საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-1605/20; 31.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-3343/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-3343/20 25-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1605-20; 31.01.2020). საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის 24 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა დანიელ დავითაშვილმა. საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით და მისი მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება თავიანთი საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა სსიპ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა“. 2013 წლის 12 ივლისს საქართველოს კანონში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლის მიზანი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობდა სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფუძნებისა და ფუნქციონირების ახალი, ეფექტური სისტემის დანერგვას. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესი და სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკა ითვალისწინებს არა მხოლოდ სისტემის ეფექტიან მართვას და ურთიერთდაქვემდებარების თანამდროვე მექნიზმების ჩამოყალიბებას, არამედ რეფორმის ერთ - ერთი მიზანია უნივერსიტეტების როლის გაძლიერება და პროფესიული განათლების მიწოდების მრავალწლიანი გამოცდილების განვითარება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწსებულებების უნივერსიტეტებთან დაფუძნება და მათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მაქსიმალურად უზრუნვეყოფს პროფესიული განათლების პოლიტიკის კოორდინირებულად განვითარებას, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და დანერგვის, ისე კერძო სექტორთან პარტნიორობის კუთხით. აქვე აღვნიშნავთ, რომ უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული პროფესიული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საგანმანათლებლო პროგრამები უფრო მეტი ნდობით სარგებლობს როგორც მომავალ სტუდენტებში ისე დამსაქმებლებში. ამდენად არსებული საკანონმდებლო ნორმები არა მხოლოდ ამართლებს კანონმდებლობაში მათი შეტანის მიზანს არამედ ქმნის ეფექტურ მექანიზმს პროფესიული განათლების დაწესებულებათა განვითარებისათვის და ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ქვეყანაში. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიუღებლად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი