„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სულხან მახათაძე, გოგა გულორდავა
ნომერი
#07-3/436/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს კანონში „ნარჩენების მართვის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი (იურიდიული პირის შემთხვევაში 400 ტონაზე მეტი) ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. გეგმა ძირითადად უნდა მოიცავდეს: ა) წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაციას (კერძოდ, მონაცემებს მათი წარმოშობის, ნარჩენების ნუსხით განსაზღვრული ნარჩენების სახეობების, შემადგენლობის, რაოდენობის შესახებ); ბ) ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში; გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირების მეთოდის, განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების მეთოდის აღწერას; – დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს; ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ მეთოდებს ან/და იმ პირის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა.“. 2. 31-ე მუხლის: ა) მე-2-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა- ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 8. 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“. 3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-დან 10 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 3. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. 4. 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.“. 4. 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 5. 34-ე-35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 2. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დანაგვიანებული ტერიტორია. დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება.”; „მუხლი 35. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 1. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 6. 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.“. 7. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა 1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“. 8. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა 1. მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მიუწოდებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. 2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“. 9. 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-10 ნაწილით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროქტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის მიღების მიზანია გადაიჭრას პრობლემა, რაც უკავშირდება ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). პრაქტიკაში მიუხედავად ხშირია ნარჩენების შემთხვევები, კოდექსში როდესაც ფიზიკური/იურიდიული კონკრეტული პირები, სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. ფაქტია, რომ მათთვის, კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ ხდება გარკვეული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრება, აღნიშნული საჭიროებს კანონში ცვლილების შეტანას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის. ადმინისტრირების გამკაცრების გზით, ნორმების აღსრულების მექანიზმი უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით აღმოიფხვრება კოდექსის ცალკეული ნორმების არასწორი განმარტების შესაძლებლობა. კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება ახალი რეგულაცია ნარჩენების მართვის სფეროში, რითაც ამაღლდება „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოქმედების და მასში გაწერილი ნორმების ეფექტურად გამოყენების სტანდარტი. საბოლოოდ, კი განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სფეროში სამართალდარღვევების ჩადენას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილი იცვლება იმგვარად, რომ იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე. აღნიშნული ცვლილების განხორციელებით კი, უპირველესად, ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას შეეწყობა ხელი. 2.1 ცვლილება ეხება 31-ე მუხლის მე-2 ნაწილს და 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით. 2.2 კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას ამავე მუხლის მე-3-9 ნაწილებში. ჯარიმის რაოდენობები კი გაზრდილია შემდეგნაირად: (3) 2 კგ-მდე ავტოსატრანსპორტო მუნიციპალური საშუალებიდან, ნარჩენით გარემოს გამოიწვევს მძღოლის, დანაგვიანება ხოლო ჩადენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით. (4) 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით; (5) 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად გაოთხმაგებული - 2000 ლარის ოდენობით; (6) 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა 500 ლარით დაჯარიმდება; (7) 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა; (8) 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით 3000 ლარით; (9) დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტროან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით. 2.3 კოდექსის 31-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილიც, რომელიც აწესებს სანქციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებისათვის. აღნიშნული ცვლილებით ნარჩენების წარმომქმნელებს ეკრძალებათ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახის ნარჩენების განთავსება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შემდგომში ნარჩენების სეპარირების პროცესის დანერგვას ქვეყანაში. ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისათვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარს. ამასთანავე, ამ ცვლილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. შესაბამისად, ეს პირობა აისახება კოდექსის 48-ე მუხლის მე5 ნაწილში ცვლილების შეტანით. 3.1 ცვლილება შეეხება 32-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს და აქაც, ანალოგიურად წინა მუხლისა, მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული სანქციის რაოდენობა იზრდება, კერძოდ: (1) 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით; (2) თუ ამ ტიპის ნარჩენების რაოდენობა 1 მ3-ს უტოლდება ან აღემატება 10 მ3-მდე, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 1500 ლარის ნაცვლად 3000 ლარს ოდენობით. მოცემული ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, როგორც ნათელია, სამმაგდება, განსხვავებით იურიდიული პირებისთვის დაწესებული გაორმაგებული ჯარიმისა. ამგვარი მოწესრიგება კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო მეტად ფიზიკური პირები ჩადიან, მათი მხრიდან დარღვევის სიხშირე მეტია, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია სანქციის ამ ოდენობით გაზრდა ფიზიკური პირებისთვის. 3.2 ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები, რომლითაც კონკრეტული რაოდენობის/მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება სხვადასხვა ჯარიმას იწვევს დამრღვევ პირთათვის, კერძოდ: (3) 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. (4) ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ სახეზეა 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ასეთ დროს ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 30000 ლარის ოდენობით. 3.2 ცვლილება ეხება ამ მუხლის შენიშვნასაც, კერძოდ, ამ შემთხვევაში ფორმულირება იცვლება იმგვარად, რომ პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ვალდებული დაასუფთაოს იქნება ოქმი ამ მუხლით სამშენებლო გათვალისწინებულ ან სხვა ინერტული შემთხვევაში, ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში. არსებული რედაქციით აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 32ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, მხოლოდ 1მ3-მდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის. ცვლილების თანახმად, კი დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ასევე დაეკისრებათ კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის შემთხვევაშიც, 1მ3 ან 1მ3-ზე მეტი სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის. ამრიგად, მიზანშეწონილია 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისას პირს მიეცეს გონივრული ვადა დასასუფთავებლად და მსგავსი მოწესრიგება აისახოს მუხლის შენიშვნაშიც. 4. კანონპროექტით 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში განხორციელებული ცვლილება ეხება მხოლოდ სანქციების გაზრდას, კერძოდ: (1) ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით - 100 ლარით. (2) 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. 5. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას 34-ე და 35-ე მუხლებში. 5.1 34-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს დაწესებული ჯარიმების რაოდენობის გაზრდას. გათვალისწინებულზე მეტი ჯარიმის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ამ ტიპის სამართალდარღვევების ჩადენის სიხშირე. (1) 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა შეადგენს 150 ლარის ნაცლად 500 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარს; (2) 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა. ამ მუხლის შენიშვნაში ზუსტდება ის, რომ გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. ამ მუხლის მიზნების გათვალისწინებით ნორმის სწორად განმარტებისთვის აუცილებელია წინამდებარე ცვლილების განხორციელება. არსებული რედაქციით მოცემული ქმედება არ ისჯებოდა , არ იყო სანქცირებადი, რადგან გარემოს დანაგვიანებად არ მიიჩნეოდა ამ ტიპის ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება, რაც არსებითად არასწორია და საჭიროებს დაზუსტებას. 5.2 35-ე მუხლი კი ყალიბდება იმგვარად, რომ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1500 ლარით. 6. კანონპროექტი ითვალისწინებს 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების ცვლილებას იმგვარად, რომ გაიზრდება დაწესებული ჯარიმების ოდენობა. (1) ფიზიკური პირები სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვებისთვის დაჯარიმდებიან 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 400 ლარისა და იურიდიული პირები 10000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა. (2) სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ნაცვლად - 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ნაცვლად 10000 ლარის ოდენობით. 7. 39-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, მსგავსად სხვა მუხლებისა, მიზნად ისახავს დადგენილი ჯარიმების ოდენობის გაზრდას, კერძოდ: (1) ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ნაცვლად - 1000 ლარის ოდენობით. (2) კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევის შემთხვევაში სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ფიზიკური პირები 550 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 1500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდებიან 3000 ლარის ოდენობის თანხით. 8. კანონპროექტით 43-ე მუხლი ახალი რედაქციით ყალიბდება, გათვალისწინებულია დადგენილი ჯარიმების გაზრდა და, ამასთან ერთად, ამავე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირებაში პირთა წრე ზუსტდება და განისაზღვრება, რომ ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მიუწოდებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი - 4000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, ხოლო კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა კი 5000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. არსებული რედაქციით ფიზიკურ პირებს მსგავსი ვალდებულება არ წარმოეშობოდათ, რაც ხარვეზად უნდა იქნას მიჩნეული და გამოსწორდეს. 9. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას 48-ე მუხლის მე-5 ნაწილშიც. კერძოდ, ნორმის დისპოზიციაში მიეთითება 31-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესახებ დათქმა, რომ კოდექსის 31-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. აღნიშნული ცვლილების განხორციელება განაპირობა 31-ე მუხლისთვის მე-10 ნაწილის დამატებამ. 10. მე-2 მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. რაც შეეხება კოდექსის იმ მუხლის ცვლილება, რომელიც არეგულირებს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემმუშავებელ პირთა წრეს (კოდექსის მე-14 მუხლი) და ასევე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევისათვის სანქციების გაზრდას (კოდექსის 43-ე მუხლი), იგი ძალაში შევა 2020 წლის 1 ივლისიდან. ამ უკანასკნელის ვადის გადაწევა, ცხადია გამოწვეულია ამ პირთათვის შესაბამისი ინფორმირებულობის მიზნით, რათა მათთვის კიდევ უფრო ცხადი გახდეს ამ ვალდებულების არსებობის და მისი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან იგი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გარდა იმ მუხლებისა, რომლებიც არეგულირებს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემმუშავებელ (კოდექსის მე-14 მუხლი) პირთა წრეს და ასევე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევისათვის სანქციების გაზრდას (კოდექსის 43-ე მუხლი), რომლებიც ძალაში შედის 2020 წლის 1 ივლისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან ამ ეტაპზე, ვინაიდან ცვლილება არ საჭიროებს დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს ამ ეტაპისათვის ადმინისტრირებას დღესაც ახორციელებენ მუნიციპალიტეტები შესაბამისი კადრების და აღჭურვილობის საშუალებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან ცვლილება ითვალისწინებს ახალი სანქციების შემოღებას და დაწესებული სანქციების გაზრდას. გარდა ამისა იზრდება ჯარიმების ოდენობები მთელ რიგ სამართალდარღვევები, რაც ასევე შესაძლებელია გახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის საფუძველი. თუმცა თუ რა ოდენობით შეიძლება მოხდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობასა და სახეზე. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ასეთია: 2018 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა დაახლოებით 3200-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის, 150-მდე იურიდიული პირის მიერ. 2019 წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოხდა დაახლოებით 3800-მდე სამართალდარღვევის დაფიქსირება, მათ შორის, 500-მდე იურიდიული პირის მიერ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება განხორციელდება არსებული რესურსით და ამ ეტაპზე არ იგეგმება არანაირი ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მდგომარეობაზე, მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ კანონპროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან ისინი დაჯარიმდებიან გაზრდილი ოდენობის თანხებით. ასევე, იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ: - პროექტის მიხედვით 31-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ნარჩენების წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება ხდება დასჯადი. თუმცა, პროექტით კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილშიც შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 31-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. შესაბამისად, პირებზე გავლენა იქნება იმ შემთხვევაში, სადაც მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს პირობა იქნება შესრულებული და შესაბამისად სანქციაც მაგ შემთხვევაში იქნება ამოქმედებული; - 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაანაგვიანებენ, ვისაც დაეკისრებათ ვალდებულება დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაონ სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია და არ დაემორჩილებიან გაცემულ მოთხოვნას. ამასთან, პროექტი საქნქციების დაკისრების გრადაციას იტვალისწინებს, კერძოდ: ა) 1 მ3 -მდე; ბ) 1 მ3 -დან 10 მ3 -მდე; გ) 10 მ3 -დან 50 მ3 -მდე; დ) 50 მ3 -ი და 50 მ3 -ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაანაგვიანება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი მოცულობით მოხდება გარემოს დანაგვიანება, მით უფრო მეტი ხარჯი ექნება პირს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად. - კანონპროექტის მიხედვით, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება უფრო მეტ იურიდიულ პირს მოუწევს, ვიდრე მოქმედი კანონის ფარგლებში უწევდათ, ვინაიდან ცვლილების შემდეგ იმ იურიდიულ პირებსაც მოუწევთ აღნიშნული გეგმის შემუშავება, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება. შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებელია მოუწიოთ გარკვეული ფინანსური რესურსის გაღება აღნიშნული გეგმების შემუშავებისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით ხდება ჯარიმების გაზრდა. ჯარიმების გაზრდა ხდება სხვადასხვა ოდენობებით, 2-ჯერ, 2.5-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ და ა.შ. იმის და მიხედვით, თუ როგორია სამართალდარღვევის შინაარსი. გარდა აღნიშნულისა, რიგ შემთხვევებში წესდება ახალი სამართალდარღვევის სახეები და შესაბამისად ჯარიმებიც. ამ შემთხვევაშიც, ჯარიმის ოდენობები გამომდინარეობს სამართალდარღვევის შინაარსიდან, მისი სიმძიმის ხარისხიდან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა; სულხან მახათაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა; სულხან მახათაძე