯდომარეობდა ენერგეტიკული
უსაფრთხოების კომიტეტი სხდომას, სადაც მან წარადგინა რეზოლუცია „სოლიდარობა და
დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“. დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე წარმოადგენდა
ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის
შეხვედრის თანა-თავმჯდომარეს,
მონაწილეობდა ბიუროს სხდომაში და ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან
საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის სხდომაში.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების
კომიტეტის სხდომა:
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების
კომიტეტმა განიხილა და მიიღო ანგარიშის პროექტი, „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა, ეფექტურობის გაუმჯობესებისა
და ზრდის სტიმულირებისათვის“.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი სხდომა:
კომიტეტზე ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამეტნის
წევრებმა მიიღეს ანგარიშის პროექტი „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში,
პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“. აღნიშნული ანგარიში წარმოადგინა კომიტეტის
თანა-თავჯდომარემ რომან კაკულიამ და ევროპარლამეტის წევრმა რასა იუნკნევიჩიენმა.
ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის და
მოლდოვის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
წარმოადგინეს, იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ევროპის სახალხო პარტიის მიერ შემუშავებული
ინიციატივა
ტრიოს
პროცესი,
რომელიც
წარმოადგენს
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ასოცირებული სამი ქვეყნის ევროკავშირთან უფრო სწრაფი და სიღრმისეული სექტორულ
ინტეგრაციას მექანიზმს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს საგანგებო რეზოლუციას
თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეულის სტრატეგია 2030 წლისთვის“. საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლმა, რომან კაკულიამ ასოცირებული ქვეყნების
სამუშაო ჯგუფების მუშაობა შეაჯამა.
36
8.2.
შეხვედრები
✓ 2019 წლის 27 დეკემბერი -
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა
საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობასთან.
შეხვედრაზე
მხარეებმა
ისაუბრეს
რეგიონების
ეკონომიკური
განვითარებისა
და
კონკურენტუნარიანობის საკითხებზე, ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის განვითარების
მნიშვნელობაზე, დაიგეგმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მსოფლიო ბანკის
წარმომადგენლებთან შეხვედრა.
✓ 2019 წლის 4 ივნისი - კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა ამერიკის
სავაჭრო წარმომადგენლობის (United States Trade Representative) დელეგაციის წევრებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციების შესრულებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია მიმოიხილეს. საკითხი შეეხებოდა აღნიშნულ რეგულაციებთან
მიმართებაში, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარლამენტის მიერ გაწეულ
საქმიანობას.
შეხვედრის
დასასრულს
მხარეებმა
სამომავლო
თანამშრომლობის
პრიორიტეტები განსაზღვრეს და კომუნიკაციის საშუალებებზე შეთანხმდნენ.
✓ 2019 წლის 14 მარტი -
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა ირანის
ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე,
სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის
შესაძლებლობი.
✓ 2019 წლის 6 მარტი - კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან.
მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში
არსებულ საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის
პრიორიტეტები და ის ბიზნეს სფეროები, რომლებიც პერსპექტიულია თანამშრომლობისთვის.
ასევე, განიხილეს გერმანული ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხები.
✓ 2019 წლის 31 იანვარი -
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა
საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების იმ მოდელზე ისაუბრეს, რომლის
შექმნასაც კომიტეტი, საზოგადოების ფართო ჩართულობით გეგმავს.
მონაწილეობდა
ევროკავშირის
წარმომადგენლობის
პროექტების
შეხვედრაში, ასევე
განყოფილების
უფროსი ვინსენტ რეი.
37
✓ 2019 წლის 6 ნოემბერი - კომიტეტის წევრის, ნინო წილოსანის შეხვედრა აზიისა და წყნარი
ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული
თვინინგის პროგრამის მონაწილე უზბეკ ექსპერტთა ჯგუფთან. შეხვედრაზე ნინო წილოსანმა
უზბეკ ექსპერტებს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კუთხით საქართველოს
მიერ მიღწეული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრისას, დელეგაცია, რომელიც ძირითადად,
აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია სექტორის
ორგანიზაციების
წარმომადგენლებისგან
შედგებოდა,
ამ
პროცესში
პარლამენტის
ჩართულობით დაინტერესდა.
✓ 2019 წლის 21 ოქტომბერი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რევაზ არველაძის
შეხვედრა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ლინა სებაიტიენმასთან და
ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგიის
განახლებადი წყაროების შესახებ. განხილულ იქნა
ის ღონისძიებები, რაც ლიეტუვამ ამ
სფეროში არსებული სირთულეების აღმოსაფხვრელად გაატარა.
8.3.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საანგარიშო
პერიოდში
ორგანიზაციებთან,
კომიტეტი
გაიმართა
არა
აქტიურად
ერთი
თანამშრომლობდა
ღომისძიება
საერთაშორისო
საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ პროექტის,
ევროკავშირის პროექტის
განვითარების
"საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, გაეროს
პროგრამის
(UNDP),
ამერიკის
შეერთებული
შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების „დემოკრატიული მმართველობის
ინიციატივის”, (GGI) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით.
კომიტეტი,
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო
ინიციატივების
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამრშომლობით,
განხილვის
პროცესში,
უზრუნველყოფდა დაინტერესებული
მხარეების ჩართულობას.
38
9. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
„სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან
დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო”
საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანაა: საქართველოს ტერიტორიის სივრცის დაგეგმვისა და
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს ძირითადი პრინციპების შემუშავება და გაუმჯობესება;
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლება და სამართლებრივი
მოწესრიგება; საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ
არსებული მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; დარგის ინსტიტუციური გამართულობისათვის
რეკომენდაცია/წინადადების შეთავაზება/მომზადება; საკანონმდებლო ინიციატივებისა და
სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება; არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტების
ექსპერტიზა,
აღნიშნულთან
დაკავშირებით
კონსულტაციების
ჩატარება,
შესაბამისი
რეკომენდაციების გაცემა და სხვა.
საანგარიშო პერიოდში საბჭომ ჩაატარა 1 შეხვერდა - 2019 წლის 14 ივნისი, საბჭოს მეექვსე
სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურისა
და
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროების მიერ ქალაქ-გეგმარებითი დოკუმენტაციებისა და ნორმატიული აქტების
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა;
არქიტექტორების და მშენებელ-ინჟინერთა სერტიფიცირება (ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ვერსია);
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მომართვა,ა
უძრავი
ნივთების
სერტიფიცირებული
ექსპერტების
დაყოფა/გაერთიანებასთან დაკავშირებულ რეგულავიებზე.
აკრედიტებული
ინსპექტირების
ორგანოების
და
საქიანობის გაწევისას გამოვლენილი პრობლემები;
ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო
კომიტეტის, 2018 წლის 2 ოქტომბრის
ფუნქციონირებს
ენერგეტიკის
N 29 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,
პრობლემებთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
მომუშავე
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.
საბჭოს მიზანია, საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა,
ანალიზი, დარგში არსებული პრობლემების წარმოჩენა და კომიტეტისთვის რეკომენდაციების,
საკანონმდებლო ინიციატივებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება.
39