საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-3/407; 22.10.2019) განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2428/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2428/20 10-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/407; 22.10.2019). დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2423/20 10-02-2020 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/407; 22/10/2019). ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად განისაზღვრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ხოლო სავალდებულო წესით განმხილველ კომიტეტებად: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო წესით განმხილველ კომიტეტისათვის განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია 11.02.2020. გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ვადა საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დასამუშავებლად. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge