საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2900/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-2900/20 17-02-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ (2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) 1 ს ა რ ჩ ე ვ ი: I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა ........................................................................................ 3 II. საკანონმდებლო საქმიანობა • კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.........................................................................................................................................4 • კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები (მთავრობის ინიციატივები)............................................................................5 • კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი კანონპროექტები.......................................................................................................................... 5 III. საზედამხედველო საქმიანობა • კომიტეტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მოსმენა ............................................................................................. 6 • მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა.....................................................7 IV. გამჭვირვალობა და კომუნიკაცია • მნიშვნელოვანი ღონისძიებები/შეხვედრები.........................................................................8 • საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა....................................................................................................................... .8 2 I II I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:  შეიმუშავა, განიხილა და პარლამენტის მიერ მიღებულია 6 საკანონმდებლო ინიციატივა, სულ 14 კანონი  განიხილა 45 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 235 კანონპროექტი), 2 საერთაშორისო შეთანხმება, 13 საკანონმდებლო წინადადება (1 საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა) და 2 პეტიცია  კომიტეტის და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულია 8 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 24 კანონპროექტი), აქედან მიღებულია 6 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 14 კანონი), ხოლო განხილვის პროცესშია - 2 საკანონმდებლო ინიციატივა (სულ 10 კანონპროექტი)  შეიმუშავა 85 დასკვნა  ჩაატარა 26 სხდომა და 160-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა  შედგა კომიტეტის წევრთა 5 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი  განიხილა 2500-მდე განცხადება/წერილი  განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:  ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის,  მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსების,  საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის საკითხებს. 3 II. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონები:  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე 3 კანონი კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, აღნიშნულ კანონი გახდა ორგანული. ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით განისაზღვრა ოპერირების ერთიანი სტანდარტი. დადგინდა ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმი. ჩამოყალიბდა ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზა. გაიმიჯნა დამსაქმებლის, დასაქმებულის, მათ შორის უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი პირის და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები.  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი კანონით დადგინდა უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭების წესი.  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი აღნიშნული ცვლილებებით სამართლებრივ სივრცეში შემოვიდა ტერმინები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“.  „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი 2018 წლის 1 ივნისიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და 4 აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრებს ყოველთვიურად დაუწესდათ 1000 ლარიანი კომპენსაცია.  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი განთავისუფლდა დღგ-საგან.  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 3 კანონი თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი, რომელიც არ არის დაკავშირებული წვის პროცესთან (თამბაქოს ახალი ნაწარმი) დაექვემდებარა რეგულირებას და მოექცა სამართლებრივ რეჟიმში. საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს ნაწარმს ასევე წარმოადგენს თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები (მთავრობის ინიციატივები)  საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონი მოხდა სახელმწიფო/მუნიციპალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში მოქცევა  „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი და მისგან გამომდინარე 9 კანონი ჩამოყალიბდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების შესრულების გარდა, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი მნიშვნელოვანი კანონპროექტები: 5  „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 6 კანონპროექტი ეხება სამედიცინო პერსონალზე ან/და სოციალურ მუშაკზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უკანონოდ ხელის შეშლისათვის შესაბამისი პასუხიმგებლობების დაწესების საკითხს  „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 4 კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი ეხება ფსიქიატრიული სერვისებისა და დაწესებულებების მონიტორინგის დანერგვის მექანიზმის სრულყოფის საკითხებს III. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში შესრულებულია კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ნაწილი ჩატარდა კომიტეტის სხდომები შემდეგ საკითხებზე:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თაობაზე (18 მარტი - 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და 16 სექტემბერი - ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე).  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი იყო სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია. მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოსმენისა და განხილვის შედეგად კომიტეტმა სამინისტროს მიმართ შეიმუშავა რეკომენდაციები.  მოსმენილ იქნა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 6 თვის და 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მოსმენა 6 მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა  კომიტეტში შექმნილია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“, რომლის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის დანერგვისა და აღსრულების მონიტორინგი. ჩატარდა საბჭოს 4 სხდომა  ორ კანონზე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ მიმდინარეობდა აღსრულების კონტროლი (ნააკ). „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ნააკ-ის (ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი) ფარგლებში შემუშავდა დასკვნა/ანგარიში. აღნიშნული ანგარიში, რომელშიც ასახულია რეკომენდაციები გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს. მეორე კანონის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ნააკ-ის ფარგლებში შემუშავდა ანგარიშის პროექტი.  საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 5 კანონის და 2 პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მონიტორინგი:  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (N4463-IIს, 4.04.2019)  “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (სავალდებულო იმუნიზაციის საკითხი) N3720-Iს 14. 11 2018  „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ N3303-რს, 21.07.2018  „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1820-რს, 22.12.2017  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N859-IIს, 17.05.2017  საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ N5146-IIს, 27.05.16  საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,ბავშვთა განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ N282-IIს, 09.02.17 ასევე, კომიტეტმა განახორციელა „საყოველთაო ჯანდაცვის“ და „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ორი სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა პოლიტიკის და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ექსპერტის ჩართულობით და USAID/GGI-ს ხელშეწყობით. 7 IV გამჭვირვალობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანი შეხვედრები/ღონისძიებები  სოციალური მუშაობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სოციალურ მუშაკებთან;  დარგის წარმომადგენლებთან სანიტარულ-ჰიგიენური მარეგულირებელი ნორმების შემოღების საჭიროებათა შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;  „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;  ,,თავის ტვინის ინსულტი და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“;  სოლიდარობის ქსელის - დამოუკიდებელი პროფკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია ,,ექთნების შრომის პირობები საქართველოში”;  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან;  საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან;  შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;  სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ანალიზის ახალი ინსტრუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით;  ბავშვთა და მოზარდთა ფ/ჯ საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა  ევროკავშირი EU/გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)  თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელი (ENSP)  გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 8 დემოკრატიული