„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/434/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. სახელმწიფო (www.matsne.gov.ge), ბაჟის მიღების შესახებ კანონის თარიღი: (საქართველოს 29/04/1998, საკანონმდებლო სარეგისტრაციო მაცნე კოდი: 230.000.000.05.001.000.350) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები - ყველა სარჩელზე;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი 2020 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტი გულისხმობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის შემთხვევაში. დღევანდელი რედაქციით, ვეტერანების გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს (სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი). სასურველი იქნებოდა, ვეტერანებზე გავრცელდეს ისეთივე შეღავათი, როგორითაც დღეს სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები. აღნიშნული სუბიექტები მთლიანად თავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - ყველა სარჩელზე. დღეს ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა არაა სახარბიელო და ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ თანხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაინც, ეს დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან, რაც გულისხმობს მოსარჩელის ვალდებულებას, ამტკიცოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ვეტერანების დამსახურების გათვალისწინებით, ისინი პირდაპირ და უპირობოდ უნდა თავისუფლდნებოდნენ ამგვარი ვალდებულებებისგან და უნდა სარგებლობდნენ ისეთივე შეღავათით, როგორითაც სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაერთიანებები. მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საქართველოს კანონში -„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, ვეტერანები შესძლებენ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელად მიმართონ სასამართლოს, ყველა სახის სარჩელით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ ვეტერანები გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, ყველა სარჩელზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); არ გამოიყენება აღნიშნულ ქვეპუნქტთან დაკავშირებით. კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონის ამოქმედება არ მოითხოვს რაიმე ღონისძიებას, ან პერიოდს. შესაბამისად, მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც 2020 წელს, ასვეე მომდევნო საშუალოვადიან (3 წელი) პერიოდში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან ვეტერანები გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ისინი აღარ გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. დღესდღეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 55.000-მე ვეტერანი. არ არსებობს სტატისტიკა, რამდენია ვეტერანი მათ შორის, ვინც მიმართავს სასამართლოს და რა თანხას შეადგენს მათ მიერ გადახდილი სახლემწიფო ბაჟი. თავის მხრივ, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ არის ერთგვაროვანი და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონი, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია, რომ სასამართლოში ვეტერანების მხრიდან გაიზარდოს მიმართვიანობა. შესაბამისად, გაიზრდება განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან. ბუნებრივია, შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ოდენობით შეიძლება გაიზარდოს მიმართვიანობა მას შემდეგ, რაც ვეტერანებს მოეხსნებათ ერთგვარი ბარიერი, სახელმწიფო ბაჟის სახით. თუმცა, საყურადღებოა, რომ დღეს, საერთო სასამართლოები გადატვირთულია და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გარეშე, ისედაც საჭიროებს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს 380-დან 450-მდე (დღეს 310 მოსამართლეა საქართველოში). – „საქართველოში მოსამართლეების საჭირო რაოდენობის შეფასება“, ავტორები: იესპერ ვიტრუპი თეა მაჩაიძე ელენე ჯანელიძე მარიამ მაყიშვილი, 8 აგვისტო 2018 წ. დასკვნის სახით, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა ისედაც არსებობს, აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი შედეგების გარეშეც და კანონპროექტი წარმოადგენს ერთგვარ დამატებით სტიმულს, დროულად განხორციელდეს სათანადო რეფორმები სასამართლო სისტემაში. რაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული კვლევით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს ვეტერანებზე (55.000-მდე, დღეის მდგომარეობით), რომლებსაც აღარ მოუწევთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში. მაგალითად, შრომით დავაზე, თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, ბაჟის თანხა შეადგენს 100 ლარს პირველი ინსტანციის სასამართლოში. მეორე ინსტანციაში - 150 ლარს, ხოლო მესამეში - 300 ლარს. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონი განსაზღვრავს სხვადასხვა ოდენიბის ბაჟის განაკვეთებს, სხვადასხვა კატეგორიის სასარჩელო მოთხოვნებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის დღეს არსებული რედაქციით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. კანონპროექტი ითვალისწინებს მათ გათავისუფლებას ყველა სახის სარჩელზე. შესაბამისად, ამ სახის ფულადი შენატანის განხორციელების ვალდებულება ვეტერანების შემთხვევაში აღარ იარსებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი