„ირაკლი შოთაძის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საპროკურორო საბჭოს მომართვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ
- საპროკურორო საბჭოს მომართვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ წარდგინება
- „ირაკლი შოთაძის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-02-18
📜 ტექსტი
წერილი
2/10/2020
საპროკურორო საბჭო
Prosecutorial Council
KARR9911507134820
0114 ქ. თბილისი,ვახტანგ გორგასლის ქ.N24 ტელ: (+995) 032 2 40 52 70 ელ. ფოსტა:saprokurorosabcho@pog.gov.ge
24 Gorgasali str, 0114 Tbilisi, Georgia Telephone: (+995) 032 2 40 52 70 E-mail:saprokurorosabcho@pog.gov.ge
10 / თებერვალი / 2020 წ.
№13/37-44
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
საპროკურორო საბჭოს 2019 წლის 16 დეკემბერის N2 განკარგულებით, გამოცხადდა
საქართველოს
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის
სპეციალისტებთან
და
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებთან
ერთთვიანი
საჯარო
კონსულტაციები. ამავე განკარგულების N1 დანართით დამტკიცებულ იქნა გენერალური პროკურორობის
კანდიდატობის მსურველი პირების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.
ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობისას, საქართველოს გენერალური პროკურორობის
კანდიდატობის შერჩევის პროცესში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები:
პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე,
ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული
უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახურმა”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო
ობსერვატორიამ“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ და ა(ა)იპ
,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტომ“.
მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია , წარადგინა
შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.
მესამე კანდიდატი − შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი
შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.
სოფიო
მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის
სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა
ცენტრმა“.
მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ
„სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.
მეექვსე კანდიდატი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე
პარტნიორები“.
წარადგინა იურიდიულმა
კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და
მეშვიდე კანდიდატი - იურისტი მერაბ გამყრელიძე , მან საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/986ce1ce-f908-4687-94e9-42022c4b3527.html
1/4
2/10/2020
მერვე
კანდიდატი - იურისტი დავით კოდანაშვილი მან საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
მეცხრე კანდიდატი - იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა
,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.
მეათე კანდიდატი
ასოციაციამ“.
-
იურისტი
დავით ზირაქაშვილი, წარადგინა
სსიპ
მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა
ცენტრმა“.
,,საქართველოს
პირმა
ადვოკატთა
ა (ა).ი.პ. ,,უფლებათა დაცვის
მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.
კობა კობახიძე
მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .
დარიკო თორდია
მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი
წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.
მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო
ორგანიზაციამ "დამცველი".
მეთექვსმეტე კანდიდატი - იურისტი რამაზ ჩინჩალაძე , მან საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
მეჩვიდმეტე კანდიდატი - ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე , მან საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად გამოცხადებული
ერთთვიანი
საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, 2020 წლის 22 იანვარს, გაიმართა საპროკურორო საბჭოს
სხდომა. სხდომაზე, საპროკურორო საბჭოს მიერ შემოწმდა საქართველოს გენერალური პროკურორობის
კანდიდატებად წარმოდგენილი პირების ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019
წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულე.
საპროკურორი საბჭოს მიერ, ამავე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გენერალური პროკურორობის
კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
დამატებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია კანდიდატებად წარმოდგენილი პირების სისხლის სამართლის
საქმეებში დაზარალებულად ცნობის, მათ მიმართ განრიდებისა ან/და დისკრეციის გამოყენების,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა ან/და შეწყვეტის თაობაზე.
2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საპროკურორო საბჭოს მიერ N1 განკარგულებით დამტკიცებული იქნა
,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი“.
2020 წლის 22 იანვარს N1 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის
კანდიდატების შერჩევის წესის“
მე-2 მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ, საქართველოს
გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა ანბანური
თანმიმდევრობით.
საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ორ პირს - ალექსანდრე კობაიძეს და გელა ჩივაძეს
სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად
დამატებითი ვადა განუსაზღვრა. კანდიდატების მიერ ხარვეზი დამატებით ვადაში იქნა აღმოფხვრილი.
