ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მომართვა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციის წევრების წარდგენის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
ნომერი
#2-3062/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-20
ბიუროს ნომერი 329

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2-3062/20 19-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბერაიას საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის №327/9 გადაწყვეტილებას (საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს) არ გამოუწვევია ფრაქცია ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კვოტების ცვლილება, წარმოგიდგენთ მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში შემდეგ კანდიდატებს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) : ძირითადი შემადგენლობა - დავით ბაქრაძე; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) : ძირითადი შემადგენლობა - გიორგი წერეთელი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) : სათადარიგო შემადგენლობა - ირაკლი აბესაძე; ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) : სათადარიგო შემადგენლობა- ირაკლი აბესაძე; საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) : ძირითადი შემადგენლობა - დავით ბაქრაძე. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge