საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას მიერ წარმოდგენილი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-3350/20
25-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შავი ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
საპარლამენტო
ასამბლეაში
(PABSEC)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წლიურ
ანგარიშს. პერიოდი: 2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ოთარი დანელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში (PABSEC)
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი
წლის სტატისტიკა - რეზიუმე:
•
•
2 ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა;
2 კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა.
2019 წლის 15-16 მაისი, ბათუმი, საქართველო - ასამბლეის პოლიტიკურ და
სამართლებრივ საკითხთა და ეკონომიკური სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს
დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
ღონისძიების თემა:
სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განვითარებაში;
მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება
ძირითადი აქტივობები:
•
•
•
ღონისძიებას დაესწრნენ და სხდომის მონაწილეებს ზემოაღნიშნულ თემებზე
სიტყვით
მიმართეს
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ
თამარ გვარამაძემ;
სხდომაზე დადგა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოსთვის პაბსეკის პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე;
კომიტეტის სხდომაზე თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა
სიტყვით თემებზე: სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის
განვითარებაში და მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება და გააცნეს ამ
მიმართულებით მათ ქვეყნებში არსებული მიღწევები და გამოწვევები. აღნიშნულ
თემებზე მიღებული იქნა შესაბამისი მოხსენებები და რეკომენდაციები;
2019 წლის 19-20 ივნისი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბაქო - გენერალური ასამბლეის
რიგით 53-ე სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ
ნიკოლაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო ბუჯიაშვილი
1
ღონისძიების თემა:
პარლამენტების როლი მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.
ასამბლეის აქტივობები:
•
•
•
გენერალური ასამბლეის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
საბჭოს მიენიჭა პაბსეკის პარტნიორის სტატუსი, რომელსაც ასამბლეის ყველა
წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი;
პაბსეკში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ოთარ
დანელიას და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრს,
რამაზ
ნიკოლაიშვილს
გადაეცათ
პაბსეკის
საქმიანობაში
შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების მედალი;
სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენება და რეკომენდაცია თემაზე:
პარლამენტების როლი მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში;
სხვა აქტივობები:
პლენარული სესიის გარდა ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა:
•
•
•
ასამბლეის ბიუროს სხდომა;
ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა;
ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა.
2019 წლის 21-22 ოქტომბერი, მოლდოვა, კიშინიოვი
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის,
განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო ბუჯიაშვილი
ღონისძიების თემა: უმუშევრობის პრობლემა შავი ზღვის
სახელმწიფოს როლი უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში
რეგიონის
ქვეყნებში,
ძირითადი აქტივობები:
•
კომიტეტის სხდომაზე თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა
სიტყვით თემაზე: უმუშევრობის პრობლემა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში,
სახელმწიფოს როლი უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში და გააცნეს ამ
მიმართულებით მათ ქვეყნებში არსებული მიღწევები და გამოწვევები. აღნიშნულ
თემაზე მიღებული იქნა შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაცია.
2019 წლის 18-21 ნოემბერი, ბულგარეთი, სოფია
გენერალური ასამბლეის რიგით 54-ე სესია
ღონისძიების თემა: ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის სამომავლო
პერსპექტივები
დელეგაციის შემადგენლობა: ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო
ბუჯიაშვილი.
2
ძირითადი აქტივობები:
•
•
•
სესიის ფარგლებში ასამბლეის ყველა კომიტეტმა წარმოადგინა საკუთარი
საქმიანობის ანგარიში;
მიღებულ იქნა რეკომენდაცია თემაზე ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის
თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები;
წარმოდგენილ იქნა ასამბლეის 2019 წლის აქტივობების, მუდმივმოქმედი
კომიტეტისა და აუდიტის მოხსენებები.
წლიური ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა.
3