საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-3397/20
25-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ბერაიას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი კობახიძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
პერიოდი: 2019 იანვარი-2020 იანვარი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
ძირითადი ინფორმაცია:
•
•
•
•
•
•
საანგარიშო წლის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ასამბლეის გენერალურ
მდივანთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან;
დელეგაციამ ინიცირება გაუკეთა რეზოლუციის ტექსტის ცვლილებას, რომლის
ტექსტშიც ასამბლეამ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ
ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მიღება;
იანვრის სესიაზე, ასამბლეამ განიხილა მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის
შემაჯამებელი ანგარიში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება
საქართველოში ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს
პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების
გაძლიერებას ემსახურება. ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს
პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს;
დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის
არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხორვატმა პოლიტიკოსმა, მარია ბურიჩმა დაიკავა
აღნიშნული თანამდებობა;
აპრილის სესიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიტყვით
მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. გამოსვლაში ყურადღება
გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც საქართველომ, ბოლო 20
წლის განმავლობაში განახორციელა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით,
კერძოდ გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების
დაცვის ეროვნული მექანიზმები, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება,
ეროვნული უმცირესობების დაცვა, გატარდა სასამრთლო რეფორმა და სხვა.
სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
რუსეთის ფედერაციის მიერ და კვლავ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების
დარღვევის ფაქტებს. ასევე აღინიშნა, რომ ჩქარი ტემპით მიმდინარეობს
რეგიონების
მილიტარიზაცია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტებს;
მრავალი საწინააღმდეგო მცდელობის მიუხედავად, რუსეთის დელეგაციამ ივნისის
სესიაზე მოახერხა საპარლამენტო ასამბლეისაგან უფლებამოსილებების აღდგენაზე
საჭირო ხმების მოპოვება. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის
დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩაერთო; აღნიშნული ფაქტი
სესიაზე პროტესტის სახით დაგმეს 7 ქვეყნის დელეგაციის წევრებმა (ლიეტუვა,
ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი საქართველო, სლოვაკეთი და უკრაინა). მათ
•
•
•
განაცხადეს, რომ გადახედავდნენ ასამბლეასთან მომავალ ურთიერთობებს; შეიქმნა
ე.წ. Baltic + ჯგუფი, რომლის შეხვედრებსაც დელეგაცია აქტიურად ესწრებოდა წლის
დარჩენილი პერიოდის განმავლობაში (კიევში, რიგასა და სტრასბურგში);
2019 წელი იყო ევროპის საბჭოს დაარსების 70 და საქართველოს გაწევრიანების 20
წლისთავის საიუბილეო თარიღი, რის აღსანიშნავადაც, საქართველოს
პარლამენტში, 30 აპრილს გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც მოწვეული იყო
და მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა,
ქალბატონმა ლილიან მორი პასკიემ;
ასევე, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე საქართველო იკავებს ევროპის
საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ადგილს. საქართველომ თავმჯდომარეობა
გადაიბარა 2019 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში, რასთან დაკავშირებითაც
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დეპუტატებს. ევროპის
საბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობდა საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
2019 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება. მათ
შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური კონფერენცია
არჩევნებში ადმინისტრაციული სახსრების ბოროტად გამოყენების თემაზე და
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის დიასპორის
ქვეკომიტეტის შეხვედრა დიასპორის საპარლამენტო კავშირის ფორმატში.
2019 წლის იანვარი:
შეხვედრები:
•
•
შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან,
ვოიცეხ სავიცკისთან - საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ
რეფორმებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ განვლილ გზაზე 1999 წლიდან
დღემდე, ასევე იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც
განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის მანძილზე;
გაიმართა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის დელეგაციასთან.
აქტივობები:
•
•
•
ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე
ვადით აირჩიეს;
თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების
ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს;
ასამბლეამ განიხილა მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შემაჯამებელი
ანგარიში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასამბლეა მიესალმება საქართველოში ახალი
კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს,
რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება. ასამბლეა
•
ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე
მუშაობის პროცესს.
სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი,
დიმიტრი ცქიტიშვილი, დავით ბაქრაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი
კანდელაკი.
2019 წლის აპრილი:
შეხვედრები:
•
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს დელეგაციის სხვა
წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან, ევროპის საბჭოს
გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საქართველოზე ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან ტიტუს კორლეატანთან და კლოდ
კერნერთან და ასევე, ევროსაბჭოს კომისართან ადამიანის უფლებების დაცვის
საკითხებში დუნია მიატოვიჩთან.
აქტივობები:
•
•
•
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიტყვით
მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. გამოსვლაში ყურადღება
გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც საქართველომ, ბოლო 20
წლის განმავლობაში განახორციელა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით,
კერძოდ გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების
დაცვის ეროვნული მექანიზმები, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება,
ეროვნული უმცირესობების დაცვა, გატარდა სასამრთლო რეფორმა და სხვა.
სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
რუსეთის ფედერაციის მიერ და კვლავ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების
დარღვევის ფაქტებს. ასევე აღინიშნა, რომ ჩქარი ტემპით მიმდინარეობს
რეგიონების
მილიტარიზაცია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტებს.
ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე,
ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე
ცნობილი ფრაზაა დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.
სესიის განმავლობაში გამართულ დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი,
ირინა ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი.
2019 წლის ივნისი:
აქტივობები:
•
•
•
•
ასამბლეამ აირჩია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ხორვატი პოლიტიკოსი,
მარია ბურიჩი;
მთავარი თემა იყო ბელგიელი დეპუტატის, ასამბლეის პროცედურების კომიტეტის
თავმჯდომარის, პეტრა დე სუტერის ანგარიში საპარლამენტო ასამბლეის მიერ
უფლებამოსილებებთან და ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერების შესახებ. რეზოლუციამ
რუსეთის ფედერაციას ერთჯერადად მისცა უფლება თავისი უფლებამოსილებები
ასამბლეისათვის იანვრის მაგივრად ივნისში წარედგინა და ასევე გააუქმა
უფლებამოსილებების შეწინააღმდეგების რეზოლუციებში ისეთი სანქციების ჩადება,
რომელიც ზღუდავს კონკრეტული ქვეყნის კენჭისყრებში მონაწილეობის, ან
სხვაგვარი წარმომადგენლობის უფლებას. რეზოლუცია მიღებულ იქნა 118 ხმის
უმრავლესობით 62 ხმის წინააღმდეგ. დარეგისტრირებული 220 შესწორებიდან
ვერც ერთი ვერ შევიდა ძირითად ტექსტში. დეპუტატთა ნაწილი მიზანშეწონილად
არ მიიჩნევდა არსებული სანქციების სისტემის შეცვლას შესუსტებას ან გაუქმებას.
ასამბლეამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებები
ყოველგვარი სანქციის გარეშე. დებატების შემდეგ 7 ქვეყნის დელეგაციის წევრებმა
(ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, საქართველო, სლოვაკეთი და უკრაინა)
განაცხადეს, რომ გადახედავდნენ ასამბლეასთან მომავალ ურთიერთობებს.
დებატებზე გამოვიდნენ: სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი
კანდელაკი.
2019 წლის ოქტომბერი:
აქტივობები:
•
•
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პროტესტის ნიშნად ოფიციალურ
შეხვედრებს არ დასწრებია. პროტესტი იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება,
რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას
უფლებამოსილებები და ხმის მიცემის უფლება აღუდგინა.
ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესების, იმუნიტეტისა და
ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს;