საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019—2020 წლის წლიური ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019—2020 წლის წლიური ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019—2020 წლის წლიური ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 - 2020 წლის წლიური ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
2-3241/20
21-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით
საქართველო-პოლონეთის
საპარლამენტო
ასამბლეაში
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019-2020 წლის წლიურ ანგარიშს.
დანართი „02“ ფურცელი
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი ვოლსკი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს
ანგარიში
1
საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი
წლის სტატისტიკა - რეზიუმე:
ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა.
2019 წლის 26-28 თებერვალი, პოლონეთის რესპუბლიკა, ვარშავა.
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გელა
სამხარაული, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია
ღონისძიების თემა:
საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები, საერთო ისტორია და გამოცდილება
საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხები
ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოცდილება და გამოწვევები
ძირითადი აქტივობები:
ასამბლეის ბიუროს სხდომა - სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოპოლონეთის
საპარლამენტო
ასამბლეის
მუდმივმოქმედი
დელეგაციების
ხელმძღვანელებმა. სესიაზე დამტკიცდა პლენარული სესიის დღის წესრიგი და
შემუშავდა პლენარული სესიის დასკვნითი დოკუმენტის ტექსტი;
ასამბლეის პლენარული სესიის სხდომა - პლენარული სესიის პირველ დღეს გაიმართა
კენჭისყრა და ერთხმად იქნა მიღებული ასამბლეის წესდება. ამავე დღეს სესიის
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, გიორგი
ვოლსკიმ და მარია კოცმა, თემაზე: ქართულ-პოლონური ურთიერთობები, საერთო
ისტორია და გამოცდილება. სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის
არსებული
ურთიერთობების
გაღრმავებასა
და
გაძლიერებაში
ახლადაჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობას.
პლენარული სესიის მეორე დღეს, გაიმართა დებატები თემებზე: საქართველოს
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხები და ადგილობრივი
თვითმმართველობა, გამოცდილება და გამოწვევები. აღნიშნულ საკითხებზე
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გააკეთეს შესაბამისი
მოხსენებები. პოლონეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თემაზე
მოხსენება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადამ ბიელანმა. სიტყვით
გამოსვლისას მან საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ პოლონეთის
მხრიდან ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პლენარული სესიის დასკვნითი დოკუმენტის მიღება - პლენარული სესიის დასასრულს
მიღებულ იქნა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
2
ასამბლეის პირველი პლენარული სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ხელი
მოაწერეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა. დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას
შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას და გმობს რუსეთის
ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ
ოსეთის მიმდინარე არალეგალურ ოკუპაციას.
სესიის დასასრულს, გაჟღერდა სტრუქტურული თანამშრომლობის გაძლიერება
შემდეგი მიმართულელებით: მცირე ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება,
შრომითი მიგრაციის საკითხები და სხვა.
წლიური ანგარიში მოამზადა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა.
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
ასამბლეაში