საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-2760/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2760/20 14-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გიგზავნით, ანგარიშს საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. დანართი: 46 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2019 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში თბილისი 2020 შინაარსი 1. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმართულებები და ზოგადი სტატისტიკა...................................................................................................................................4 2. კომისიები და სამუშაო ჯგუფები..................................................................................6 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა.................................................................................7 4. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა.............................................14 4.1. საბიუჯეტო საქმიანობა................................................................................................14 5. საზედამხედველო უფლებამოსილება სპეციალური (თემატური) ანგარიშები...................................................................................................................................20 5.1. საბიუჯეტო კონტროლი..............................................................................................20 5.2. სხვა საკონტროლო საქმიანობა...................................................................................22 5.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შემსწავლელი კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობა .....................................................................................24 5.4. მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა.........................................................................................................27 6. კომიტეტის სხვა საქმიანობა.........................................................................................28 7. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.............................................37 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 2 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა ფარგლებში. საანგარიშო ძირითადი პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, შეთანხმებებსა და კონვენციებზე მუშაობა, მოქალაქეთა წერილებზე რეაგირება, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ოპერატიული კონტროლი და კომიტეტის სპეციფიკიდან გამოდინარე სხვა მიმართულებები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის განმავლობაში ჩაატარა 34 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 170 საკითხი. მათ შორის, 105 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო კომიტეტის მიერ მოსმენილი ორგანოების 20 სხვადასხვა იქნა 65 საკითხზე - სავალდებულო. პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული სახის ანგარიში, განხილული იქნა 5 საბიუჯეტო განაცხადი. (დიაგრამა N1) კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილული იქნა 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, რომელთა უმეტესობაში კომიტეტი იყო წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 43 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე, სავალდებულო - 6-ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სესხის მიღების პირობები და პროცენტები, გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 3 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2019 წელს განხილული საკითხები დიაგრამა N1 ანგარიში, 20 ხელშეკრულება, 49 საბიუჯეტო განაცხადი , 5 საკანონმდებლო წინადადება , 6 სხვა, 10 კანონპროექტები , 78 კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე განხილულ საკითხებზე უმეტეს შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია პასუხისმგებელი (იხ. დიაგრამა N2) და წამყვანი დიაგრამა N2 2017-2019 წლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილულ საკითხებში კომიტეტის სტატუსი პროცენტებში 60 62 66 წამყვანი სავალდებულო 40 2017 34 2018 38 2019 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 4 2017-2019 წლების განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილული საკითხების რაოდენობის მიხედვით მზარდი დინამიკა ჩანს. (იხ. დიაგრამა N3) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილული საკითხების რაოდენობა 2017-2019 წ.წ. დიაგრამა N3 170 148 149 2017 2018 2019 განხილული საკითხები 2019 წელს კომიტეტში შემოვიდა სულ 514 წერილი და განცხადება მოქალაქეებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებზეც მოხდა სათანადო რეაგირება. 2019 წელს ჩატარებული საკომიტეტო სხდომების რაოდენობა თვეების მიხედით 2017-2018 წლებს ჩატარებულ სხდომებთან შედარებით შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. დიაგრამა N4). 2019 წელს გამართული საკომიტეტო სხდომების რაოდენობა 20172018 წლებში გამართულ სხდომების რაოდენობასთან შედარებით დიაგრამა N4 დეკემბერი ნოემბერი ოქტომბერი სექტემბერი აგვისტო ივლისი ივნისი მაისი აპრილი მარტი თებერვალი იანვარი 2019 2018 2017 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 5 კომისიები და სამუშაო ჯგუფები 2019 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ორჯერ უზრუნველყო ანგარიშგების გარე აუდიტის საპენსიო სააგენტოს ფინანსური განსახორციელებლად კომიტეტის მიერ პარლამენტისთვის 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის N4309 დადგენილებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგად გამოვლენილი იქნა საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორი, რომელიც შეასრულებდა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების გარე აუდიტს, კერძოდ: აპრილის თვეში საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად გამოავლინა გამარჯვებული აუდიტორული ფირმა რომელიც განახორციელებს საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტს, – შპს „იუაი“ („Ernst & Young Global Limited“). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის N5187 დადგენილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შერჩევის მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოავლინა და პარლამენტს - საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტის განმახორციელებლად წარუდგინა შპს „KPMG Georgia”. კომისიის მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც მიღებული იქნა პარლამენტის სესიაზე • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად მსოფლიოს ოთხი ყველაზე დიდი აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უზრუნველყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის შექმნისთვის პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება, კომისიის ფუნქციონირება, მსოფლიოს ოთხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 6 ყველაზე დიდი აუდიტორული კომპანიის მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით ("KPMG", "Deloitte Touche Tohmatsu", "Ernst & Young", "PriceWaterhouseCoopers") კონკურსის ჩატარება და 2019 წლის მარტის თვეში კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა გამარჯვებული აუდიტორული ფირმა შპს „დელოიტი და ტუში“ რომელიც 2 წლის განმავლობაში ჩაატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს. კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის სესიაზე. • საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უზრუნველყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შემსწავლელი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის შექმნა, კომიტეტმა უზრუნველყო ჯგუფის დაკომპლექტება კომიტეტის წევრებით. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს პირველად, წერილობით მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების შესახებ. კანონშემოქმედებითი საქმიანობა • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონდებლო საკითხების წინასწარ მომზადების კუთხით განხორციელდა შემდეგი საქმიანობა: აღსანიშნავია ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელობის მქონე კანოპროექტები: • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი პროექტები კანონპროექტი შემუშავდა უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად მიღებული გამოცდილების შესაბამისად. კანონპროექტში საუბარია საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, ეროვნული ბანკის მიერ ადრეულ რეაგირებას და ბანკის გაჯანსაღებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დანახარჯებით. რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 7 მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება. რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე • „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“. კანონი აწესრიგებს დერივატივის დადების, ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების საკითხებს. აგრეთვე, რეგულირდება საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარებასთან, ურთიერთგაქვითვასთან, ფინანსური გირავნობისა და დერივატივის დადებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის მიღება განპირობებულია საქართველოში ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობით. ასევე, კანონის მიღება ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებას. ამ ეტაპზე დერივატივების ბაზარი საქართველოში არ არის სათანადო დონეზე განვითარებული, თუმცა მისი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობები უკვე არსებობს. შესაბამისად ფინანსურ ბაზრებზე ასეთი ინსტრუმენტის გამოყენების მიმართ მოთხოვნაც იზრდება. • „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი კანონპროექტით დადგინდა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობისა და მისი სახელმწიფო რეგულირების ნორმები, მომხმარებლის დეფინიცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მზღვეველის ვალდებულებების ჩარჩო და სამსახურის კომპეტენციის ფარგლები; ახლებურად ჩამოყალიბდა სადაზღვეო ბროკერის ცნება; განიმარტა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის არსი, გაფართოვდა ,,ადმინისტრატორი“–ს ცნება, განისაზღვრა ტერმინი „მომხმარებელი“; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 8 დადგინდა მზღვეველი ორგანიზაციის ბიზნეს ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შიდა პოლიტიკისა და პროცედურების დამტკიცების და მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე მათი დაცვის უზრუნველყოფასა და შესრულებაში მზღვეველის მაღალი დონის მენეჯმენტის ჩართულობის ვალდებულება; მკაფიოდ განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება, რომ საშუამავლო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით; მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განისაზღვრა, რომ დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად დაზღვევის შუამავლისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები მზღვეველისთვის გადახდილად ითვლება მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ხოლო დაზღვევის შუამავლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ; დადგინდა სადაზღვევო მომხმარებლისათვის ბროკერის სავალდებულო მიერ საქმიანობის ინფორმაციის განხორციელებისას მიწოდების ვალდებულება, ინფორმაციის მინიმალური მოცულობა და მისი მიწოდების ფორმა (წერილობითი, ელექტრონული საშუალებები); პროექტით დგინდება, ორგანიზაციის რომ მზღვეველი (ასევე ფილიალი/წარმომადგენლობა) უცხო ქვეყნის ვალდებულია სადაზღვევო გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით; კანონით ასევე განისაზღვრა რომ, სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძვლებად განისაზღვრება კაპიტალის/საგარანტიო ფონდის და მისი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობა; პროექტით გათვალისწინებულია ბროკერის ვალდებულება ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან სრულყოფილი მომდევნო ზედამხედველობის წლის 15 აპრილამდე მიზნით, მისი დაზღვევის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; განისაზღვრება შემთხვევები/გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს სანქციები და მათი გამოყენების თანმიმდევრობა, მათ შორის ფინანსური სანქციებიც; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 9 • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სისტემაზე მიმართული ფინანსური რესურსების ზრდის მიზნით შემუშავებული და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, ხოლო 2022 წლისთვის გათვალისწინებულია, რომ განათლების სისტემის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმის წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები. საკომიტეტო განხილვების დროს მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონპროექტი და სრულად იქნა გაზიარებული ავტორების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინადადება, რომ მკაფიოდ დადგინდეს ის საგანგებო შემთხვევები, როდესაც შესაძლებელი იქნება პროექტით განსაზღვრული ზღვრულ მოცულობის მიღმა მომზადდეს და დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. • „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/338; 08.05.2019) პროექტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. • „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი კანონპროექტი უზრუნველყოფს ევროკავშირის (მეოთხე) დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას 1 , ასევე, 2012 წლის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას; უფრო მკაფიოდ ყალიბდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მოქმედ კანონში განმარტებული ტერმინები, პროექტით ანგარიშვალდებული წესრიგდება პირების ეროვნულ საქმიანობაში და ფულის სექტორულ გათეთრების დონეზე, და აგრეთვე ტერორიზმის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 10 დაფინანსების რისკების შეფასების და მართვის საკითხები. განსაზღვრულია ანგარიშვალდებული პირების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხები. კანონპროექტით განსაზღვრულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი ან დაბალი რისკის არსებობისას, კლიენტების მიმართ შესაბამისი გაძლიერებული ან გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების გამოყენების საკითხები. ცალკე თავი ეთმობა ანგარიშვალდებული პირების მიერ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგებისა და სხვა ინფორმაციის სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის საკითხებს და პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვის და კონფიდენციალობის დაცვის საკითხებს; კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსთან, მართვასთან, დაფინანსებასთან, ფუნქციებთან, უფლება-მოვალეობებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები; • „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/346; 08.05.2019). ცვლილების განხორციელების მიზანია ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების გათვალისწინება. უქმდება მოქმედი კანონი „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და წარმოდგენილია ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. პროექტებით წესრიგდება ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებასთან, გადაცემასთან, განაწილებასთან, მიწოდებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. • „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/371, 02.07.19). პროექტები არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობას და მათ ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 11 • „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/382; 07.08.2019) კანონპროექტით ელექტროენერგიის კერძო იმპორტიორებისთვის ტარიფების გარეშე იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიის იმპორტი, ამდენად, ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი საბაზრო ფასით. • „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი (დაჩი) ბერაიას, სულხან მახათაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების სამართალდარღვევათა ადმინისტრაციულ შეტანის კოდექსში თაობაზე“, ცვლილების სამართალდარღვევათა „საქართველოს შეტანის კოდექსში შესახებ“ ცვლილების ადმინისტრაციულ და „საქართველოს შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/372; 12.06.2019). წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ფართოვდება აქციზის გადასახადის გადამხდელ პირთა წრე და მათ წრეს ემატება ის პირი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული (მათ შორის თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები), აგრეთვე ჰომოგენიზირებული ან აღდგენილი თამბაქოს მიწოდებას. • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კომიტეტმა პირველი და მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც მოხდება სსიპ− შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნება სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც განისაზღვრება გრანტის გამცემად და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს უფლებამონაცვლედ. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებით. ფონდის დაფინანსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. • საბაჟო კანონმდებლობის რეფორმა 2019 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გააგრძელა 2018 წელს დაწყებული აქტიური მუშაობა საბაჟო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 12 და საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი დებულებების გამიჯვნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული შეთანხმების XIII დანართის შესაბამისად საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლის ვადაში მოახდინოს საბაჟო კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან. აღსანიშნავია, რომ შენარჩუნდება ყველა პროცედურული გამარტივება რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი; ერთიანი სახაზინო კოდი ვალდებულების შესასრულებლად; გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა და სხვა; ამასთან, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს, კერძოდ: ჩნდება ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა; საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა, რომელიც ისარგებლებს საქართველოში გამარტივებული საბაჟო პროცედურების გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობით; უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება; ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს; საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება გადამხდელს, მისი მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება შეჩერდეს თუ მისი აღსრულება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაინტერესებულ პირს; ჩნდება შესაძლებლობა სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს მასში შემავალი საქონლებისათვის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე; იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გახდება უფრო ლოგიკური და მიმართული იმ ჯგუფებზე, რომლებსაც შემოაქვთ შესაბამისი საქონელი კონკრეტული მიზნისათვის. გადასახადისაგან გათავისუფლდება ქორწინებასთან დაკავშირებით შემოტანილი საქონელი, მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანა და სხვა. • „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებით“:  „სპორტული ავტომობილებისათვის“ აქციზის გადასახადი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ავტომობილად მიჩნევის წესსა და ავტომობილის, ფიქსირებულად - 100 სპორტული დანიშნულების კრიტერიუმებს კი, რომელსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;  დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 13 დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონელი;  საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან. კოდექსიდან ამოღებული იქნა ის დებულებები, რომლებიც ავალდებულებდა ბაზრობის ორგანიზატორს უზრუნველეყო საგადასახადო ორგანოსათვის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და 2020 წლის 1 იანვრამდე, ეტაპობრივად მოეხდინა არასტაციონარული სავაჭრო ადგილების აღჭურვა საკონტროლო სალარო აპარატებით. ამასთანავე, ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება გადავადდა 2022 წლის 1 იანვრამდე.  ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების დაწესებული 60%-იანი შეღავათი მარჯვენასაჭიანი მარჯვენასაჭიანი განაკვეთი, იმპორტისას შეიცვალა, აქციზის კერძოდ გადასახადში შეღავათი გაუქმდა ჰიბრიდული ავტომობილებისათვის. ასევე განისაზღვრა ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის აქციზის რომელიც გაიანგარიშება წლოვანების მიხედვით მსუბუქი ავტომობილებისათვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 2000-ზე ნამრავლით, ცვლილებამდე არსებული რედაქციით ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გათავისუფლებული იყო გადასახადებისაგან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობა • საბიუჯეტო საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა 2019 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და დაზუსტებული მიმართულებების 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის ვარიანტი და შესაბამისი მასალები წარუდგინა კომიტეტის ხელმძღვანელობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 14 საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2020-2023 წლებისათვის). კომიტეტმა, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველმა ორგანომ, დაგეგმა დარგობრივ კომიტეტებში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის 2019 წლის ივნისში განხილვა და სხვადასხვა კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს მთავრობას. 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები და კომიტეტის საბოლოო დასკვნა წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტს. საპარლამენტო საქმიანობაში პირველად „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა წარიმართა ახალი პროცედურებით, სადაც წამყვანი როლი სრულად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეკავა და საქართველოს მთავრობაშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული საბოლოო დასკვნა გაიგზავნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია და განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და ამ დასკვნების, საკუთარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 15 შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. ასევე კომიტეტის ხელმძღვანელობით წარიმართა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი მიმართულებები დოკუმენტის „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და 2020-2023 წლებისათვის“ გადამუშავებული და საბოლოო ვერსიის განხილვები. საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი 2019 წლის 10 დეკემბერს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმართ გამოთქმული რეკომენდაციებისა და წინადადებების დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებულ იქნა, ხოლო იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი იყო შესაბამისი კონკრეტული დასაბუთებები და განმარტებები. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (ხარჯვითი ნაწილი) შეადგინა 14 432,9 მლნ ლარი. მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული სოციალური სფეროს, კერძოდ პენსიებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, ხელფასების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი ასიგნებების ზრდაზე და ა.შ. კერძოდ: - 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220 მლნ ლარზე მეტი. ამასთან, 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით, (ანუ მთლიანობაში 50 ლარით) იზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია და მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი; - პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. 2020 წლის 1 ივლისიდან ამ ინსტიტუციებში დასაქმებულთა (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 16 - საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გაიზრდება 150 ლარით და 2020 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან კი დამატებით 150 ლარით, რაც მთლიანობაში 140 მლნ ლარზე მეტია. ასევე, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15 მლნ ლარამდე; 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზედაც მიიმართება 50 მლნ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მიიმართება 3.7 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ასიგნებებზე - 1.3 მლრდ ლარი; ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტებზე - 695.0 მლნ ლარი; შიდა გზების მოწესრიგებაზე - 501.0 მლნ ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - 280.0 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე - 256.0 მლნ ლარი; მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაზე - 140.0 მლნ ლარი; ენერგო ინფრასტრუქტურის სისტემის მოწესრიგებაზე - 116.0 მლნ ლარი; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია ჯამურად 122 მლნ ლარზე მეტი; - ასევე გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 74.0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ სხვა პროგრამებზე - 57.0 მლნ ლარი; მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სხვა პროგრამებზე - 20.0 მლნ ლარი და ა.შ. - რეგიონებში განსახორციელებელი გათვალისწინებულია 350 მლნ ლარი; პროექტების ფონდისათვის - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი; - ქ. თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გათვალისწინებულია 90 მლნ ლარი. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პარლამენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 17 პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა: 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე კომიტეტის დასკვნები და შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეგზავნა პარლამენტს სესიაზე განსახილველად. საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის საბჭოს საბიუჯეტო განაცხადების პროექტებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტი განაგრძობს მუშაობას საბიუჯეტო პროცესის დახვეწის, ასევე, ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ: • 2019 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2020-2023 წლებისათვის), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა და საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე სამინისტროებს პროფილური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 18 კომიტეტებისთვის წარმოედგინათ ინფორმაცია ბიუჯეტის პროექტის შედგენისას მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია თან არ ახლდა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის I ვარიანტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, კვლავ იქნა აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების გადამუშავებულ და საბოლოო ინფორმაცია აუცილებლობის შესახებ. ბიუჯეტის ვარიანტებთან ერთად წარმოდგენილ იქნა USAID-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და IDFI-ის დახმარებით შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ 2019 წლის ზაფხულში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შესახებ. ამასთან, სახელმწიფო მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შეფასების მიზნით კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარმოდგენილი „სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ანგარიში“. • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ და განხილულ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2020-2023 წლებისათვის), მომზადებულ და საქართველოს მიზანშეწონილი მთავრობაში იყო, გაგზავნილ საქართველოს დასკვნაში მთავრობას ასევე პროფილურ მიუთითა, რომ კომიტეტებთან კონსულტაციებით განესაზღვრათ 3 საპილოტე პროგრამა, რომლებზეც მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები ასახული იქნებოდა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პროგრამულ დანართში. აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში და წარმოდგენილი იქნა 3 საპილოტე პროგრამა, რომლებზეც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები ასახულია საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის პროგრამულ დანართში. კერძოდ, ესენია: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა ,„გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგი პროგნოზირება და პრევენცია“; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 19 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში „აივ ინფექციის/შიდსის მართვა“; 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს პროგრამა „ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“. • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2019 წლის კომიტეტმა განიხილა და შეითანხმა თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომიტეტში შესათანხმებლად წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, მომზადდა რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული 2014 წლის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს (GFSM 2014) შესაბამისად. საზედამხედველო უფლებამოსილება o საბიუჯეტო კონტროლი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: კომიტეტს ელექტრონული ფოსტით სახაზინო სამსახურიდან გადმოეცემა ყოველდღიური ინფორმაცია შემოსავლების შესახებ, მოკლე საბალანსო ცხრილი შემოსავლებისა და გადასახდელების შესახებ. ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით), სახაზინო სამსახური საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და მისი დაფინანსების წყაროების ჩვენებით და დეტალურ ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესახებ სახეებისა და წყაროების მიხედვით. ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. ხორციელდებოდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინება კომიტეტის ხელმძღვანელობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 20 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2019 წლის ივნისში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის” განხილვას პარლამენტის კომიტეტებში, უმრავლესობასა და უმცირესობაში. კომიტეტმა განიხილა „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და შესაბამისი პარლამენტის დადგენილების პროექტი, რის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარედგინა პარლამენტის პლენარულ სხდომას. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის დასკვნაში კვლავაც იქნა ასახული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული ის რეკომენდაციები, რომელსაც დაეთანხმა კომიტეტი. „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” განხილულ და შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებულ იქნა პარლამენტის სხდომაზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის, 6 თვისა და 9 თვის შესრულების მიმოხილვების“ განხილვას. კომიტეტმა მოამზადა აღნიშნული დოკუმენტების ანალიზები და კომიტეტის სხდომაზე განიხილა საანგარიშო წლის მაისში, ოქტომბერსა და დეკემბერში. • „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პროექტს (N1-18184/19, 30.09.2019), რომლის თანახმადაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის შეადგენს 3 პროცენტს. დადგენილების პროექტით წარმოდგენილი იყო აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა ძირითადი მიმართულებების მიხედვით, როგორიც არის ნავთობისა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. პარლამეტში წარმოდგენილ დადგენილების პროექტს წინა წლების მსგავსად 2019 წელსაც თანდართული ჰქონდა განმარტებითი ბარათი, რომელშიც დეტალურადაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 21 ახსნილი, თუ როგორ და რა ფაქტორებზე დაყრდნობით იყო გაანგარიშებული ინფლაციის ოპტიმალური დონე. წარმოდგენილი და მიმოხილული იყო შესაძლო სცენარები და მოსალოდნელი ეგზოგენური რისკები, ასევე დანართი, რომელშიც აღწერილია ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრის დეტალები. • სხვა საკონტროლო საქმიანობა • 10 ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიში“ ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საკომიტეტო მოსმენაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები; ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა პარლამენტის დადგენილების პროექტი. პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის ანგარიში და დამტკიცდა კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს სამუშაო ფორმატში საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრებს. • 12 სექტემბერის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში“ ანგარიში წარმოადგინა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა. სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან 2018 წლის ანგარიშში სრულად იქნა გათვალისწინებული კომიტეტის მიერ 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას გამოთქმული შენიშვნები. პარლამენტის ახალი რეგლამენტიდან გამომდინარე, წარმოდგენილ ანგარიშს წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით თან ახლდა მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმებიდან პარლამენტის მიერ კონკურსის წესით შერჩეული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 22 დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ ანგარიშთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ასევე საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფის უფროსიც. პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და ამ ანგარიშთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2019 წლის • 4 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით მოუსმინა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომიტეტის სხდომაზე ყველა დაინტერესებულ შეუზღუდავად მიეცა საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები, ასევე შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ მხარეს დაესვათ შეკითხვები გამომსვლელთათვის. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიეცა საშუალება ვრცლად ესაუბრა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს. კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სხდომა შეაჯამა. • 2019 წლის 23 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოთხოვნის საფუძველზე, მოუსმინა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდთან დაკავშირებულ საკითხებზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 23 კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ივანე მაჭავარიანმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტების, კომიტეტის დებულებისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს საჯარო სახსრების მართვაზე საპარლამენტო კონტროლის ფუნქციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე კომიტეტის 7 წევრისაგან. პარლამენტის ახალი რეგლამენტით აუდიტის ჯგუფს მნიშვნელოვნად გაფართოვდა მიენიჭა მისი მუდმივმოქმედი საქმიანობის სტატუსი საფუძვლები. და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა. აუდიტის ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამა ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EGA). აუდიტის ჯგუფი აქტიურად მუშაობს ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფს მხარდაჭერა აქვს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისგან (GIZ) სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის კუთხით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებიდან, აუდიტის ჯგუფი სხდომაზე განსახილველად არჩევს მნიშვნელოვან და აქტუალურ ანგარიშებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 24 შესაბამისად, ჯგუფი მორიგი სესიის განმავლობაში მართავდა თვეში არანაკლებ ერთ სხდომას. პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წლის 10 თებერვლამდე (№1-2300/19 8.02.02.20.19; №001227/01 08.02.2019) წარმოდგენილ იქნა წერილობითი ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. ხოლო მეორე წერილი წარმოდგენილ იქნა 2019 წლის (№1-16754/19 10.09.2019; №007625/13 10.09.2019) სექტემბრის თვეში. საანგარიშო პერიოდში პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აუდიტის ჯგუფმა ჩატარებულ 9 სხდომაზე განიხილა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 12 აუდიტის ანგარიში შესაბამისი 75 რეკომენდაციით, შეიმუშავა რეკომენდაციის პროექტები და წარუდგინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. აღნიშნულ ანგარიშებზე მომზადებული რეკომენდაციის პროექტებიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილული და დამტკიცებულია 11 პროექტის შესაბამისი 68 რეკომენდაცია. აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომებზე განხილულ იქნა როგორც ეფექტიანობის აუდიტის, ასევე შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები, კერძოდ: 1. სექტორული სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ანგარიშვალდებულების წინაპირობების უზრუნველყოფა - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№21/36; 16.02.2018); 2. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№21/36; 1.02.2019); 3. ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№26/36;08.02.2019); 4. ინფექციის პრევენცია და კონტროლი“ - ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№30/36; 28.03.2019); 5. უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№25/36 7.02.2019); 6. განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№ 32/36 23.06.2019); 7. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტი (61/36; 13.09.2018წ.); 8. ძალოვანი უწყებების უნიფორმით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი (№76/36; 25.12.2018 წ.); 9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№36/36; 5.07.2019 წ.); საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 25 10. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (№19/36; 30.01.2019 წ.); 11. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (№9/36; 11.01.2019 წ.); 12. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მომსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (№39/36 23.07.2019). აღნიშნული ანგარიშები შეეხებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით აუდიტის სამსახურის შემოწმებას დაქვემდებარებულ შემდეგ დაწესებულებებს:  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს;  სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს;  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;  სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს;  სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს;  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;  სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს;  სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მომსახურეთა მომზადების ცენტრს;  შპს „საქართველოს ფოსტას“. EGA - პროგრამის ფარგლებში აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებდა საჯაროდ და გამჭირვალედ. ამ კუთხით, აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომის მოწვევა ხდებოდა პარლამენტის რეგლამენტისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 26 საჯაროდ იყო გაცხადებული მისი გამართვის ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის სხდომები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და საჯარო იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აუდიტის ჯგუფის სხდომებს, როგორც წესი ესწრებოდნენ: ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები, აუდიტის გენერალური აუდიტორის მოადგილე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, აუდიტის ობიექტების კურატორი მინისტრის მოადგილეები, მაღალი თანამდებობისა და სხვა პასუხისმგებელი პირები. გარდა აღნიშნულისა, განსახილველი აუდიტის ანგარიშების სპეციფიკისა და აუდიტის ობიექტების გათვალისწინებით, მოწვეულ იყვნენ და სხდომებს ესწრებოდნენ შესაბამისი პროფილური კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა წევრები, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. • მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Ex-Post RIA) მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმა საქართველოში 2017 წლის 1 იანვარს საქართველოში მოგების გადასახადის რეფორმა განხორციელდა, რაც გულისხმობს მოგების გადასახადის ახალ მოდელზე, კერძოდ, განაწილებული მოგების გადასახადის სისტემაზე გადასვლას. აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესის წამოწყებისა და წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი GIZ, PWC-სა და ISET-თან თანამშრომლობით განახორციელა რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Ex-Post RIA) საქართველოში განხორციელებულ მოგების გადასახადის კომიტეტმა RIA-ს რეფორმასთან დოკუმენტზე დაკავშირებით. მუშაობა 2018 წლის საფინანსო-საბიუჯეტო ოქტომბერში დაიწყო. Ex-Post RIA-ს დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპი მოიცავდა GIZ-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, მეორე ეტაპი შედგებოდა რეფორმის უშუალოდ რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზით, ხოლო მესამე ეტაპი - რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშისა და საჯარო ღონისძიების ჩატარებას ამ ანგარიშის წარდგენის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 27 მიზნით. საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია და საჯარო ღონისძიება 2019 წლის 24 ოქტომბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური ექსპერტები. კომიტეტის სხვა საქმიანობა • კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსა 2019 წლის საქმიანობის გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე“. • ასევე რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საკომიტეტო განხილვის შემდეგ კომიტეტის სამოქმედო გეგმის საკითხებისა და მიმართულებების შესაბამისად მოხდა საკითხების გადანაწილება კომიტეტის წევრებს შორის და მათი თემატურ მომხსენებლებად დანიშვნა. • კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა. გარდა ამისა ქრონოლოგიურად შეიძლება გამოიყოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის სხვა მიმართულებები, კერძოდ: 28 იანვარს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 28 შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი 17 სადაზღვევო კომპანიიდან 13 კომპანიის მენეჯერი ესწრებოდა, ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. განხილულ „შეხვედრაზე გაუმჯობესებისა და წარმომადგენლებმა იქნა ამ ბიზნესში შენარჩუნების არსებული კონკურენტუნარიანი საკითხები. პრობლემების სადაზღვევო დაძლევის გარემოს სექტორის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. 28 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი საფინანსო-საბიუჯეტო კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს კომიტეტის დირექტორს, ლევან სურგულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, განიხილეს ახლადშექმნილი სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. 14 მარტს „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში" - ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია საბიუჯეტო, დარგობრივი და დისკუსია ეკონომიკისა პოლიტიკისა და იურიდიულ პარლამენტში საფინანსოდა საკითხთა კომიტეტების, ეკონომიკური ასევე, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიება გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. ღონისძიებაზე განიხილეს კორპორაციული მართვის ძირითადი არსი, ზოგადი პრინციპები, მართვის თანამედროვე სტანდარტებისა და ამ პროცესში დამოუკიდებელი დირექტორების როლი პარლამენტის წევრების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა ჩართულობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კორპორაციული მართვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების პროცესში კანონმდებელთა ინფორმირებულ მონაწილეობას. კორპორაციული დირექტორის მართვის თანამედროვე ინსტიტუტზე ისაუბრა სტანდარტებსა თავის და დამოუკიდებელი გამოსვლაში დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, მეცნიერმა ტარიელ გვალიამ. ქართულ კანონმდებლობაში კორპორაციული მართვის საკითხებს მიუძღვნა გამოსვლა დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა ვიქტორ ყიფიანმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 29 თემაზე მოსაზრებები დააფიქსირა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კორპორაციული მართვის ექსპერტმა, დოქტორმა კორპორაციულ მართვაში, ბორის ჯანჯალიამ, რომლის თქმით, ბოლო წლებში კანონმდებლობა გარკვეულწილად შეიცვალა და პროგრესიც არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ პროფესიული დასასრულ, დირექტორების გაიმართა დისკუსია, განვითარებას მომხსენებლებმა ქვეყანაში. ღონისძიების მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თანამედროვე ბიზნესის და, შესაბამისად, საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ჯანსაღი, გამართული კორპორაციული მართვა წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი არაერთხელ შეხვდა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს. საფინანსო-საბიუჯეტო ახალგაზრდული კომიტეტის პარლამენტის აპარატი მჭიდროდ წარმომადგენლებთან. თანამშრომლობს მათთან ტარდება, რეგულარული შეხვედრები, ისინი ასევე ესწრებიან კომიტეტის სხდომებზეც. მარტის ბოლოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატს ჰქონდა მაშტაბური შეხვედრა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა შეეხებოდა კომიტეტის როგორც მიმდინარე საქმიანობას, ასევე 2018 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვას. კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა კომიტეტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა კომიტეტის საბიუჯეტო, საზედამხედველო და საკანონმდებლო საქმიანობა. ასევე, კომიტეტის მიერ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იქნა მიწოდებული 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების მიერ დასმული იქნა მრავალრიცხოვანი და საკმაოდ საინტერესო შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა გასულ წელს განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესით მიმდინარეობდა დისკუსია საპენსიო რეფორმისა და მოგების გადასახადის რეფორმის (ე. წ. „ესტონური მოდელის“) გარშემო. შეკითხვებს კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა ვრცელი და სრულყოფილი პასუხები გასცეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 30 დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, რომელზედაც ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები მოისმენდნენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. 1 აპრილი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში და ფინეთში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით ერთობლივი სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ფინეთში გაემგზავრნენ. საპარლამენტო დელეგაციაში პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე და ხათუნა გოგორიშვილი შედიან. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ლატვიისა და ფინეთის პარლამენტებში, ასევე უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება თუ როგორ ხორციელდება აღნიშნულ ქვეყნებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობა, პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის და ეფექტიანი მართვისათვის. ვიზიტი ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელდა. 2 აპრილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატისა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის თემა კვლავაც შეეხებოდა 2018 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვას, თუმცა მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა კომიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და წლის განმავლობაში კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებისა და მათი შესრულების შედეგებზე. კომიტეტის აპარატის მიერ კომიტეტის საქმიანობის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციაში მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა კომიტეტის საბიუჯეტო და საკანონმდებლო საქმიანობა და მათი როლი საპენსიო რეფორმის ეფექტიანობაში. ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების მიერ დასმული იქნა მრავალრიცხოვანი და საკმაოდ საინტერესო შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 31 ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესით მიმდინარეობდა დისკუსია საპენსიო რეფორმისა და ასევე მოგების გადასახადის რეფორმის (ე.წ. „ესტონური მოდელის“) გარშემო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატისა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შემდგომი შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს. საბიუჯეტო პროცესი, შეხვედრაზე რომელშიც დეტალურად იქნა განხილული განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტისა და, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლსა და საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი დოკუმენტის წლებისათვის“ „ქვეყნის მიმართულებების შესახებ" ძირითადი განხილვასა დამტკიცების პროცესში. მონაცემები საქართველოს და განხილვაში, ასევე მიმართულებები სახელმწიფო 2020-2023 ბიუჯეტის კანონის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების მიერ დასმული იქნა მრავალრიცხოვანი და საკმაოდ საინტერესო შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესით მიმდინარეობდა დისკუსია შესაძლო რეფორმების, მათ შორის განათლების სისტემაში და მათი მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და მოგების გადასახადის რეფორმის (ე. წ. „ესტონური მოდელის“) გარშემო, საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაჩქარების თაობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებებიც. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, რომელზედაც ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები მოისმენენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. 19 აპრილი ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის ფონდის სტუდენტებს შეხვდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პროექტის - „პოლიტიკური განათლების აკადემიის” - სტუდენტებს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 32 ირაკლი კოვზანაძემ 26 წარმატებულ სტუდენტს, რომლებიც გერმანულმა ფონდმა პროექტში მონაწილეობისთვის საგანგებოდ შეარჩია, სახელმწიფო ბიუჯეტის მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემა გააცნო, ასევე მიმოიხილა 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. კონრად ადენაუერის ფონდს მსოფლიოში, დაახლოებით, 70 წარმომადგენლობა ჰყავს. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანობის განვითარებას. ორგანიზაცია საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, „პოლიტიკური განათლების აკადემიას”, რისთვისაც სტუდენტებს ყოველწლიურად არჩევს როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში. 23 აპრილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ „მომავლის ბანკის“ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“გაიმართა. გამოსვლის თემა შეეხებოდა მოსახლეობაში ინტერნეტიზაციის ზრდასა და მის შესაძლებლობებს, ამ მომსახურების გაიაფებისა და სერვისების დიგიტალიზაციის კვალდაკვალ საბანკო დაწესებულებების ტრადიციული სახისა და მომსახურეობის ფორმების ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებას. ბანკები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ შესაბამისი მომსახურების ოფისი და მთლიანად ონლაინ პლატფორმას წარმოადგენენ, ფუნქციონირებენ რაოდენობის თანამშრომლებით. თანამშრომლების აღნიშნულს გარეშე, განაპირობებს ან მინიმალური ტექნოლოგიების განვითარება, ადამიანის ჩანაცვლება პროგრამული უზრუნველყოფით და, შორეულ მომავალში, ხელოვნური ინტელექტით, სოციალური არცთუ ქსელების შესაძლებლობებით, კრიპტოვალუტითა და ბლოქჩეინ ტექნოლოგიებით. აღინიშნა ასევე ტენდენცია, რომ ბანკები, შესაძლოა, ტრადიციული, მუდმივი კლიენტის გარეშე დარჩნენ. 