საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-2732/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-2732/20 13-02-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის წერილობით ანგარიშს. დანართი: 22 ფურცელი; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისი 13 თებერვალი 2020 წ. სარჩევი I. რეზიუმე ............................................................................................................................................ 3 II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა................................................................................................. 4 III. საზედამხედველო უფლებამოსილება.................................................................................... 10 ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგილული დოუმენტბისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა ................................................................ 11 საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა ............................................................................................................................ 13 ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა ................................................................................. 13 IV. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია.............................................................................. 16 V. კომიტეტის წევრის კითხვა ......................................................................................................... 16 VI. ღია პარლამენტი ........................................................................................................................ 16 თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან........................................... 16 თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან .................................................................................. 17 VII. კომიტეტის აპარატი .................................................................................................................. 21 კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება ............................................ 21 გარე ექსპერტული დახმარება ........................................................................................................ 22 I. რეზიუმე წინამდებარე ანგარიში მოიცავს ინფომრაციას 2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის შესახებ. ანგარიშში ასახულია ინფორმაცია კომიტეტის სტრატეგიით და 2019 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღოინისძიებების შესახებ. წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, ასევე სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2019 წელს კომიტეტის ინიციატივით და მის მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები: ახალგაზრდობის სფერო • • • • შეიქმნა კომიტეტთან არსებული „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების“ სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს აღმასრულებელი, სამოქალაქო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გახორციელების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა რამდენიმე კვლევა და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები კომიტეტის საქმიანობა ციფრებში ჩატარებული სხდომა: 20 ანგარიშვალდებული ორგანოს მოსმენა: 3 შემუშავებული დასკვნები: 10 განხილული განცხადებები: 300-მდე მომზადებული რეკომენდაცია: 2 კომიტეტის წევრის კითხვა: 100-მდე შექმნილი სამუშაო ჯგუფი: 1 მომზადებული შეფასების ანგარიში: 6 ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათი პრიორიტეტების შესწავლის მიზნით, საქართველოს მასშტაბით (12 რეგიონში) ჩატარდა ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრები; ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით დაიწყო მუშაობა საპარლამენტო კონცეფციის პროექტზე სპორტის სფერო • „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენის შეფასების მიზნით მომზადდა: o რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) საბოლოო ანგარიში o გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ანგარიშის პროექტი • ქართულ სპორტში კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა კვლევა „საქართველო - კარგი მმართველობა სპორტულ ფედერაციებში“ და მომზადდა რეკომენდაციები • საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და მასზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის თავმჯდომარემ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. აღმასრულებელმა ხელისუფლება დაიწყო მუშაობა შესაბამისი სტრატეგიის პროექტის მომზადება. II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, კომიტეტის ამოცანებია ა) კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება; ბ) დაინტერესებულ სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. ახალგაზრდული სფერო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2019 წლის 21 მაისის სხდომის 1 გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიქმნა ,,სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების“ სამუშაო ჯგუფი2, რომლის შემადგენლობაში არიან 3: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაეროს სააგენტოების ჯგუფი: UNFPA, UNDP, UNICEF, UNIDO და ILO. სამუშაო ჯგუფის მიზანს საქართველოში ახალგაზრდობის გაძლიერება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად, სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა 2019 წლის განმავლობაში შესასრულებელი კონკრეტული ამოცანები და ჩაატარა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები: • ჩატარდა საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მართვისა და კოორდინაციის კვლევის (http://bit.do/fqaMU) • ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების შედარებითი ანალიზი (http://bit.do/fqaNr) • მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ.)“ შესრულების შეფასების ანგარიში (http://bit.do/fqaKF) 4 • ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების კვლევა: იმერეთის რეგიონის და თბილისის თვითმმართველობებში (http://bit.do/fqaMj), რომელიც მომზადდა ფრიდრიხ ებერთის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით; • პოლიტიკის მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა წევრი ქვეყნების მოწინავე საქართველოსთვის მისადაგებული ახალგაზრდული ინდექსის პროექტი (საერთაშორისო ახალგაზრდული ინდექსის გათვალისწინებით (Global Youth Index). დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მომზადება დაგემილია 2020 წლის I კვარტალში. • ზემოაღნიშნული კვლევების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შემდგომი რეაგირებისთვის, მომზადდა რეკომენდაციების პროექტი, რომელიც კომიტეტის მიერ 2020 წლის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება. კომიტეტის თავმჯდომარისგანკ არგულ ება: http://bit.do/fqaFS სამუშაოჯგუფისდებულ ება: http://bit.do/fqaFC 3 ჯგუფისწევრების შესახებ ინფომრაცია: http://bit.do/fqaGi 4 ეს აქ ტივობა დაკ ავშირებულ იაკომიტეტის საზედამხედველ ოუფლ ებამოსილ ებასთან 1 2 • საანგარიშო პერიოდში მუშაობა დაიწო საპარლამენტო კონცეფციის დოკუმენტზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტები. კონცეფციის მომზადების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „ახალგაზრდებისთვის“ და „ახალგაზრდებთან ერთად“, რაც გულისხმობს დოკუმენტის მომზადების პროცესში მათ უშუალო ჩართულობას და მონაწილეობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში (გორი, მარნეული, დუშეთი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი, თბილისი) ჩატარდა ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრები დიალოგის ფორმატში (იხილეთ https://bit.ly/2vaHZIv;). ინტერაქტიულ შეხვედრებს უძღვებოდნენ ახალგაზრდული საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლები და ახალგაზრდობის საკითხებში ექსპერტები. საკონსულტაციო შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობიდან 14-დან 18-წლის ჩათვლით ახალგაზრდების გამოკითხვა. გამოკითხვაში შედეგად შეგროვდა 1100-მდე რესპონდენტის პასუხი, რომელიც ასევე გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. • ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციის დოკუმენტის საბოლოო პროექტის მომზადება და მისი ინიცირება დაგეგმილია პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. კონცეფციის დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, მდგარდი განვითარების (SDG) მიზნებსა და გაეროს ახალგაზრდული სტრატეგიის 2030 პრიორიტეტულ მიმართულებებთან. სპორტის სფერო 2019 წლის ივნისში დაასრულა მუშაობა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA). აღნიშნული კვლევა (იხილეთ: https://bit.ly/2KJjeKj) ჩატარდა კომიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა მიზნად ისახავდა კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში მისი შესაძლო გავლენის შეფასებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდასა და არაგადამდები დაავადებების შემცირებაზე. • რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები, შესაბამისი სამსახურები და მოწვეული ექსპერტები. კვლევის ფარგლებში დამუშავდა სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერვიუები, ასევე მოხდა საერთაშორისო გამოცდილებისა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა. • კვლევის ფარგლებში გაკეთდა კანონპროექტის შესაძლო გავლენის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის აღსრულება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და ვერ მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში ჩართულობის ზრდის მიმართულებით. რეფორმის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია, აღსრულებადი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და საკითხისადმი სისტემური მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას. • რეგულირების ზეგავლენის შეფასების გათვალისწინებით, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები (https://urlzs.com/VSnsD), რომელიც გაეგზავნა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შემდგომი რეაგირების მიზნით. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში (RIA) და მასთან დაკავშირებული მასალები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/2KJjeKj საანგარიშო პერიოდში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, კომიტეტი მუშაობდა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის „გენდერული ზეგავლენის ანალიზზე“ (GIA). განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მომზადდა ანგარიშის პირველადი პროექტი, რომლის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება და საზოგადოებისთვის წარდგენა დაგეგმილია 2020 წლის 1-ელი კვარტალის განმავლობაში. ამასთან, ანგარიშის მიგნებების გათვალისწინებით, დაგეგმილია კომიტეტი მიერ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. 2019 წლის 14 თებერვალს კომიტეტში გაიმართა სხდომა, რომლის ფარგლებში მოსმენილი იყო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის „კარგი მმართველობის სტანდარტები საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“ ანგარიში (ანგარიშის სრული ვერსია: http://bit.do/fqbdD; ). კვლევის ფარგლებში შეფასდა საქართველოს 5 ეროვნული სპორტული ფედერაციის (მძლეოსნობა, ფეხბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, საწყლოსნო სპორტის სახეობათა) მიერ წინასწარ განსაზღვრული კარგი მმართველობის პრინციპებისა და კრიტერიუმების გამოყენება. შეფასება მოიცავდა კარგი მმართველობის 274 კრიტერიუმს, რომელიც დაყოფილია ოთხი მიმართულებით: 1) გამჭვირვალეობა; 2) დემოკრატიული პროცესები, 3) შიდა ანგარიშვალდებულება და კონტროლი, 4) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახეზეა სპორტში კარგი მმართველობის შემდგომი განვითარების აუცილებლობა. ამ მიზნით, კომიტეტმა 3 მაისს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს (რეკომენდაციის ტექსტი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/dimqI). ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით: • რეფორმების ინიცირების, კომიტეტის წარმომადგენლები აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტისა სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფის „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ საქმიანობაში. კომიტეტის სახელით, 2019 წლის მე-4 კვარტალში, სტრატეგიის პროექტში გასათვალისწინებელ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტმა მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები (https://urlzs.com/VSnsD). ასევე, აღსანიშნავია კომიტეტის ჩართულობა „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სპორტული ტურიზმის სტრატეგიის თემატური ჯგუფში, რომელმაც საანგარიშო პერიოდში გამართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. • ქართულ ეკონომიკაში ადგილობრივი სპორტული ინდუსტრიის წილისა და როლის შესწავლის მიზნით, კომიტეტმა შესაბამისი ინიციატივით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. აღნიშნული ითვალისწინებს ევროკავშირის შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარებას სპორტთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, აღრიცხვისა და დამუშავების სისტემის თაობაზე. 2020 წლის განმავლობაში საქსტატის უზრუნველყოფს ევროკავშირის ექპერტთა ჯგუფის ვიზიტის ორგანიზებისთვის (TAIEX-ის ფარგლებში) შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. • საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და მასზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის თავმჯდომარემ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაევალა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადება. ამ მიზნით სამინისტრომ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დაიქირავა უცხოური საერთაშორისო კომპანია, რომელმაც ჩაატარა შესაბამისი კვლევა და მოამზადა სტრატეგიის პროექტი. 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია სტრატეგიის პროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის. • ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის დანერგვის მიზნით კომიტეტმა მოიწვია და 7-8 მაისს უმასპინძლა სპორტის სამართლის საერთაშორისო ექპერტს - ლუსიენ ვალონეს (შვეიცარია), რომელმაც სემინარის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გააზიარა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სპორტულმა ჟურნალისტებმა და სხვა. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის (ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო) რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სემინარზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართულ სპორტში დავების განმხილველი სისტემის ჩამოყალიბება საჭიროებს შემდგომ ანალიზს და შესაბამისი ალტერნატივების შეფასებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული ნორმატიული აქტები (სულ 7 ნორმატიული აქტი, საიდანაც 6 - კანონის პროექტი) კანონპრექტი, რომელზეც კომიტეტი იყო წამყვანი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/310; 06.02.2019); განხილვის თარიღი: 12.03. 2019 კანონპროექტის არსი: მთავრობა აანალიზებს რა, სახელმწიფოს განვითარების საკითხებში ახალგაზრდობის მზარდი როლის მნიშვნელობას, საჭიროდ მიიჩნევს ჩამოაყალიბოს ახალი უწყება, რომლის კონტროლსაც განახორციელებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის აპარატი. ახალგაზრდობის სფეროზე პასუხისმგებელი უწყებების უწყებების (განათლების , მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტი დამის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ. ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ. ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“) შეერთებით, იქმნება სსიპ ,,ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო“. კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივას. სხდომის ოქმი: https://bit.ly/30Doqo3 კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტმა განიხილა სავალდებულო წესით: 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ თანდართულ კანონპროექტებთან ერთად (07-3/282; 13.02.2019); განხილვის თარიღი: 04.03. 2019 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან, რაც გულისხმობს ბავშვის დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან. იქმნება ახალი სერვისები, რომელიც მსხვერპლი ბავშვების დახმარებისთვის იქნება გათვალისწინებული. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად სხდომის ოქმი: https://bit.ly/2TISI7q; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას და მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/332; 24.04.2019) განხილვის თარიღი: 21.05. 2019 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ცვლილებებით, საგადასახადო კოდექსში 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით: „სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა აღარ განისაზღვრება მათი წლოვანებით და ძრავის მოცულობით“, გარდა ამ მუხლისა, ინიცირების ეტაპზე შემოთავაზებული იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 188-ე მუხლის მე-3 პუნქტს ემატება მე-31 მუხლი, რომლის მიხედვითაც სპორტული ავტომანქანებისათვის აქციზის გადასახადი განისაზღვრება ფიქსირებულად 100 ლარის ოდენობით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა მომზადებულად ჩათვალა, პლენარულ სხდომაზე (იხილეთ დასკვნა https://bit.ly/30HRKda) სხდომის ოქმი: https://bit.ly/2RbTXKw; 4. საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/331; 19.04.2019) განხილვის თარიღი: 21.05.2019 კანონპროექტის არსი: კანონპროექტის მიზანია, გააუმჯობესოს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობა და სტიმული მისცეს უკვე მიგრირებული ოჯახების უკან დაბრუნებას. წარმოდგენილმა ცვლილებებმა მმაღალმთიან რეგიონსი მცხოვრებ მოსახლეობას უნდა მისცეს საშუალება ადგილზე მიაღწიონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციას და არ დასჭირდეთ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სიკეთეების მიღების მიზნით ქალაქებში მიგრაცია. მიღებული გადაწყვეტილება: კომიტეტმა დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით (5 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას 4 წინააღმდეგი) (დასკვნა: https://bit.ly/38CkUx5) სხდომის ოქმი: https://bit.ly/36dtnVB; 5. საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" №4 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ განხილვის თარიღი: 24.09.2019 კანონპროექტის არსი: ,,ფინანსური პროტოკოლი“-თ გათვალისწინებული ვადა სამჯერ უკვე შეიცვალა და საქართველოს მთავრობამ მოითხოვა სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი წერილ- შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე (დასკვნა იხილეთ https://bit.ly/2NLHbk2) სხდომის ოქმი: https://bit.ly/2Rep48s 6. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/394;23.09.2019) განხილვის თარიღი: 30.09.2019 კანონპროექტის არსი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის: კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 11.0 მლნ ლარით არსებული მიღწევებიდან გამომდინარე, გასაცემი ფულადი ჯილდოების დასაფინანსებლად და შეადგენს 32.2 მლნ ლარს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/30DpsAr 7. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად განხილვის თარიღი: 08.10.2019 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციები, მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. 2019 წლის 7 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% შეადგენა. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.2020 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ასე დაიგეგმა: რეალური ეკონომიკური ზრდა - 5.0%; მიზნობრივი ინფლაცია - 3.0% ნომინალური მშპ - 48.5 მილიარდი ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 040.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 11 035.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 10 320.0 მლნ ლარი (მშპ-ს 21.3%); კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დასაბუთებული მოთხოვნების და ზემოაღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი იყოს 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების სრულფასოვნად განხორციელება. სხდომის ოქმი: https://bit.ly/36dtMr5; III. საზედამხედველო უფლებამოსილება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიაონბის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგილული დოუმენტბისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა; ბ) საერთასორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა გ) ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა. საზედამხედველო საქმიაობის ღონისძიებების ჩატარება: ნაიწლში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი  მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრუდლი პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის 2015-2020 წწ.) შესრულების შეფასების ანგარიშის მოსმენა;  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა  სახელმიწო ბიჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების მოსმენა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა  სპორტული ფედერაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე მოსმენა ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგილული დოუმენტბისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ (№07-2/388,03.09.2019) ნდობის გამოცხადების საკითხი სხდომის ჩატარების თარიღი: 04.09.2019 მოისმინეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მოხსენება და ინფორმაცია „,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ს (დასკვნა იხილეთ https://bit.ly/2Ry69UW;) სხდომის ოქმი: https://bit.ly/30HSu1W; 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა მოსმენის თარიღი: 21.05.2019 საკითხის არსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შემქმნას ერთხმად დაუჭირა მხარი. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2NMDcU3 3. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 23.04.2019 განხილული საკითხი: ფედერაციის მიღწევები, დაგეგმილი აქტივობები და არსებული გამოწვევები; კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და გამოხატა მზადყოფნა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, შეიტანოს წვლილი ფიგურული ციგურაობის განვითარების საქმეში. სხდომის ოქმი: https://bit.ly/30Dj6B4 4. “საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის 2015-2020“ შესრულების შეფასების ანგარიშების მოსმენა მოსმენის თარიღი: 07.11.2019 საკითხის არსი: კომიტეტთან არსებული ,,სახელმწიფო ახალგაზრდული მონიტორინგის და განვითარების“ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადდა პოლიტიკის ,,საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ.) შესრულების შეფასების ანგარიში, რომელის ასევე მოიცავს რეკომენდაციების ნაწილს, ახალგაზრდული პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების მიმართ. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მიიღო გადაწყევტილება დოკუმენტის შეფასების ანგარიშის საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებების მიმართ. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2tNblwb; 5. 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის და დაგეგმილი პრიორიტეტების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა განხილვის თარიღი: 19.12.2019 ინფორმაციის არსი: მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო ახალგაზრდული სფეროს რეფორმის პროცესი, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის გაერთიანების საფუძველზე ახალგაზრდობის სააგენტოს ჩამოყალიბებით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს წარმატებით დასრულდა რეფორმის პირველი ნაწილი. სტრუქტურული ცვლილებების გარდა, რეფორმით ასევე განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით მუშაობა:1. ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის საკოორდინაციო მექანიზმების განვითარება; 2. ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება; 3. ახალგაზრდების მონაწილეობის და შესაძლებლობების განვითარება; ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეფორმის მეორე ნაწილის განხორციელება რაც გულისხმობს რეფორმით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და დოკუმენტების მომზადებას. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/37oYKOi; 6. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა მოსმენის თარიღი: 05.12.2019 მოსმენის არსი: უნივერსიტეტი სპორტის სფეროში არის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი. მისი ცნობადობა თანდათან იზრდება. ამის ნათელი დასტურია წლიდან-წლამდე აბიტურიენტთა რიცხოვნობის ზრდა და თუ გადავხედავთ სტუდენტთა დინამიკას წლების მიხედვით, ჩანს რომ, თუ 2014-2015 სასწავლო წლებში უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობდა 53 სტუდენტი, 2019-2020 წლებისთვის მათი რიცხვი გაიზარდა 223-მდე. აგრეთვე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი მომდევნო 6 წლის განმავლობაში გეგმავს ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, რაც თავისთავად გაზრდის პირველკურსელ სტუდენტთა რაოდენობას მომდევნო წლებში და სავარაუდოდ 2025-2026 სასწავლო წლებში, მათი რიცხვი გაიზრდება 500 სტუდენტამდე. პარალელურად, სტუდენტთა რიცხოვნობის მატებასთან ერთად, იზრდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რიცხოვნობაც, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს შეადგენდა 37-ს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში კი 208-ს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის შტატშია მხოლოდ 55 ადამიანი (ძირითადად ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი), დანარჩენი 153 კი შტატგარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ უნივერსიტეტში მომუშავე ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი არის შტატგარეშე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2GhmM1X საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ საკითხის არსი: ანგარიში მოიცავს სამინისტროს კომპეტენცია მიკუთვნებულ ყველა მიმართულებას: კერძოდ სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და სპორტს. კომიტეტმა მოისმინა ინფომრაცია ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებების (1. თანამშრომლობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში 2. განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა) განხორციელების შესახებ ინფორმაცია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2vaoEXV; ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-8476/19; 30.04.2019) მოსმენის თარიღი: 07.05.2019 1. ანგარიშის არსი: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან ათვისებულ იქნა ჯამში 396,9 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 98,2%, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში შესრულება არის 26.3%. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2troE5z; 2. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/352; 24.05.2019) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (1-10003/19; 20.05.2019) მოსმენის თარიღი: 04.06.2019 ანგარიშების არსი: დოკუმენტი მოიცავს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემებსა და ცალკეული დაწესებულებების მხრიდან თანხების ათვისების პროცენტული მაჩვენებლებს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის მიერ გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები წარმოდგენილი ანგარიშის თაობაზე (ვრცლად იხილეთ კომიტეტის დასკვნა https://bit.ly/37gbruK; ) სხდომის ოქმი: https://bit.ly/2RdrNPr; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (072/356;31.05.19) მოსმენის თარიღი: 10.06.2019 საკითხის არსი: ინფორმაცია 2020-2023 წლებისათვის საქართველოს მთავრობის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/36a1MEZ; 4. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ სხდომის ჩატარების თარიღი: 30.09.2019 ანგარიშის არსი: უწყებების მიხედვით, შესრულება 98.6% - 6 თვეში, 8 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 8 მილიარდ 75 მილ. ლარს, რაც 9 თვეში დაგეგმილ მაჩვენებლის 85.6%-ია და წლიურად დაგეგმილი მაჩვენებლის 61.7%. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შესრულების ჯამური რაოდენობა პირველ 6 თვეში იყო 799,3 მილ. ლარი, 8 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 1 მილიარდ 53,8 მილ. ლარს, რაც 9 თვის 92,9% ხოლო წლიური გეგმის 69,8%-ია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში (დასკვნა იხილეთ ვრცლად https://bit.ly/2GbKGfi სხდომის ოქმი: https://bit.ly/2O1tWvJ 5. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/394;23.09.2019) სხდომის ჩატარების თარიღი: 30.09.2019 საკითხის არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციები, მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. 2019 წლის 7 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% შეადგენა. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.2020 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ასე დაიგეგმა: რეალური ეკონომიკური ზრდა - 5.0%; მიზნობრივი ინფლაცია - 3.0% ნომინალური მშპ - 48.5 მილიარდი ლარი; გადაწყვიტეს: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. (დასკვნა იხილეთ ვრცლად https://bit.ly/2RzssK1 6. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანდართულ მასალებთან ერთად განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 08.10.2019 საკითხის არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციები, მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. 2019 წლის 7 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% შეადგენა. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დასაბუთებული მოთხოვნების და ზემოაღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი იყოს 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების სრულფასოვნად განხორციელება. (დასკვნა იხილეთ ვრცლად https://bit.ly/2sIkFB2; სხდომის ოქმი: https://bit.ly/2ufCZ4Z 7. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების“ 9 თვის მიმოხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 21.11.2019 ანგარიშის არსი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის 2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1 134 191.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 1 160 783.5 ათასი ლარი, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 52 494.0 ათასი ლარით მეტია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 89.66%, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 10.17%, ხოლო „ვალდებულებების კლების“ მუხლით - 0.17%. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში (დასკვნა იხილეთ https://bit.ly/2GcGFqZ;) სხდომის ოქმი: https://bit.ly/30TtgxE IV. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 300-მდე განცხადება. ყველა მათგანი იქნა შესწავლილი კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის უწყებებს. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს. V. კომიტეტის წევრის კითხვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების მიერ გაგზავნილ იქნა 100-ზე მეტი კითხვა. ძირითადად ინფორმაცია გამოთხოვილი მოხდა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენისა (RIA) და გენდერული გავლენის (GIA) შეფასებაზე მუშაობის პროცესში შემდეგი ანგარიშვალდებული უწყებიდან: საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის; რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და იუსტიციის სამინისტროებიდან; სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროებიდან და სხვა. სადეპუტატო კითხვები ეხებოდა სასპორტო განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის, სპორტის სფეროში მოღვაწეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების და დარგობრივი მიმართულებებით არსებულ მდგომარეობას. ვრცლად: https://bit.ly/2umNrYE VI. ღია პარლამენტი თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან 16 აპრილი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ დირექტორ, აფშან ხანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა და ახალგაზრდულ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვრცლად: https://bit.ly/37hM4Jm 17 ივნისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელთან, ფელიქს ჰეტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სტუმარს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს და უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრი, ირინა ფრუიძე დაესწრო. ვრცლად: https://bit.ly/2v4yQ4d 18 ივნისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი მომზადდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დოკუმენტზე იმუშავა ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და პარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა. ვრცლად: https://bit.ly/2tD6duu 15 ივლისი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი და ირინე ფრუიძე ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტს, მაქსიმილიან ფრასს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე. ვრცლად: https://bit.ly/2tyndC8 25 ივლისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ირინე ფრუიძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან, გაეროს სააგენტოებისა და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ვრცლად: https://bit.ly/2G9HBwm 18 დეკემბერი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდების მიერ აზარტულ თამაშებში ჩართულობის პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს და საქართველოს საპატრიარქოს ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს ერთობლივი მოქმედებები, რომლის ორგანიზებაში და განხორციელებაში სამომავლოდ მონაწილეობას კომიტეტის თავმჯდომარეც მიიღებს. ვრცლად: https://bit.ly/37fuPrQ; თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან 7 თებერვალი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირების მოგვარების გზებზე იმსჯელეს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს. ვრცლად: https://bit.ly/30DpuYS 11 მარტი, 2019. ქ. თბილისი. სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის ასპექტები და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროქტი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის სააგენტოს“ შექმნას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და პოზიციები გამოთქვეს და ახალგაზრდობის საკითხებზე რეფორმის დაწყების იდეას მიესალმნენ. ვრცლად: https://bit.ly/38pWrL5 13 მარტი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, დავით მჭედლიშვილს, ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გელაშვილს, გამგეობის წევრ ალექსანდრე ლომაძეს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხმალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საავტომობილო სპორტის ხელშეწყობის საკითხები მიმოიხილეს და მისი განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ვრცლად: https://bit.ly/2RzOtZ7 14 მარტი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გააცნო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამომავლო გეგმები, ხედვები ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში და მიმდინარე საქმიანობა. ვრცლად: https://bit.ly/37kegva 29 მარტი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე კომიტეტის ძირითად პრიორიტეტებზე, კონსტიტუციის და რეგლამენტის ახალი რედაქციის მიხედვით, თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის საზედამხედველო ფუნქციების საკითხებზე ისაუბრა. ვრცლად: https://bit.ly/30COi3p 29 მარტი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე საავტომობილო სპორტისათვის იმპორტირებული სარბოლო ავტომობილების სპეციალურ საბაჟო რეჟიმში გადაყვანის საკითხი განიხილეს, რაც ავტოპარკის განახლებას და სპორტის ამ სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვრცლად: https://bit.ly/2TToHlx 15 აპრილი, 2019. ქ. თბილისი. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა და კანონპროექტისა და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური და სპორტული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვრცლად: https://bit.ly/37fkZ9B 23 აპრილი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა საპილოტე პროექტის - „ახალი სკოლის მოდელი“ 15 სკოლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა, პროგრამის განხილვისას, საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. ვრცლად: https://bit.ly/2RcRj7r 6 მაისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის წევრთან, თენგიზ ხუბულურთან ერთად, ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საფეხბურთო აკადემიის თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. ვრცლად:https://bit.ly/2THQlSf 7 მაისი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სპორტის სამართლის სპეციალისტს, შვეიცარიის ფეხბურთელთა ასოციაციის (SAFP) პრეზიდენტს, ლუსიენ ვალონეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სპორტის სამართლის საკითხებზე, მათ შორის, სპორტული არბიტრაჟის სისტემაზე. ვრცლად: https://bit.ly/2TBjdeW 8 მაისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი თემაზე „საარბიტრაჟო სისტემის განვითარება ქართულ სპორტში: რეალობა და შემდეგი ნაბიჯები“. სემინარში, კანონმდებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტი შვეიცარიიდან, სპორტის სამართლის სპეციალისტი და შვეიცარიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ლუსიენ ვალონე, ვრცლად: https://bit.ly/2sHXoPF 14 მაისი, 2019. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გასამართად მასპინძელი ქალაქის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით მყოფ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (ფიბას) დელეგაციის წევრებს ლუბომირ მანდიჩს, მონიკა პუხნერს და საკის კონტოსს შეხვდა. სტუმრები ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხს დეტალურად გაეცნენ. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს შეტანილი აქვს განაცხადი, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს. ვრცლად: https://bit.ly/30CFBG8 24 მაისი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ჩხობაძე და სამმართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქ. თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობას გაეცნენ. ვრცლად: https://bit.ly/2TPiKWm 24 მაისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მემორანდუმის თაობაზე, რომელიც ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ასოციაციამ ახალგაზრდობის ცენტრთან, სპორტის უნივერსიტეტთან და განათლების სამინისტროსთან გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ახალი სკოლის მოდელი" ფარგლებში სპორტული კომპონენტის შემოტანას, სკოლებში ფიზიკური აღზრდის და სპორტის სწავლებას. ვრცლად: https://bit.ly/38x6yhr 24 მაისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე, მოწვეული ექსპერტები. შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე ფრუიძემ სამუშაო ჯგუფის მიზნებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის გაძლიერებას გულისხმობს. ვრცლად: https://bit.ly/3atAIDZ 29 მაისი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი, საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელისო მურვანიძე და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობას გაეცნენ. ვრცლად: https://bit.ly/2Gc4UWm 14 ივნისი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი და კომიტეტის წევრი, ირაკლი აბუსერიძე პოლონეთის არაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას დაუერმანს და კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტის განვითარების კუთხით ორმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობები განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ვრცლად: https://bit.ly/2G8jWfy 18 ივლისი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვრცლად: https://bit.ly/2RbpJr2 19 ივლისი, 2019. ქ. თბილისი. ვრცლად: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ვრცლად: https://bit.ly/2NJdyzu 2 სექტემბერი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდა მოჭიდავის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ლანჩხუთიჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ. ვრცლად: https://bit.ly/37chOPO 7 ოქტომბერი, 2019. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისის N131 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ღია გაკვეთილი) დაესწრო. დეპუტატმა ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აღზრდის მნიშვნელობაზე. ვრცლად: https://bit.ly/3awie5C 10 ოქტომბერი, 2019. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირინა ფრუიძემ გახსნა. შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიმოიხილეს კონცეფციის შემუშავების მეთოდოლოგიები და თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ვრცლად: https://bit.ly/2Rzut96; VII. კომიტეტის აპარატი კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა თავისი ორგანიზაციული შესაძლებლობების ამაღლების მიზნით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი საპარლამენტო პროექტის ფარგლებში, დანერგა სამოქმედო გეგმების შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ანგარიშგების სისტემა. კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს პარლამენტის ტრენერთა განვითარების პროგრამა (TOT), რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებისათვის თემაზე: ,,სტრატეგიული დაგეგმარება საქართველოს პარლამენტში: კომიტეტების სამოქმედო გეგმების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა და ანგარიშგება. პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის გეგმა 2019-2020“, მასში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 3-მა თანამშრომელმა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის მიერ, ჩატარდა ტრენინგი ,,ბიუჯეტის ანალიზის საფუძვლები და შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირებაზე“, მასში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 3-მა თანამშრომელმა; მიმდინარე წლის 1-17 ოქტომბერს, აპარატის ორი თანამშრომელი დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ორგანიზებულ სასწავლო კურსს სახელწოდებით: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“; ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკოორდინაციო მექანიზმების შემუშავების მიზნით, ა.წ. 10-12 ნოემბერს სსიპ. ,,ახალგაზრდობის სააგენტო“-ს ინიციატივით, გაიმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა, სამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილული იყო კოორდინაციის მექანიზმების ადგილობრივი და საერთაშორისო მოდელები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 1-მა თანამშრომელმა. მიმდინარე წლის 12-დან 18 ნოემბერის ჩათვლით, ჩვენი კომიტეტის პატრონაჟით, ქ. ბორჯომში ჩატარდა მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მე-2 საერთაშორისო დონის კურსები, ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ აპარატის სამი თანამშრომელი და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორი გოგონები. საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგები: 1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისას კომუნიკაციის და ქცევის ეტიკეტი’’. მონაწილეობა მიიღო 5-მა თანამშრომელმა; 2. ,,ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ“ და ,,პარლამენტის ღიაობისა და გამჭირვალობის სტანდარტი“, რომლებიც ჩატარდა ,,საერთაშორის გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ (დაესწრო აპარატის 2 თანამშრომელი); 3. ,, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციების მექანიზმები“, რომელიც ჩატარდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (დაესწრო აპარატის 2 თანამშრომელი); 4. პარლამენტის სტაჟიორთა მენტორების ტრენინგი სასწავლო ცენტრში შემდეგ საკითხებზე: • ზოგადად მენტორის როლის განხილვა მენტორის და სტაჟიორის ურთიერთობა, კომუნიკაცია; • მოტივაცია; • ორგანიზაციული კულტურა და სტაჟიორის და მენტორის ურთიერთობა, როგორც ამ • ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი ნაწილი; უკუკავშირის მიცემის ტექნიკები; • სამოქმედო გეგმის ნიმუშის განხილვა; • შეფასება/ ანგარიშგება (დაესწრო აპარატის 1 თანამშრომელი) 5. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის, გაეროს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის საპარლამენტო პროგრამის მე-3 ფაზის ფარგლებში, ტრენინგები შეეხებოდა პარლამენტის ორ ახალ საზედამხედველო ინსტრუმენტს: ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (რეგლამენტის 38-ე მუხლი) და თემატური მოკვლევა (რეგლამენტის 155-ე მუხლი). მასში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 2-მა თანამშრომელმა; გარე ექსპერტული დახმარება კომიტეტის მიერ გამოყენებული იქნა შემდეგი ექსპერტული დახმარება: 1. საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და საქართველოში გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით განხორციელდა ,,საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ)“ განხორციელების შეფასება, რისთვისაც ჩატარდება საქართველოში არსებული პრაქტიკების კვლევა ცენტრალურ, ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. ამ მიზნით გაეროს ორგანიზაციათა დახმარებით მოხდა, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტის მომსახურების შესყიდვა (საერთაშორისო ექსპერტი - მაქსიმილიან ფრასი, ქართველი ექსპერტი - ნინა გოგოლაძე). ქართველი ექპერტის მიერ განხორციელდა სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება, ხოლო უცხოელი ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები დედაქალაქსა და რეგიონებში (ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, რუსთავი, მარნეული) ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებსა და საკითხზე მომუშავე ექსპერტ-მკვლევარებთან. 2. მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერტი, სპორტის სამართლის სპეციალისტი ლუსიენ ვალონე (შვეიცარია), რომელიც კონსულტაციას უწევს კომიტეტს სპორტში საარბიტრაჟო სისტემის დანერგვის პროცესში.