საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მომზადებული საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-3429/20
26-02-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის N2, N8, N14 და N15
პენიტენციურ
პრევენციული
დაწესებულებებში
ჯგუფის
მიერ
სპეციალური
განხორციელებული
მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მომზადებული
საქართველოს
სახალხო
დამცველის
სპეციალური
ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე მოისმინა და განიხილა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი სპეციალური ანგარიში
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ
დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ სპეციალურ ანგარიშში
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
პენიტენციურ
დაწესებულებებში
არსებული
კრიმინალური
სუბკულტურა,
პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების არამიზნობრივი
გამოყენება,
პატიმრობის
პირობები,
პენიტენციური
ნაკლებობა,
პატიმართა
კომუნიკაციის
სისტემის
პერსონალის
კონფიდენციალურობის
დარღვევა,
სამედიცინო მომსახურება და ფსიქიკური ჯანდაცვა.
სპეციალური ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში არსებულ ერთ-ერთ
მთავარ პრობლემას წარმოადგენს კრიმინალური სუბკულტურის არსებობა და
არაფორმალური მმართველობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაფორმალური
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მმართველობის
გავლენა
და
დაწესებულებებზე
არსებული
კონტროლი
განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში.
ანგარიშის თანახმად, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ადგილი აქვს
პატიმართა
კატეგორიებად
დაყოფას
და
სტიგმატიზირებას.
განსაკუთრებით
მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და
დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც იზოლირებულები არიან ციხის
ცხოვრებისგან. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები არ აღიქმებიან თანასწორ
ადამიანებად, მოიხსენიებენ დამაკნინებელი სახელებით, განთავსებულნი არიან
განცალკევებით (რკინის კარის გამყოფით), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების და
საშხაპე ოთახები, მათთვის განკუთვნილი საკვები ცალკე ქვაბში იხარშება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ N2 დაწესებულებაში, რომელიც დახურული
ტიპის
დაწესებულებას
წარმომადგენლები
წარმოადგენს,
თავისუფლად
კრიმინალური
სუბკულტურის
გადაადგილდებიან
დაწესებულების
ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან
საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან, იმ პირებს კი ვინც არ
დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში;
პატიმრებს
ართმევენ
მაყურებლები“
ოჯახის
სამეურნეო
მიერ
გამოგზავნილ
სამსახურში
ტანსაცმელს.
ჩარიცხული
ე.წ.
პატიმრის
„ციხის
დახმარებით
აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს, რისთვისაც აწარმოებენ
სპეციალურ ჟურნალებს, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის
შემოწმების
დრო
და
ბარათზე
დარიცხული
თანხის
ოდენობა.
ანგარიშში
მითითებულია, რომ ასეთი ჟურნალები ერთ-ერთ კორპუსში აღმოჩენილი იქნა
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი
აღნიშნავს,
რომ
N8
დაწესებულებაში
არიან
პრივილეგირებული
პატიმრები,
რომელთაც ადმინისტრაცია ეხმარება საკნების გარემონტებაში, რთავს ნებას იქონიონ
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც სხვა პატიმრებისთვის არაა
დაშვებული, ითვალისწინებს მათ სურვილს მეგობრებთან ერთად განაწილდნენ
საკნებში და ეხმარება დროული სამედიცინო მომსახურების მიღებაში.
ანგარიშში, პატიმრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე
აღნიშნულია, რომ N8 დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული
მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ სხვა პატიმრებზე
და
საჭიროების
შემთხვევაში,
„ურთიერთობების
ადმინისტრაცია
მოსაგვარებლად“
მათ
(შიმშილობის,
იყენებს
პატიმრებთან
საჩივრების
დაწერის
შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური
სიტუაციების დროს).
საქართველოს სახალხო დამცველი დეტალურად აღწერს ერთ-ერთ პენიტენციურ
დაწესებულებაში
ე.წ.
„საერთოს“
შოგროვების
პროცესს
და
აღნიშნავს,
რომ
თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება
არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ, პატიმრები სიგარეტს ყიდულობენ არა
მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“. მათი ახლობლები შესაბამის თანხას რიცხავენ
„მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად
გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე. დაწესებულებაში „საერთოში“ მონაწილეობა
სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი მსჯავრდებული, შემოსავლის
გათვალისწინებით, თვეში მხოლოდ 20 ლარის ღირებულების კონტრიბუციით
შემოიფარგლება, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საკნის კონტრიბუცია 300-400
ლარს აღწევს.
საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფის
შეფასებაზე
დაყრდნობით
აცხადებს,
რომ
პენიტენციური
დაწესებულებების
სათანადო მართვის პრობლემის ფონზე, არაფორმალური მმართველობის მასშტაბები
ნელ-ნელა იზრდება და მოითხოვს დროულ რეაგირებას.
სპეციალური
ანგარიშში
მნიშვნელოვანი
ადგილი
ეთმობა
პენიტენციურ
დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების საკითხს. ანგარიშის
თანახმად, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების
შედეგად გაირკვა, რომ ადგილი აქვს დეესკალაციის/სამარტოო საკნების და N8
დაწესებულების შიდა კლასიფიკაციის საკნების არამიზნობრივად გამოყენების
პრაქტიკას. ანგარიშში მითითებულია, რომ დეესკალაციის და სამარტოო საკნების
არამიზნობრივი გამოყენება ძირითადად ორი მიზეზით ხდება. ერთ შემთხვევაში,
როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრის ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს სხვისი ან საკუთარი თავის
დაზიანების რისკი და ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების მიწოდების
ნაცვლად, ადმინისტრაცია ხანგრძლივად ათავსებს პატიმარს დეესკალაციის ოთახში,
ვინაიდან სიტუაციის მართვის სხვა რესურსი არ გააჩნია. მეორე მიზეზს წარმოადგენს
ის, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პრობლემური ქცევის მქონე პატიმრების
დამორჩილებას, დეესკალაციის/სამარტოო საკნებში და შიდა კლასიფიკაციის საკნებში
ხანგრძლივად მოთავსებით ცდილობენ.
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს
დეესკალაციის ოთახში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსების
როგორც სიხშირე, ისე ამ ღონისძიების გამოყენების ხანგრძლივობაც. ანგარიშში
მითითებულია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც დეესკალაციის ოთახში
ყოფნის ვადის (72-საათიანი მაქსიმალური ვადა) ამოწურვის შემდეგ, კვლავ ხდება
მსჯავრდებულის დაბრუნება დეესკალაციის ოთახში.
სპეციალურ
ამახვილებს
ანგარიშში
დასჯის
საქართველოს
მიზნით
სახალხო
დამცველი
დეესკალაციის/სამარტოო
ყურადღებას
საკნებში
და
შიდა
კლასიფიკაციის საკნებში პატიმართა მოთავსების საკითხზეც და აღნიშნავს, რომ N8
დაწესებულებაში ასეთ საკნებში პატიმართა მოთავსების დამკვიდრებული პრაქტიკა
წარმოადგენს არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას და აუცილებლად მიიჩნევს,
რომ სისტემური შემოწმებისა და თანმდევი რეაგირების გზით, საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალურმა
ინსპექციამ
უზრუნველყოს
ამგვარი
მოპყრობის პრევენცია.
სპეციალურ ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოყოფილია
პატიმრობის
პირობები.
პატიმრობის
საქართველოს
კოდექსით
სახალხო
დადგენილი
დამცველი
მინიმალური
აღნიშნავს,
პირადი
რომ
ფართით
უზრუნველყოფის საკითხი პრობლემურია N2, N8, N14 და N15 დაწესებულებებში.
ანგარიშში
ასევე
მითითებულია,
გადატვირთულობის
პრობლემა,
რომ
N15
კერძოდ,
დაწესებულებაში
ვიზიტის
დროს
მწვავედ
დგას
მსჯავრდებულთა
რაოდენობა დადგენილ ლიმიტს (1 388) 512-ით აღემატებოდა.
სპეციალურ ანგარიშში არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული N2, N8, N14
და N15 დაწესებულებების როგორც საცხოვრებელ, ასევე სამარტოო და შიდა
კლასიფიკაციის
საკნებსა
და
საშხაპეებში
არსებული
სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობა. ანალოგიურად, არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული N2 და N8
დაწესებულების დეესკალაციის ოთახებსა და ე.წ. უსაფრთხო საკნებში, N14 და N15
დაწესებულებების საცხოვრებელი კორპუსის დერეფნებსა და კიბეებზე არსებული
სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობა.
ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
ოთხივე
დაწესებულებაში გავრცელებულია მწერები და აუცილებელია სადეზინფექციო
სამუშაოების ჩატარება.
სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს
პენიტენციურ სისტემაში გარკვეული პროფესიის თანამშრომელთა ნაკლებობაზე
(სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები,
პერსონალი).
განსაკუთრებული
მუშაკებისა
და
ფსიქოლოგების
რეჟიმის თანამშრომლები, სამედიცინო
ყურადღებაა
გამახვილებული
ნაკლებობაზე,
რაც
იწვევს
სოციალური
სასჯელის
ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის შეფერხებას და ართულებს მსჯავრდებულთა
სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართვას.
ანგარიშში სოციალური მუშაკების რაოდენობასთან ერთად პრობლემად არის
მიჩნეული ასევე მათი კვალიფიკაციაც. ანგარიშის თანახმად, N2, N8, N14 და N15
დაწესებულებებში
სისტემაში
შენარჩუნებული
სოციალური
მუშაკების
უმრავლესობას არ აქვს სოციალური მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული
კვალიფიკაცია. სოციალური მუშაკების ძირითად საქმიანობას პატიმრებისთვის
პაემნების ორგანიზებაში და წერილების მომზადებაში დახმარება წარმოადგენს.
ფსიქოლოგების საქმიანობა კი, მხოლოდ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების
ან შეწყალების პროცედურის განხორციელების პროცესში მსჯავრდებულების შესახებ
დახასიათების შედგენით შემოიფარგლება.
სახალხო
დამცველი
განსაკუთრებულ
ყურადღებას
ამახვილებს
მსჯავრდებულთა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებაზე და აღნიშნავს, რომ
სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით სარგებლობის უფლება პატიმრისათვის
წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რაც ხელს უწყობს ოჯახის
წევრებთან და მეგობრებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას. ანგარიშში სახალხო
დამცველი საუბრობს ამ უფლებით სრულყოფილად და ეფექტიანად სარგებლობის
კუთხით არსებულ ხარვეზებზე, კერძოდ მითითებულია, რომ დაწესებულებებში
იკვეთება ტელეფონის აპარატების ნაკლებობა, ხოლო დახურულ დაწესებულებებში
პრობლემურია
კონფიდენციალობის
დაცვა,
ვინაიდან
ტელეფონის
აპარატები
განთავსებულია სამორიგეო ოთახებში და პატიმრებს მორიგის თანდასწრებით უწევთ
საუბარი.
სპეციალურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებებში არ არის
უზრუნველყოფილი
მოთხოვნა/საჩივრის
გაგზავნის
კონფიდენციალურობა.
ანგარიშის თანახმად, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული
ვიზიტების დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მიიღეს არაერთი
შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხდება
სახალხო დამცველის მიმართ დაწერილი კონფიდენციალური საჩივრების ცენზურა
და ხშირ შემთხვევაში, არ ხდება მათი ადრესატებთან გაგზავნა. ანგარიშში
მითითებულია, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგის დროს
ასევე გამოავლინა დახურული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ სახალხო
დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირებისას ხელშეშლის ფაქტებიც.
სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი დეტალურად აღწერს პენიტენციურ
დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების კუთხით არსებულ მდგომარეობას და
ყურადღებას ამახვილებს გამოვლენილ პრობლემებზე. ანგარიშში, მონიტორინგის
შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ, პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით
კვლავ
პრობლემას
წარმოადგენს
სამედიცინო
პერსონალის
რაოდენობა
და
კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო
კონფიდენციალურობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება
და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.
სპეციალურ ანგარიშში ცალკე საკითხად არის მოცემული პატიმართა ფსიქიკური
ჯანდაცვა.
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემების მართვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური
ჯანდაცვის სისტემისთვის. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკასა და გამოვლენას.
ანგარიშის თანახმად, არ ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
პაციენტთა საჭიროებების გამოვლენა და შესაბამის ფსიქიატრიულ სერვისებზე
გადამისამართება. აღნიშნული სერვისების არარსებობის გამო სათანადოდ არ ხდება
ფსიქიატრიული შემთხვევის მართვა, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
გართულების შემთხვევაში იწვევს ასეთ პირთა
დეესკალაციის ოთახში ხშირ და
ხანგრძლივი ვადით მოთავსებას.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვის შემდეგ კომიტეტმა
ასევე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელმაც პარლამენტის
რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითხოვა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგენა და
სახალხო
დამცველის
სპეციალურ
ანგარიშში
მოცემული
გარემოებებისა
და
შეფასებების შესახებ მისი პოზიციის მოსმენა.
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრმა
კომიტეტს
მიაწოდა
დეტალური
ინფორმაცია სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით,
ასევე ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც
შეიძლება თემატურად უკავშირდებოდეს ანგარიშში აღწერილ საკითხებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია
პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მინისტრმა
განსაკუთრებული
ყურადღება
გამახვილდა
პენიტენციური
და
დანაშაულის
პრევენციის სისტემების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიაზე, რომელმაც
უნდა
უზრუნველყოს
რეფორმების
კოორდინირებულად
წარმართვა,
განსახორციელებელი ღონისძიებების სწორი დაგეგმარება და მიღწეული შედეგის
ზუსტად გაზომვა.
განხორციელებულ
რეფორმებზე
საუბრისას
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრმა წარმოადგინა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობის
სტატისტიკა და ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ამ რიცხვის მკვეთრად
შემცირებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის იმ
მასშტაბების პირობებში, რაც მითითებულია ანგარიშში,
სიკვდილიანობის ასეთი
დაბალი მაჩვენებლის არსებობა წარმოუდგენელია. მინისტრმა ასევე ისაუბრა
მოშიმშილე პატიმართა რაოდენობის სიმცირეზე და ხაზი გაუსვა პატიმართა
პირობების
გაუმჯობესებაში
პენიტენციური
სისტემის
თანამშრომელთა
კრიმინალური
სუბკულტურის
დამსახურებაზე.
პენიტენციურ
სისტემაში
საკითხთან
დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო
მყისიერად და მკაცრად რეაგირებს პატიმრებზე გავლენის მოპოვების მცდელობის
თითოეულ ფაქტზე, ხდება ასეთი პატიმრების რისკის გადაფასება და დახურული
ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანა. მინისტრმა ასევე ინფორმაცია
მიაწოდა კომიტეტს, რომ პენიტენციური და პრობაციის სისტემის განვითარების 20192020 წლების სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წელს შემუშავდა ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური
სუბკულტურის წინააღმდეგ ბრძოლას.
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებად
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის მიერ დასახელდა უვადო პატიმართა რესოციალიზაცია და მათი ვადამდე
გათავისუფლებისთვის შესაბამისი პირობებისა და ხელშემწყობი პროგრამების შექმნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პენიტენციურ
დაწესებულებებში
არსებულ
ინფრასტრუქტურულ
არქიტექტურის
პირობებზე,
სამუშაოებზე,
თავისებურებებისა
და
ასევე
მიმდინარე
და
ცალკეული
დაწესებულების
პატიმართა
რაოდენობით
დაგეგმილ
გამოწვეულ
სირთულეებზე. ამავდროულად, აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტად რჩება
ახალი
დაწესებულებების
მშენებლობა
და
პატიმართა
პირობების
შემდგომი
საკითხზე
საუბრისას,
გაუმჯობესება.
მსჯავრდებულთა
სამედიცინო
მომსახურების
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა პატიმართა რეფერირების
სისტემის რეფორმირებას და სამოქალაქო პროფილის კლინიკებში მსჯავრდებულთა
გადაყვანის პროცესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებას.
კომიტეტმა, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის გამოსვლების დასრულების შემდეგ, ყურადღება გაამახვილა ახალი
რეგლამენტის საფუძველზე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების
ტენდენციაზე და დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის
საკომიტეტო განხილვის პრეცედენტის შექმნის ფაქტი.
ასევე, წინ გადადგმულ
ნაბიჯად შეფასდა სახალხო დამცველის ანგარიშისა და მთავრობის წევრის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაციის ერთობლივი განხილვა, რამაც ერთი მხრივ ხელი
შეუწყო ანგარიშში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, ხოლო მეორე
მხრივ შექმნა დისკუსიის წარმართვისა და საკითხის სრულყოფილი განხილვის
შესაძლებლობა.
კომიტეტმა, სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მიერ მოწოდებული ინფორმაციის განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ პენიტენციურ
სისტემაში არ იკვეთება სისტემური ხასიათის დარღვევები, რის გამოც ვერ გაიზიარებს
ანგარიშში მოცემულ შეფასებას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის
შესახებ, განსაკუთრებით კრიმინალური სუბკულტურის მიერ ციხეების მართვისა და
ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბის ნაწილში.
იმავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა
წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც სახელმწიფო მიღწეული პროგრესის
მიუხედავად,
მუდმივად
უნდა
მიისწრაფვოდეს
სტანდარტის
შემდგომი
გაუმჯობესებისკენ.
პენიტენციურ სისტემაში რეფორმების შეუქცევადად განხორციელებისა და
ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კომიტეტი
მომავალშიც
აქტიურად
გააგრძელებს
საკანონმდებლო
საქმიანობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
შალვა კიკნაველიძე
და
საზედამხედველო