საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გიორგი ბოკერიას მიერ წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/303; 31.12.2018) ალტერნატიული კანონპროექტების (№07-3/324; 11.04.2019) განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3459/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3459/20 26-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება პარლამენტის წევრების გიორგი ბოკერიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 108-ე მუხლის შესაბამისად ინიციირებული ალტერნატიული კანონების პროექტები (№07-3/324; 11.4.2019) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონების პროექტებზე (№07-2/303; 31.12.2018). ალტერნატიული კანონის პროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 3 მარტი. დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგმართავთ კანონის პროექტების განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge