ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 18 თებერვლის პლენარულ სხდომაზე არდასწრების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
2-2922/20
18-02-2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 18 თებერვალს
დაგეგმილი პლენარული სესიის სხდომის თავმჯდომარე(ებ)ს
განცხადება
საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განცხადება პლენარულ
სხდომაზე საკითხების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის
თაობაზე
ბატონო არჩილ,
ფრაქციის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ფრაქცია
„დამოუკიდებელი დეპუტატები“ ემიჯნება საქართველოს გენერალური პროკურორის
არჩევის მიზნით მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი
საკითხის განხილვასა და კენჭისყრას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ფრაქცია უარს აცხადებს 2020 წლის 18
თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და
კენჭისყრაში მონაწილოებაზე (ბოიკოტი).
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge