საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „ოდისეი დიმიტრიადის სახელობის ბერძნულ-პონტოური კვლევის კავშირი საქართველოში“-ს (დიმიტრი ჩიტლოვი) მიერ წარმოდგენილ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-21964/9; 22/11/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-2581/20
12-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ „ოდისეი დიმიტრიადის სახელობის ბერძნულ-პონტოური კვლევის კავშირი
საქართველოში“-ის (დიმიტრი ჩიტლოვი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-21964/19; 22.11.2019)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2020 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „ოდისეი დიმიტრიადის
სახელობის ბერძნულ-პონტოური კვლევის კავშირი საქართველოში“-ის (დიმიტრი ჩიტლოვი)
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის 13 პუნქტის რეგულირება არ უნდა გავრცელდეს არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიულ პირებზე. ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმის გავრცელება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე შესაძლებლობას აძლევს
ორგანიზაციების არაკეთილსინდისიერ ხელმძღვანელებს, არ შეასრულონ ორგანიზაციის
წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ისინი არაკეთილსინდისიერად არ
ატარებენ საანგარიშო-საარჩევნო კრებებს, რათა წლების მანძილზე დარჩნენ ხელმძღვანელ
თანამდებობაზე.
საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვისას გამოითქვა შემდეგი მოსაზრება:
საკანონმდებლო
წინადადების
გათვალისწინების
შემთხვევაში
ვერ
იქნება
უზრუნველყოფილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უწყვეტად
ფუნქციონირება, რაც პირველ რიგში, თავად იურიდიული პირის ინტერესებისთვის იქნება
საზიანო. მარეგისტრირებელ ორგანოს გაუჩნდება ვალდებულება ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში გამოიკვლიოს თითოეული რეგისტრირებული ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, ხოლო იმ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დროულად ვერ განაახლებს უფლებამოსილი პირის
მონაცემებს, დაადგინოს რეგისტრირებული სუბიექტის ხარვეზი. შედეგად, ხარვეზის
გამოსწორებამდე შეჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.
ამასთან, აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მარეგისტრირებელი
ორგანოსთვის.
ასევე, არ იქნა გაზიარებული საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრება
არასამეწარმეო იურიდიული პირის საწესდებო თავისუფლების გაზრდის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არასამეწარმეო
იურიდიული პირის დამფუძნებლებს/წევრებს ისედაც შეუძლიათ წესდებით მოაწესრიგონ
იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა და თავისუფლად განსაზღვრონ ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მმართველობის ფორმა, ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილებები და
ვალდებულებები, ასევე სათანადო სანქციები მათი დარღვევის შემთხვევაში და სხვა
შიდასტრუქტურული საკითხები. ამდენად, თუ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი (პირები) არღვევს წესდებას და არ ატარებს საანგარიშო-საარჩევნო
კრებებს, როგორც წესი, წესდების საფუძველზე თავად დამფუძნებლებს/წევრებს აქვთ კრების
მოწვევის და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ახალი
ხელმძღვანელის არჩევა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, თუ იურიდიული პირის
დამფუძნებელთა/წევრთა უმრავლესობის ნება არსებობს.
ამასთან აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი დამატებითი
მსჯელობის საგანი გახდება
სამეწარმეო კანონმდებლობის დაგეგმილი რეფორმის
ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ირაკლი მეზურნიშვილი