საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი აბესაძის, დავით ბაქრაძის, ეკა ბესელიას, აკაკი ბობოხიძის, გიორგი ბოკერიას, თინათინ ბოკუჩავას, ხათუნა გოგორიშვილის, რომან გოცირიძის, თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიას, გიორგი კანდელაკის, სერგი კაპანაძის, ოთარ კახიძის, ზაზა კედელაშვილის, ნიკანორ მელიას, ირმა ნადირაშვილის, კობა ნაყოფიას, რამაზ ნიკოლაიშვილის, სერგო რატიანის, სალომე სამადაშვილის, აზერ სულეიმანოვის, გიორგი ტუღუშის, ლელა ქებურიას, გიორგი ღვინიაშვილის, მამუკა ჩიქოვანის, ნატო ჩხეიძის, გიორგი წერეთლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის და ელენე ხოშტარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/422; 04/12/2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 5 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3094/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-20
ბიუროს ნომერი 329

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3094/20 20-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი აბესაძის, დავით ბაქრაძის, ეკა ბესელიას, აკაკი ბობოხიძის, გიორგი ბოკერიას, თინათინ ბოკუჩავას, ხათუნა გოგორიშვილის, რომან გოცირიძის, თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიას, გიორგი კანდელაკის, სერგი კაპანაძის, ოთარ კახიძის, ზაზა კედელაშვილის, ნიკანორ მელიას, ირმა ნადირაშვილის, კობა ნაყოფიას, რამაზ ნიკოლაიშვილის, სერგო რატიანის, სალომე სამადაშვილის, აზერ სულეიმანოვის, გიორგი ტუღუშის, ლელა ქებურიას, გიორგი ღვინიაშვილის, მამუკა ჩიქოვანის, ნატო ჩხეიძის, გიორგი წერეთელის, ზურაბ ჭიაბერაშვილის და ელენე ხოშტარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/422; 04.12.2019) ინიციირებულ ორგანული კანონის პროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. წამყვანი კომიტეტისთვის კანონის პროექტის განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 25 თებერვალი. გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ვადა საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დასამუშავებლად. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 5 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge