„საქართველოს პარლამენტის წევრის ლადო გეგელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე"

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.09.2007
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#14713/4-12/6
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2007-09-25

📜 ტექსტი

სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქარველოს პარლამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის პლენარული სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი თავმჯდომარე. შემდეგი საკითხი, რომელიც ასევე დღის წესრიგშია და ... საქართველოს პარლამენტის წევრის ლადო გეგელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გთხოვთ, ქალბატონო ხათუნა. ხ.გოგორიშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგა ბატონი ლადო გეგელაშვილი დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებულად, გუბერნატორად გორში, ხაშურში და ა.შ. არ ჩამოვთვლი ყველა რაიონს, მან დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა და თანახმად კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნებისა, ჩვენ უნდა შევუწყვიტოთ მას ვადამდე ადრე უფლებამოსილება. სამივე დასკვნა წარმოდგენილია. გთხოვთ, კენჭი ვუყაროთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. გმადლობთ. თავმჯდომარე. კოლეგებო, რეგლამენტით მე ვალდებული ვარ კენჭისყრაზე დავაყენო ეს საკითხები. გთხოვთ, თანხმობას, რომ კენჭი ვუყაროთ. 79 ხმა არის საჭირო. არის? სად არის მანდატური? კოლეგებს ვთხოვ, შემობრძანდნენ. კოლეგებს ვთხოვ, შემობრძანდნენ დარბაზში და მოვემზადოთ კენჭისყრისათვის.
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქარველოს პარლამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის პლენარული სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი თავმჯდომარე. „ბატონი ლადო გეგელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება. გთხოვთ, ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. ქარელის ძმაკაცი? ზუსტად გამოიცანით. მომხრე – 118 , წინააღმდეგი – 0 გმადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია.