საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება „ქ. რუსთავში არსებული პრობლემების შესახებ“ კომიტეტის წევრის პაატა მხეიძის ინფორმაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-2354/20
10-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
გადაწყვეტილება
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 30 იანვარს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
46-ე მუხლის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის (ხელმძღვანელი ზაზა გაბუნია)
პირველი შეხვედრა გამართა. განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის
(N29 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი), რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველი კომიტეტის წევრის ბატონ პაატა მხეიძის ინფორმაცია „ქ. რუსთავში
არსებული პრობლემების შესახებ“.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის
შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის (ხელმძღვანელი ზაზა გაბუნია)
პირველი შეხვედრა, ქ. რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლისა და
მოგვარების მიზნით.
მომხსენებელი:
პაატა მხეიძე -საქართველოს პარლამენტის წევრი ქ. რუსთავის მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქიდან.
თანამომხსენებლები:
შოთა რეხვიაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ქვემო ქართლში
ირაკლი ტაბაღუა - ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერი
შეხვედრას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ:
1.
2.
3.
4.
პაატა მხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
კობა ლურსმანაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
მამუკა ჩიქოვანი - საქართველოს პარლამენტის წევრი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
5. ლევან გოგიჩაიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
6. მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასრუქტურის მინისტრის მოადგილე
7. ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე
8. გიორგი დუგლაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
9. ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილე
10. გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
11. ნუნუ მიცკევიჩი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის მოადგილე
12. გიორგი წოწკოლაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილე
13. მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი
მოადგილე
14. დავით დევიძე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
15. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი - ნიკა მუსერიძე
მოისმინეს და განიხილეს:
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, პაატა მხეიძის მოხსენება „ქალაქ
რუსთავის პრობლემების შესახებ“;
თანამოხსენებები: შოთა რეხვიაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული ქვემო
ქართლის რეგიონში;
ირაკლი ტაბაღუა - ქ. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერი
აღინიშნა, რომ ქ. რუსთავში, მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა უამრავი
პრობლემა, გამოწვევა და საჭიროებები, რომლებიც კომპლექსურ გადაწყვეტას
მოითხოვენ. ინტერუწყებრივ ფორმატში დეტალურად იქნა განხილული
პრობლემები, მოხდა საკითხების იდენტიფიცირება, გამოითქვა მოსაზრებები და
დაიგეგმა
მათი
მოგვარებისთვის
თანამშრომლობისა
და
საქმიანობის
კოორდინაციის გზები და რესურსები.
კომიტეტის წევრებმა და ინტერუწყებრივმა სამუშაო ჯგუფმა ცალკეულ
პრობლემებთან მიმართებით შეიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული პრობლემებისა და გადაწყვეტის
შესახებ კომიტეტმა წერილობით მიმართოს შესაბამის სამინისტროებს და
უწყებებს, ამასთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ზედამხედველობის წესით
პერიოდულად შეაფასოს შესრულების მიმდინარეობა, ხოლო 9 თვის შედეგებით
კვლავ დაუბრუნდეს შესრულების მდგომარეობის კონტროლის მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია