„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი
ნომერი
#07-3/435/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.019586) პირველი მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. 2093 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072-1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252-1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე-1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583, 1584, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1355 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2020 წლის ... № სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი 2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორცილდა ორი ცვლილება (№5295-Iს და №5297-Iს), რომელთა თანახმად, კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილი (მუნიციპალიტეტის ორგანოს განსახილველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები) და 2401 მუხლის პირველი ნაწილი (მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ამ ნაწილებში მოცემულ ამავე კოდექსის მუხლების ჩამონათვალს დაემატა 556 (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა) და 1355 (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით ან სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელება დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით) მუხლები. აღნიშნულ ცვლილებებათაგან ერთერთი ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო მეორე - 45-ე დღეს (2020 წლის 17 იანვარს). ამავე დროს, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნა კიდევ ერთი ცვლილება (№5012-Iს), რომლის თანხმად, 2093 მუხლის პირველი ნაწილი და 2401 მუხლის პირველი ნაწილი ასევე ჩამოყალიბდნენ ახალი რედაქციებით. აღნიშნული ცვლილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისი. ამდენად, ეს უკანასკნელი ცვლილება მისი ამოქმედების მომენტისთვის (2020 წლის 1 ივნისი) გადაფარავს 2020 წლის 17 იანვარს ამოქმედებულ ცვლილებას და შესაბამისად, 2093 მუხლის პირველი ნაწილითა და 2401 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მუხლების ჩამონათვალში აღარ იქნება 556 და 1355 მუხლები, რაც ხელს შეუშლის მათ აღსრულებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა არსებული პრობლემიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 2019 წლის 20 სექტემბერს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონში (№5012-Iს) ცვლილების შეტანა და კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილითა და 2401 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მუხლების ჩამონათვალისთვის კოდექსის 556 და 1355 მუხლების დამატება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველ ნაწილში და 2401 მუხლის პირველ ნაწილში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების ჩამონათვალს 2020 წლის 1 ივნისიდან დაემატება კოდექსის 556 და 1355 მუხლები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის (№5012-Iს) პირველი მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილები, რომლებიც, თავის მხრივ, 2020 წლის 1 ივნისიდან ახალი რედაქციით აყალიბებენ კოდექსის 2093 მუხლის პირველ ნაწილს და 2401 მუხლის პირველ ნაწილს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილებში არსებულ ამავე კოდექსის მუხლების ჩამონათვალს ემატება 556 და 1355 მუხლები. აქედან გამომდინარე, 556 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამასთანავე, 1355 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208ე მუხლის ახალი რედაქცია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონში (რომელშიც შედის ცვლილება მოცემული კანონპროექტით) უნდა ინტეგრირდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) გ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ არის კავშირში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ არის კავშირში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასებები არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში არ ყოფილა მაგალითად გამოყენებული. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტების ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი