საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის მიერ წარმოდგენილი ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე
ნომერი
#2-3357/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3357/20 25-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გიგზავნით ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიურ ანგარიშს. დანართი (2 ფურცელი) პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი აბუსერიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
1 ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2019 წლის იანვარი - 2020 წლის იანვარი წლის სტატისტიკა - რეზიუმე: • ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა. 2019 წლის 4-10 ივლისი, კოტ დიუარის რესპუბლიკა, აბიჯანი. დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კახიანი, რუსლან პოღოსიანი ღონისძიების თემა: პარლამენტის როლი დემოკრატიის გაძლიერებაში ძირითადი აქტივობები: • ასამბლეის პლენარული სესიის სხდომა - სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტის როლი დემოკრატიის განვითარებაში, რომლის შესახებაც თითოეული ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა შესაბამისი მოხსენება. სესიაზე მიღებულ იქნა 13 რეზოლუცია და რეკომენდაცია შემდეგ თემებზე: კორუფცია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი, პერსონალური მონაცემების დაცვა, სტუდენტთა მობილობა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა, ლტოლვილ ქალთა ჯანდაცვის საკითხები და სხვა. • • • განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტის სხდომა სხდომაზე იმსჯელეს შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან წარდგენილ იქნა მოხსენება საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ და ასევე იმ არსებული პროგრამების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება შიდსისა და ტუბერკულიოზთან ბრძოლის წინააღმდეგ. პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის სხდომა - საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სხდომაში, რომელზეც განიხილეს ასამბლეის წევრ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება და მიიღეს შესაბამისი რეზოლუციები და რეკომენდაციები; ახალგაზრდა პარლამენტართა კავშირის სხდომა - სხდომაში საქართველოს დელეგაციიდან მონაწილეობა მიიღო რუსლან პოღოსიანმა. სხდომა შეეხო წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების დასაქმების საკითხებს. მიღებულ იქნა შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაციები. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება 2 სხვა აქტივობები: საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ასამბლეასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. წლიური ანგარიში მოამზადა ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა - ნინო ბუჯიაშვილმა. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება