საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტებში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტებში
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტებში (ეს პროექტი) ანგარიში
- ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში. ანგარიში
- ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-3143/20
20-02-2020
საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ ირაკლი ბერაიას,
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გიგზავნით
2019 წლის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის
ანგარიშებს
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეასა
და
ევროკავშირი-საქართველოს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში.
დანართი: 10 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
2019 წლის ანგარიში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის
საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ
ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული
პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის
მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და
აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და
ეკონომიკურ ინტეგრაციას.
საანგარიშო პერიოდში დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, საქართველოს
პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), რომან კაკულია,
სერგი კაპანაძე, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე,
დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, მარიამ ჯაში.
დელეგაციის სათადარიგო
შემადგენლობის წევრები იყვნენ: აკაკი ზოიძე, ირმა ინაშვილი, გიორგი კანდელაკი, გუგული
მაღრაძე, გიორგი მოსიძე.
2019 წლის, 28-29 იანვარს, ევროპარლამენტში, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და
დემოკრატიის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის
პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების და სოციალურ საკითხთა, განათლების,
კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომები გაიმართა.
ეკონომიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის პოლიტიკის და საკანონმდებლო დაახლოების
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი - „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის
გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.“
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის
სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში განათლების
რეფორმებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, განათლების სექტორში
ინოვაციების განვითარებაზე. სხდომაზე ისაუბარესპარტნიორ ქვეყნებში ტუბერკულოზის
გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გზებს.
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტზე იმსჯელეს
აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობაზე
დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის
გაძლიერების მიზნით.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
პირველმა მოადგილემ, ირინა ფრუიძემ წარადგინა მისი და ევროპარლამენტარ ანჟეი გრჟიბის
თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი - „სოლიდარობა და დაახლოება
ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების ფორმატისკენ“.
ევრონესტის კომიტეტების სხდომების პარალელურად ასოცირებული ქვეყნების სამუშაო
ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფმა ასოცირების ხელშეკრულების
განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე
იმსჯელა.
***
2019 წლის, 30 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ხულორდავა მონაწილეობდა. ბიუროს
სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების
პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
მერვე სხდომა დაიგეგმა, რომელიც თბილისში 8-10 დეკემბერს გაიმართა.
***
2019 წლის, 8 – 10 დეკემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სესია
გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. საპარლამენტო ასამბლეის
მუშაობაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების
წევრები მონაწილეობდნენ.
სესიის ფარგლებში მიიღეს პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის
და ენერგეტიკული უსაფრთხოების; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან
საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების; ენერგეტიკული უსაფრთხოების ასევე,
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის
მიერ შემუშავებული შემდეგი რეზოლუციები:
„საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის,
ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების
მიზნით“.
„ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული
ტექნოლოგიების განვითარება ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის
სტიმულირების მიზნით“
„სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში, პროგრესული რეგულირების
ფორმატისკენ“
„ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ
პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები“.
სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს საგანგებო რეზოლუციას თემაზე: „აღმოსავლეთ
პარტნიორობის ტრიო პლიუს სტრატეგია 2030 წლისთვის“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საგანგებო
განცხადება მიიღო, სადაც ასამბლ
ეამ დაგმოდე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო
დაკავება და მოითხოვა მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდებას მოხსნა და მისი
გათავისუფლება.
მოამზადა დელეგაციის მდივანმა
თეკლე ბორაშვილი
დანართი
2019 წლის ანგარიში
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary
Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის
წევრებისაგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410)
ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს
საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს
პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
უძღვება. საანგარიშო პერიოდში დელეგაციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი
თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობდა რომელიც ევროპარლამენტარ საჯად
კარიმთან (კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) ერთად
თანათავმჯდომარეობდა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას.
დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო
გოგუაძე, ოთარ დანელია, აკაკი ზოიძე, ოთარ კახიძე, გუგული მაღრაძე, გიორგი მოსიძე, ბექა
ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ირინე ფრუიძე. დელეგაციის სათადარიგო წევრები:
სოფიო კილაძე, გიორგი ტუღუში, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, მარიამ ჯაში.
2019 წლის ბოლოს, 20 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა დელეგაციის
ახალი შემადგენლობა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახლადარჩეული თავმჯდომარის,
დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა 2019 წლის 27-28 მარტს, სტრასბურგში,
ევროპარლამენტში, თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის
ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში
მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის
თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის
განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა.
ასოცირების
კომიტეტის
სხდომაზე
საქართველო-ევროკავშირის
ურთიერთობების
მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,
ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, დირკ
ლორენსმა და ევროკომისიის „საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან სასაზღვრო
თანამშრომლობის“ მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლას ჩენდროვიჩმა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების
სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის და ბოლო
პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ უკანონო დაკავებების შესახებ
ისაუბრა.
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ
საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა
სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,
ნინო გახარიამ.
ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, ენერგეტიკულ
გაერთიანებაში
საქართველოს
გაწევრიანების
და
შესაბამისად
საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
ევროპარლამენტარებს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.
ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო,
სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა:
•
•
•
•
კომიტეტი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ
განვითარებას და კვლავ ეხმიანება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების
პერსპექტივას,
რომელიც
ევროკავშირის
ხელშეკრულების
49-ე
მუხლით
გათვალისწინებული შესაძლებლობაა;
კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც
საქართველოს
პრემიერ
მინისტრისა
და
ევროკომისიის
პრეზიდენტის
ხელმძღვანელობით 2018 წლის ნოემბერში გაიმართა, მნიშვნელოვანია საქართველოს
ევროკავშირთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს
შორის დაწესებული ახალი უმაღლესი დონის დიალოგისთვის;
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი
საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;
კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო
რეჟიმის
შეუფერხებლად
მუშაობისთვის,
იწონებს
ახალ
საკანონმდებლო
•
•
•
რეგულაციებს, მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების
საპოლიციო და საბაჟო უწყებებთან, მუდმივ საინფორმაციო კამპანიებს მოქალაქეთა
სათანადო ინფორმირებისთვის;
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას, ენერგეტიკული
უსაფრთხოების გასამყარებლად რეგიონში ევროპის მთავარი პარტნიორი იყოს და
იწონებს ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირების
განვითარებას;
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, აქტიურად
იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში,
ისე აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების
შესრულებაზე
საპარლამენტო
ზედამხედველობაში;
იწონებს
პარლამენტის
რეგლამენტის რეფორმას, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად,
საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ
დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია;
ასოცირების კომიტეტი
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს, გმობს
რუსეთის აგრესიას და სამშვიდობო პროცესსა და მის უალტერნატივობას უჭერს მხარს.
იწონებს მთავრობის პოლიტიკას მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,
მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
კომიტეტის შემდგომი სხდომა ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შემოდგომაზე
თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპარლამენტის თხოვნით მისი ჩატარება 2020
წლის თებერვლისთვის გადაიდო.
საერთო ევროპული არჩევნების შედეგად 2019 წლის მაისში შეიკრიბა ევროპარლამენტის
ახალი შემადგენლობა. შესაბამისად, 2020 წლის მეორე ნახევარში სრულად განახლდა როგორც
ვროპარლამენტის, ისე საქართველოს პარლამენტის დელეგაციების შემადგენლობა
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში.
მოამზადა დელეგაციის მდივანმა
თეკლე ბორაშვილი