14 მაისი 2019 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის აქტივობებში პროდუქტიული ჩართულობისთვის ჯილდოები გადაეცათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 33 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. სტუმრები ბრიტანულმა საერთაშორისო ასოციაციამ - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგმა“ დააჯილდოვა. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ფრედერიკ რ. ჰაიდ ჩემბერსმა და საერთაშორისო თავმჯდომარემ, კის იანგმა უმასპინძლეს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ბიზნესის ხელშეწყობაა. დაჯილდოების ცერემონიას, ორგანიზებით და საკანონმდებლო და რომელიც ბიზნესისა ფონდ „კრისტალს“ მხარდაჭერით აღმასრულებელი და ეკონომიკის გაიმართა, ხელისუფლების, ცენტრის საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 16 მაისი შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკურ ატაშესთან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 34 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კოვზანაძე საფრანგეთის რესპუბლიკის კომიტეტის საელჩოს თავმჯდომარე ირაკლი ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს, იულია სოტიეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ფრანგი დიპლომატის ინიციატივით გაიმართა, განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა აქტუალური საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფრანგეთი საქართველოს ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სექტორების მიმართულებით დიდ მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარეს. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) 105 მილიონი ლარია მობილიზებული. 21 მაისი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია, ამავე აპარატის პოლონეთის თანამშრომლები საქართველოში რესპუბლიკის სეიმის სასწავლო ვიზიტით თანამშრომლებს მყოფ შეხვდნენ. პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას, ძირითადად, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის კვლევით ბიუროს წარმოადგენენ მნიშვნელოვანი იყო და აქედან გამომდინარე, კანონპროექტებზე მათთვის განსაკუთრებით მუშაობის გამოცდილების საკანონმდებლო საქმიანობაში, ურთიერთგაზიარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები: განსაკუთრებით საბიუჯეტო და ფინანსური მიმართულებით, კვლევების გამოყენების თაობაზე; კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხის ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე; კანონპროექტების შეფასების მექანიზმებზე იმის გათვალისწინებით, თუ რა ეკონომიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ესა თუ ის კანონი უახლოეს პერსპექტივაში; კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მისი შედეგების ანალიზზე და სხვა საკითხებზე. 29 მაისი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 35 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს, ოთარ ძიძიკაშვილს შეხვდა და სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს დაარსებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობამ საქართველოში 1,7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 1,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, კანონმდებლობა მუდმივად იხვეწება, რაც სააგენტოს გამართულ მუშაობას განაპირობებს. 11 ივნისი ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და მისი პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართველმა და ყირგიზმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე, რომელიც დღეისათვის სრულად ათვისებული არ არის, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, ტურისტული ნაკადებისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. ასევე განიხილეს ის ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც საქართველოსა და ყირგიზეთს საერთო რეგიონულ პროექტებში მონაწილეობა ჰპირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ კუთხით ჩინეთის მიერ ინიცირებული ახალი სატრანზიტო დერეფანი - „ერთი გზა ერთი სარტყელია“. როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყირგიზეთის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. 12 ივნისი ბელარუსის ელჩთან შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 36 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის კომიტეტის საგანგებო და თავმჯდომარე ირაკლი სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა. კოვზანაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბელარუსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, უცხოელ დიპლომატთან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურეკონომიკურ და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმისა და ეკონომიკაში მიმდინარე სხვა აქტუალური საკითხები; გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველო- ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ბელარუსი დიპლომატის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (GIZ) პროგრამა „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაიმართა ორი შეხვედრა 4 თებერვალსა და 6 მარტს. 4 თებერვალს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების, შესრულებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავება გათვალისწინებულია საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019წწ. სამოქმედო გეგმით. სამუშაო შეხვედრა გაიმართა GIZ-ის პროგრამა "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით. 28 თებერვალს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 37 შეხვედრაზე განიხილეს სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, საპენსიო რეფორმის, საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე 28 თებერვალს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროპის აუდიტის ოფისისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი, რაც კონკრეტულ ინდიკატორებში იყო გაწერილი. ევროკავშირის აუდიტორები დაინტერესდნენ, თუ რამდენად სწორად იყო შედგენილი აღნიშნული ინდიკატორები და რამდენად ეფექტურად ხორციელდებოდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარება კონკრეტული მიზნების მისაღწევად. 6 მარტს საქართველოს გეგმის ფარგლებში ღია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო 2018-2019 კომიტეტმა წლების სამოქმედო სამინისტროებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები და მონაწილეობის ფორმები. კერძოდ, დისკუსია გაიმართა სამინისტროების მიერ საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის შესახებ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო სექტორთან და ა.შ. იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება სამინისტროს/უწყების მოკლე და საშუალოვადიანი პრიორიტეტები არსებულ საჭიროებებს/პრობლემებს, რამდენად შედეგიანია დაგეგმილი პროგრამები/აქტივობები არსებული პრობლემების გადასაწყვეტად და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულების პროცესი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 38 12 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატში საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბუსკეტსა და სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპულ დელეგაციასთან ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები განიხილა. ასევე განხილულ იქნა ინდიკატორები, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019-2021 წლებში უნდა შეასრულოს. 13 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ უცხოელ დიპლომატს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გარდა ამისა, ისაუბრეს ლატვია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გააქტიურებასა და მის როლზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. 20 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ნატალია მოურავიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ევრობანკის წარმომადგენელმა ირაკლი კოვზანაძეს საქართველოში EBRD-ის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთანავე, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ბიზნესგარემოსა და საფინანსო-საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციებზე. მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 39 GIZ-ის პროგრამა "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა გამართეს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომლებზეც განხილულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების, შესრულებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები. 7 მაისი ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა- მარტინს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ის მოქმედი და მომავალი მუდმივი წარმომადგენლები, ფრანსუა პეშო და ფელინ ჩაკირიც ესწრებოდნენ, საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკის განვითარების ტენდენციები რეგიონულ ჭრილში და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, დაგროვებით მარეგულირებელი საპენსიო კანონმდებლობის რეფორმასა დახვეწის და კაპიტალის ბაზრის აუცილებლობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საფინანსო სექტორში ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით, რათა არსებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას. 8 მაისი საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი, რომელიც საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას ეძღვნება. დიალოგი პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“, „ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრის“ (BEC) ორგანიზებით, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 40 კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ, მთავრობის მიერ შემუშავებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს ხანში მოხდება და ის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა განაპირობა როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა ფაქტორებმა, მათ შორის, მაკრო და მიკროეკონომიკურმა, ინსტიტუციონალურმა, თუ სამართლებრივმა. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტში კანონპროექტის შემოსვლამდე კიდევ ერთხელ მოხდეს მისი განხილვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, იქნებიან ესენი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 13 მაისი ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციისა დ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ კომიტეტების წევრებს ანგარიში. ევროპასთან ინტეგრაციისა დ საფინანსო-საბიუჯეტო ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე აღმასრულებელმა ღაზაძემ და საქართველოს დირექტორმა ვახტანგ ეროვნული ბანკის ბურკიაშვილმა გააცნეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 41 ფინანსთა მინისტრის მიმართულებებზე, მოადგილემ, გიორგი რაც ასოცირების კაკაურიძემ ისაუბრა იმ შეთანხმებით ძირითად გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ არის განხორციელებული. მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება სამი მიმართულებით ჰქონდა აღებული: სახელმწიფო შიდა კონტროლის, საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის. მისივე თქმით, ვალდებულებების დიდი ნაწილი სამინისტროს მხრიდან შესრულებულია. საგადასახადო კუთხით განხორციელდა კანონმდებლობის ჰარმონიზება. ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც პარლამენტი იხილავს და რომლის ამოქმედება მიმდინარე წელს იგეგმება, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და მის კანონმდებლობას, მომხსენებლის განცხადებით, შიდა პროცესები დღგ-ს დირექტივებთან ჰარმონიზების მიმართულებითაც უკვე დასრულებულია და სექტემბერში პარლამენტი დაიწყებს საკითხის განხილვის პროცედურებს. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის შემფასებელთა ჯგუფში მონაწილეობას, აღნიშნულ ჯგუფში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩართულია და ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კუთხით არსებული მდგომარეობის და შესაბამისობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებზეც დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ნაწილობრივ იყო შესრულებული, არის ის, რომ მთავრობისთვის არ იყო წარდგენილი შიდა აუდიტის განვითარების შესახებ ანგარიში და ეს ვალდებულება დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებულია. გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ, კანონმდებლებს გააცნო ინფორმაცია იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა. მისი განცხადებით, ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული იყო 10 ვალდებულება, რაც ეხებოდა აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული, აუდიტორული და უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლობის სტანდარტებთან მიახლოვებას. ეკატერინე ღაზაძის თქმით, ეს მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის იყო პუბლიკაციების გამოშვება, აუდიტების ჩატარება განახლებული მეთოდოლოგიით. მომხსენებლის ინფორმაციით, განხორციელდა ასევე შესრულების, სისტემური, ბიუჯეტის აქტივობები ფინანსური და შესრულების მეთოდოლოგიის აუდიტის მიმართულებით. ეკატერინე ღაზაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 42 ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა ჩართულობის განხორციელებულ ინფორმაცია მიმართულებით აქტივობებზეც. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის შესახებ, ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში, დეპუტატებს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა წარუდგინა. რომელიც ეხებოდა საქართველო და ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი ქვეკომიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირისთვის ინფორმაციის გაზიარებას, ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების მდგომარეობის შესახებ, შესრულებულია და ევროკავშირი ინფორმირებულია შესაბამისი ქვეკომიტეტის ჭრილში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ. მისი თქმით, ასევე შესრულებულია საკითხი საბანკო სფეროში ტრენინგებისა და შესაძლებლობის განვითრებების შესახებ. საკრედიტო ორგანიზაციების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით კი შესაბამისი კანონპროექტი შემუშავებულია და წარდგენილია განსახილველად. • ივლისი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტის განვითარების პროექტის დასკვნით ღონისძიებაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტექნოლოგიური ცვლილებები საფინანსო-საბანკო სფეროზეც მკვეთრად აისახა, ე.წ. „ნეობანკები“, რომელთაც არ გააჩნიათ მომსახურეობის ოფისები და მთლიანად ონლაინპლატფორმას წარმოადგენენ, შესაბამისად, ადამიანის ჩანაცვლება ხდება პროგრამული უზრუნველყოფით და ხელოვნური ინტელექტით. მისი თქმით, რეალობაა აგრეთვე ანგარიშსწორება საბანკო არხების გარეშე და ამ მიმართულებით უდიდესი შესაძლებლობები იკვეთება სოციალური ქსელების და ციფრული ფულის ჭრილში, ასევე ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტები და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო, საანგარიშსწორებო და სხვა ფუნქციების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია პერსპექტივაში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 43 • აგვისტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მინსკში იმყოფებოდა. ბელარუსში, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გაიმართა ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას. ირაკლი კოვზანაძე ბელარუსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა გამართა სამუშაო შეხვედრები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან; საქართველოს ეროვნულ ბანკთან; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან; დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან. დეტალურად იქნა განხილული ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადოს სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და არსებული გამოწვევები. „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები. • სექტემბერი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 44 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, გრძელდება. შეხვედრაზე GGI-ის წარმომადგენლებმა ირაკლი კოვზანაძესთან ერთად განსაზღვრეს საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისა და პროექტის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები. ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასულ წელს კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და დაამტკიცა. დოკუმენტი სამი წლის განმავლობაში კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებასა და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს ქალბატონ იულია სოტიეს (Ioulia SAUTHIER) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იქნა საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის საკითხები. • ნოემბერი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერამარტინს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი, სელიმ ჩაკირიც ესწრებოდა, განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. პარლამენტის კოვზანაძე საფინანსო-საბიუჯეტო გერმანიის საელჩოს კომიტეტის ეკონომიკურ ატაშეს თავმჯდომარე ირაკლი იან შეხვდა. ბიტნერს გერმანიის საელჩოს ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები. გერმანელი დიპლომატი განსაკუთრებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 45 დაინტერესდა კომიტეტის როლზე ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი აღსრულების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმებზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 46