საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ (№1-2184/20; 10.02.2020)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2907/20
18-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ
(N1-2184/20; 10.02.2020)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკითხი (N12184/20; 10.02.2020).
I. ზოგადი მიმოხილვა
2020 წლის 10 თებერვალს საპროკურორო საბჭომ, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის
მე-2 პუნქტის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გენერალური
პროკურორობის აღნიშნული კანდიდატის საკითხის განმხილველ კომიტეტად განსაზღვრა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურას
ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით საპროკურორო
საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც
ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და
რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად
ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან
აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად
არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური
წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველო პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა კანდიდატს.
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომიტეტმა
ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე − კომიტეტის 8 წევრი;
წინააღმდეგი − 0) მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი
ირაკლი შოთაძე შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის
დადგენის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით (მომხრე − კომიტეტის 8 წევრი; წინააღმდეგი − 0) მხარი დაუჭირა
გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის საქართველოს გენერალურ
პროკურორად არჩევის საკითხს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით
გათვალისწინებული პროცედურის დაცვით განიხილა საპროკურორო საბჭოს მიერ
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად
წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და გასცა რეკომენდაცია, რომ ირაკლი შოთაძე
არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი