„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საკანონმდებლო
საქართველოს
მაცნე
პარლამენტის
(www.matsne.gov.ge),
რეგლამენტს
14.12.2018,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის ან 1751 მუხლი:
„1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა,
პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ
უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
პარლამენტი განიხილავს
ამ ანგარიშს
რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10
პუნქტებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს
სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ
სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისობის
უზრუნველყოფას
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტთან „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.
აღნიშნული
კანონპროექტით
ვალდებულება
საქართველოს
შეზღუდული
შესაძლებლობის
თავისუფლებების
გათვალისწინებულია
პარლამენტს
მქონე
რეალიზაციის,
საქართველოს
ყოველწლიურად
პირთა
მათ
წარუდგინოს
ძირითადი
შორის,
ანგარიში
უფლებებისა
სოციალურ
უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
მთავრობის
და
უფლებათა
იგივე კანონპროექტში
მითითებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის
თაობაზე.
ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის
სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
რეგლამენტის
პროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელება
აუცილებელია რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონის
პროექტთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება
175 მუხლი, რომელიც, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
1
საართველოს
კანონის
პროექტის
ვალდებულებას
წელიწადში
შეზღუდული
შესაძლებლობის
თავისუფლებების
შესაბამისად,
ერთხელ
მქონე
რეალიზაციის,
ადგენს
საქართველოს
მთავრობის
პარლამენტს
წარუდგიენოს
ანგარიში
პირთა
მათ
ძირითადი
შორის,
უფლებებისა
სოციალურ
და
უფლებათა
უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
იმავდროულად, რეგლამენტის პროექტის განსაზღვრავს აღნიშნული ანგარიშის
საქართველოს პარლამენტში განხილვის პროიცედურებს.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტით
შემოთავაზებული
რეგულაციის
ამოქმედება
გათვალისწინებულია 2021 წლის 1 იანვრიდან - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღიდან.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
როგორც
2020,
ასევე
კანონპროექტის ამოქმედებისა და შემდგომი 3 წლის განმავლობაში ხარჯების გამოყოფის
საჭიროება არ არსებობს.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება, როგორც 2020, ასევე კანონპროექტის ამოქმედებისა და
შემდგომი
3
წლის
განმავლობაში
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება როგორც 2020, ასევე კანონპროექტის ამოქმედებისა და
შემდგომი
3
წლის
განმავლობაში
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს როგორც 2020, ასევე
ამოქმედებისა და შემდგომი 3 წლის განმავლობაში
კანონპროექტის
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო
კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, დავით მათიკაშვილი, ცოტნე
ზურაბიანი.