2020 წლის 22 იანვარის N1 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის
კანდიდატების შერჩევის წესის“
მე-3 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად,
გადაწყდა გენერალური
პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება.
2020 წლის 27 იანვარს დაიწყო საპროკურორო საბჭოს მიერ ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან
ინდივიდუალური გასაუბრება, რომელიც გაგრძელდა 2020 წლის 05 თებერვლის ჩათვლით. საპროკურორო
საბჭომ ინდივიდუალური გასაუბრება ჩაატარა გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ 15
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/986ce1ce-f908-4687-94e9-42022c4b3527.html
2/4
2/10/2020
პირთან, ხოლო ორმა პირმა - გრიგოლ გაგნიძემ და ფიქრია ზირაქაშვილმა პირადი განცხადებით მოხსენეს
თავიანთი კანდიდატურები.
ერთიან სიაში შეყვანილი პირების დაბარება გასაუბრებაზე გამოსაცხადებლად ხდებოდა გონივრული
დროით ადრე, რათა მათ ჰქონოდათ შესაბამისი დრო მოსამზადებლად.
საპროკურორო საბჭოს მიერ დადგენილი გასაუბრების წესების მიხედვით კანდიდატად წარმოდგენილ
ყველა პირს გასაუბრების დაწყებისას მიეცა შესაძლებლობა საბჭოსთვის წარედგინა
საქართველოს
პროკურატურის განვითარების სტრატეგია, ხედვა და ესაუბრა საკუთარი მოტივაციის შესახებ, რის შემდეგაც
საბჭოს წევრები უსვამდნენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კანდიდატად წარმოდგენილ ყველა პირს
ჰქონდა შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, დამატებით ესაუბრა მისთვის მნიშვნელოვან
საკითხებზე, რაც კითხვა-პასუხის დროს არ გაჟღერებულა. გენერალური პროკურორობის კანდიდატებად
წარმოდგენილი პირები საკუთარი ხედვებსა და მოტივაციაზე საუბრისას ხოლო საპროკურორო საბჭოს
წევრები კითხვების დასმისას, დროში შეზღუდულები არ იყვნენ.
გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭომ
მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კანდიდატად წარმოდგენილ ყველა პირთან
გასაუბრების
მიმდინარეობა უწყვეტად გადაიცემოდა ,,ლაივ სტრიმის“ მეშვეობით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
ჰქონდა შესაძლებლობა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში, ედევნებინა
თვალყური გასაუბრების პროცესისთვის.
2020 წლის 6 თებერვალს, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ
პირებთან ინდივიდუალური გასაუბრებების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ სხდომაზე
დაადგინა კანდიდატების შერჩევის კენჭისყრის პროცედურა. დადგენილი წესების შესაბამისად ჩატარდა
ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები შემდეგნაირად
გადანაწილდა: ახალბედაშვილი ვიქტორ - 3 ხმა, გაბელია პაატა - 0 ხმა, გამისონია რაულ- 2 ხმა, გამყრელიძე
მერაბ -1 ხმა, ვაჭარაძე ვალერიან - 8 ხმა, ზირაქაშვილი დავით - 0 ხმა, თორდია დარიკო -7 ხმა, კვანტალიანი
ვალერი - 1 ხმა, კობაიძე ალექსანდრე - 0 ხმა, კობახიძე კობა - 1 ხმა, კოდანაშვილი დავით -1 ხმა, შენგელია
სოფიო - 9 ხმა, შოთაძე ირაკლი - 10 ხმა, ჩივაძე გელა- 0 ხმა და ჩინჩალაძე რამაზ -2 ხმა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობა
მიიღო და შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდა ოთხი კანდიდატი: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია,
სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16
მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც - ,,კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო
შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც
განსხვავებული სქესის უნდა იყოს“, დაცული იქნა.
2020 წლის 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხ
კანდიდატს ვალერიან ვაჭარაძეს, დარიკო თორდიას, სოფიო შენგელიას და ირაკლი შოთაძეს ფარული
წესით უყარა კენჭი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს თორმეტმა წევრმა. მათ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თითოეულ
კანდიდატს ცალ-ცალკე მისცეს ხმა. სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირაკლი
შოთაძემ 11 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; სოფიო შენგელიამ 1 დადებითი ხმა და 11 უარყოფითი
ხმა მიიღო. ვალერიან ვაჭარაძემ არცერთი დადებითი ხმა და 12 უარყოფითი ხმა მიიღო; დარიკო თორდიამ
კი არცერთი დადებითი ხმა და 12 უარყოფითი ხმა მიიღო.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც - ,,არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას,
მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა“, დაცული იქნა.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის ღიაობისა და გამჭირვალობის სრულად
უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით კენჭისყრის პროცესები უწყვეტ რეჟიმში
გადაიცემოდა „ლაივ სტრიმით“.
შერჩევის პროცესში ირაკლი შოთაძესთან ინდივიდუალური გასაუბრება, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 04
თებერვალს, მიმდინარეობდა ხუთი საათი, საიდანაც ორი საათის განმავლობაში ირაკლი შოთაძე
საუბრობდა საქართველოს პროკურატურის განვითარების საკუთარი გეგმების, სტატეგიის და პროგრამის
შესახებ. საბჭოს წევრების მიერ დაისვა
50 შეკითხვა (იხილეთ თანდართული, ირაკლი შოთაძესთან
გასაუბრების ვიდეო ჩანაწერი).
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/986ce1ce-f908-4687-94e9-42022c4b3527.html
3/4
2/10/2020
ირაკლი
შოთაძე სრულად შეესაბამება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ: ირაკლი შოთაძეს აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - დაამთავრა
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს იურიდიული ფაკულტეტი, არის
საქართველოს მოქალაქე, არ არის ნასამართლევი; ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო
სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, აქვს პროკურორად მუშაობის ცხრა წლის სტაჟი, მათ შორის ორი წელი
და ექვსი თვე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. ირაკლი შოთაძე, ასევე, არის საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი
და მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარმოუდგინა
სსიპ
- საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ.
ამდენად, საპროკურორო საბჭოს მიერ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მოთხოვნებთან,
კანონით
განსაზღვრულ
კრიტერიუმებთან
შესაბამისობის,
გასაუბრების
დროს
წარმოდგენილი პროგრამის, საქართველოს პროკურატურის განვითარების გეგმის გათვალისწინებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეირჩა ირაკლი შოთაძე.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს - ირაკლი შოთაძეს.
დანართი:
1 ცალი მეხსიერების ბარათი, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთან
გასაუბრების აუდიო ჩანაწერი.
პატივისცემით,
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/986ce1ce-f908-4687-94e9-42022c4b3527.html
ნანა ხუნჯუა
4/4
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2907/20
18-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ
(N1-2184/20; 10.02.2020)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განიხილა
საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკითხი (N12184/20; 10.02.2020).
I. ზოგადი მიმოხილვა
2020 წლის 10 თებერვალს საპროკურორო საბჭომ, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის
მე-2 პუნქტის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გენერალური
პროკურორობის აღნიშნული კანდიდატის საკითხის განმხილველ კომიტეტად განსაზღვრა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურას
ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით საპროკურორო
საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც
ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და
რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად
ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან
აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად
არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური
წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველო პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა კანდიდატს.
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომიტეტმა
ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე − კომიტეტის 8 წევრი;
წინააღმდეგი − 0) მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი
ირაკლი შოთაძე შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის
დადგენის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით (მომხრე − კომიტეტის 8 წევრი; წინააღმდეგი − 0) მხარი დაუჭირა
გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის საქართველოს გენერალურ
პროკურორად არჩევის საკითხს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით
გათვალისწინებული პროცედურის დაცვით განიხილა საპროკურორო საბჭოს მიერ
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად
წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და გასცა რეკომენდაცია, რომ ირაკლი შოთაძე
არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი