„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
14/12/2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
1
010190030.06.001.016054) 64-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით
ანტიკორუფციული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ვერ გახდება უმრავლესობის
წევრი.
2. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის გარდა
პარლამენტში იქმნება:
ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისია;
ბ) ანტიკორუფციული დროებითი კომისია“.
3. 74 -ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ანტიკორუფციული დროებითი კომისიის
საქმიანობის ვადა განისაზღვრება პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით და მასზე
არ ვრცელდება დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადისთვის რეგლამენტით
დადგენილი შეზღუდვა.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
1
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური,
ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და სტაბილურობისათვის უმთავრესი
პრიორიტეტია, რამდენადაც კორუფციის რისკები ყველა ქვეყანას ეხება.
სამწუხაროდ, კორუფციასთან სისტემური ბრძოლა საქართველოს დღევანდელი
პოლიტიკის დღის წესრიგში სათანადოდ არ დგას, მაშინ როდესაც, სწორედ
კორუფციის აღმოფხვრა შეიძლება გახდეს ჩვენი მოსახლეობის წინაშე მდგარი სამი
ძირითადი პრობლემის - დასაქმების, ეკონომიკური ზრდისა და ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის - გადაჭრის გზა. კორუფცია მონოპოლიზირებულს ხდის
ეკონომიკას, აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური
დოვლათის შექმნასა და სოციალური სამართლიანობის პრინციპით გადანაწილებას.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოში კორუფცია სახელმწიფო
მართვის სადავეებთან მყოფი პოლიტიკური გუნდებისათვის ძალაუფლების
შენარჩუნების მნიშნელოვან ბერკეტად რჩებოდა, რაც არა მხოლოდ არაკანონიერია,
არამედ ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
საქართველო 2008 წლის ნოემბერში შეუერთდა მსოფლიოში მოქმედ ყველაზე
ფართოდ რატიფიცირებულ საერთაშორისო სამართლის დოკუმენტს - გაეროს
ანტიკორუფციულ კონვენციას (UNCAC), თუმცა აღნიშნული კონვენციის შესრულების
რეგულარული მონიტორინგი და ანგარიშის წარმოება არ ხდება.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა დღემდე:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ფიქსირდება კორუფციის
რისკები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი უნდა ხდებოდეს.
მაგალითად, 2018 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა
ჯამურად 66 მილიონი ლარის დარღვევები - საბიუჯეტო რესურსების
არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევები,
თუმცა საგამოძიებო პროცესის ინიცირება შესაძლო კორუფციის გამოსავლენად
ან გამოსარიცხად არ მომხდარა ან/და საქართველოს პარლამენტისათვის არ
გამხდარა ცნობილი.
1
წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა აკვირდება კორუფციის
შემთხვევებზე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის
სამართლებრივ პროცესებს, რომელთა შორის ერთეული შემთხვევები
სრულდება პატიმრობით, თუმცა იშვიათად ხვდებიან სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში მაღალჩინოსნები. მოსახლეობას კვლავაც რჩება კითხვები
ბიუჯეტის თანხების მითვისების შემთხვევაში - განსაკუთრებით მასშტაბური
კორუფციის დროს - მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა რამდენად არის
ადექვატური სასჯელი. დღემდე არავის უსაუბრია კორუფციის მოპოვებული
ქონების კონფისკაციის საკითხზე, რაც უნდა დადგეს დღის წესრიგში.
სტატისტიკურად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონში
საქართველო ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას, თუმცა საერთაშორისო
შეფასებებში იკვეთება კრიტიკა საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსის
სტაგნაციასთან დაკავშირებით (მაგ.: საერთაშორისო გამჭირვალობის 2019
Corruption Perceptions Index ანგარიში). კორუფციის აღქმის მაჩვენებლებში
პროგრესის
არ
არსებობა
შესაძლოა
განხილულ
იქნას
როგორც
ანტიკორუფციული რეფორმების ტემპის შენელება ან/და სტაგნაცია.
ქართულ მედიასივრცეში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ჩნდება
კითხვები შესაძლო „ელიტური“ და „პოლიტიკური“ კორუფციის შემთხვევებზე.
მაგალითად, 2019 წელს საგამოძიებო საქმიანობის შედეგად გამოვლენილი 100
მლნ ლარის დღგ-ს ყალბი აქტივები „ელიტური“ კორუფციის ნიშნებს შეიცავს,
ხოლო 2019-2020 წლებში კერძო ტელევიზიების სახელმწიფოს წინაშე
არსებული დავალიანების დაფარვის განსხვავებული გრაფიკების შეთანხმება
კითხვებს აჩენს შესაძლო „პოლიტიკურ“ კორუფციასთან მიმართებაში.
ამასთანავე, დეტალურად უნდა იყოს გამოკვლეული მედიაში გავრცელებული
ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირებისათვის (მინისტრებისა და
პარლამენტის წევრებისათვის) სახელფასო ანაზღაურების გარდა დამატებითი
არაფორმალური სახელფასო დანამატების თაობაზე.
პრობლემები იკვეთება ანტიკორუფციული მოქმედებების ინსტიტუციური მოწყობის
დონეზეც:
საქართველოს თანამედროვე კანონმდებლობა სხვადასხვა სტრუქტურებს
შორის ანაწილებს კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას, რაც თავისთავად
ნაკლებად ეფექტურია კოორდინაციის თვალსაზრისით. კორუფციასთან
ბრძოლის დღეს არსებული სისტემა ფრაგმენტირებულია სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულ სააგენტოს, გენერალური
პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის
სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და
2
ინდივიდუალურ საჯარო უწყებებში მოქმედ გენერალურ ინსპექციებს შორის,
რომლებიც ძირითადად შიდა უწყებრივ კონტროლზე არიან პასუხისმგებელი.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
კანონის საფუძველზე ქვეყანაში 2003 წლიდან მოქმედებს ანტიკორუფციული
საბჭო, რომლის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის
კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
განახლება, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგება, შესაბამისი
საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ანტიკორუფციული საკოორდინაციო
საბჭოს საჯაროდ ხელმისაწვდომი სხდომის ბოლო ოქმი 2012 წლით
თარიღდება და „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო
გეგმაც“ მიუთითებს ანტიკორუფციული საბჭოს გაძლიერებისა და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ზრდის მნიშვნელობაზე.
იკვეთება ინსტიტუციური მართვის პრობლემები, ანტიკორუფციული სამსახურების
უწყებრივი დამოუკიდებლობის დილემა და კორუფციასთან სისტემური ბრძოლის
სფეროში პრაქტიკულად არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტში ცვლილების მიღების
აუცილებლობა
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ქვეყნის
უმაღლეს
წარმომადგენლობით
ორგანოში
პარლამენტში
შეიქმნას
ანტიკორუფციული დროებითი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს:
კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის
გაძლიერებას, მ.შ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კოორდინაციასა და
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს;
გაეროს
ანტიკორუფციული
კონვენციის
(2005),
ევროკავშირის
ანტიკორუფციული კონვენციის (2005), ევროკავშირის ტრანსნაციონალური
ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციისა (2003) და
სხვა საერთაშორისო სამართლის აქტების რატიფიცირების კოორდინაციასა და
მათი აღსრულების სისტემურ მონიტორინგს;
საქართველოს
პარლამენტის
კოორდინირებულ
თანამშრომლობას
საერთაშორისო დონეზე მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან და
ანტიკორუფციულ ინიციატივებთან, მათ შორის გაეროს სააგენტოებთან,
ევროსაბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეის
(PACE)
ანტიკორუფციულ
პლატფორმასთან, ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა
3
ჯგუფთან (GRECO), ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებისა და
ტერორიზმის
დაფინანსების
შემფასებელ
ექსპერტთა
კომიტეტთან
(MONEYVAL) და სხვა.
ერთიანი ეროვნული ანტიკორუფციული კონცეფციის შემუშავებას, რომლის
საფუძველზეც უნდა განახლდეს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო
გეგმები; აუცილებელია გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, თუ როგორ უნდა
იყოს ქვეყანა დაცული კორუფციული რისკებისაგან და როგორ უნდა იყოს
კონტროლის მექანიზმები დაბალანსებული.
კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის
პრაქტიკულ განხორციელებას კორუფციასთან მიმართებაში, მათ შორის
საპარლამენტო კონტროლს სისტემური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე
ინსტიტუციური რეაგირებისათვის და მეტ კონტროლს სახელმწიფო
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსნების საქმიანობაზე.
დაბოლოს ანტიკორუფციული დროებითი კომისია განიხილავს პარლამენტთან
ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის
შექმნის საკითხს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტში
ანტიკორუფციული
დროებითი
კომისიის
ჩამოყალიბება
უზრუნველყოფის
ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის ერთიანი ხედვის ანტიკორუფციული კონცეფციის შემუშავებას პარლამენტის აქტიური ჩართულობით
და
ანტიკორუფციულ
ღონისძიებებზე
საპარლამენტო
ზედამხედველობის
გაძლიერებას.
კორუფციასთან ბრძოლის ერთიანი კონცეფციის ნაწილი იქნება დამოუკიდებელი
ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანოს შექმნაც, რომელიც აღჭურვილი იქნება
კორუფციასთან ბრძოლისათვის აუცილებელი რესურსით და ანგარიშვალდებული
იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე.
აღნიშნული კომისია შექმნის ე.წ. „ელიტური“, „პოლიტიკური“ ან სხვა სისტემური
კორუფციული დარღვევების სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების
ინსტრუმენტს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო
პროცესის მწარმოებელ ორგანოთათვის შესაბამის მიმართვებს.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსია საპარლამენტო ზედამხედველობის
4
გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლის სფეროში - ანტიკორუფციული დროებითი
კომისიის ჩამოყალიბებით.
მნიშვნელოვანია, რომ დროებითი ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია
პარიტეტულ საწყისებზე ფორმირდებოდეს და მას არ მართავდეს საპარლამენტო
უმრავლესობა, რათა არ იქცეს კიდევ ერთ ფორმალურ სტრუქტურად.
შესაბამისად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად ცვლილება შედის
:"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე
მუხლში და ემატება 31 პ პუნქტი. ამასთანავე განსხვავებული რედაქციით ყალიბდება
72-ე მუხლის მე-2 და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტები.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული პროექტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში−აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რადგანაც ქვეყანაში არსებული ანტიკორუფციული სისტემა არაეფექტური, მისდამი
დამოკიდებულება კი კრიტიკულია, მნიშვნელოვანია, რომ კორუფციასთან ბრძოლის
ახლად ჩამოყალიბებულ დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის გატარება უმოკლეს
ვადაში იქნეს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მიზანშეწონილია რეგლამენტი
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ
თუკი არსებული პრაქტიკით ვიხელმძღვანელბთ, ანუ უკვე მოქმედი კომისიის
5
დაფინანსებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 7800 ლარი რომელიც გახლავთ მაქსიმალური
ლიმიტი მოქმედი კომისიის სახელფასო ხარჯის, მოემსახურება შრომითი
ხელშეკრულებით დაქირავებულ სპეციალისტებს. აქედან გამომდინარე, წლის
განმავლობაში ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადის სახით მიიღებს 18 720 ლარს
(აღნიშნული დამოკიდებულია კომისიის მიერ მოწვეული სპეციალისტების
რაოდენობასა და შრომის ანაზღაურების თანხაზე). არსებული პრაქტიკით
მინიმალური ციფრი მოწვეული სპეციალისტისა საშუალოდ შეადგენს 5 ადამიანს,
ხოლო საშუალო ხელფასი ხელზე შეადგენს 1000 -1200 ლარამდე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას მოახდენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, მოქმედი პრაქტიკით, „ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია“-ის
საშუალო წლიური სახელფასო ხარჯი არ სცდება წლის განმავლობაში 93 600 ლარს,
ხოლო 3 წლის ვადით თუკი ვიხელმძღვანელებთ მაშინ 280 800 ლარი, ასევე
ავტომობილის საწვავის წლის ლიმიტად განსაზღვრული გვაქ 4200 ლიტრი, როგორც
მოქმედი კომისიის პრაქტიკა გვიჩვნებეს, რაც შეეხება სატელეფონო მომსახურების
ლიმტის 600 ლარით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია შემდეგი ფაქტი, რომ
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის აპარტს არ ჰყავს
სარეზერვო ავტომობილი, რის გამოც შესაძლებელია შესყიდვა გახდეს აუცილებელი.
სავარაუდოდ ავტომობილის შესაძენადთანხა გამოიყოს 17 000 -დან 25 000 ლარამდე.
აღნიშნული ავტომობილი აპარატის გამართულად და ეფექტურად მუშაობისთვის
არის აუცილებელი, რადგან აღნიშნული კომისიის ფორმატში განსახილველი
საკითხები ცდება ერთ რომელიმე კონკრეტულ ლოკაციას. მოცემული კომისიის
ფორმატის ფარგლებში განსახილველი საკითხი/ საკითხები მოიცავს საქართველოს
მთელ ტერიტორიას. ამიტომ, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს გადაადგილება
სხვადასხვა
ლოკაციებზე,
რისთვისაც
ეფექტიანობის
გაზრდის
კუთხით
ავტომობილის რესურსი მნიშვნელოვანია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღებით მოსალოდნელია ანტიკორუფციული საქმიანობის
გაძლიერება და შესაბამისად სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად
გამოყენებისა და კორუფციის რისკებისაგან დაცვის მექანიზმების გამტკიცება.
სამწუხაროდ იმ პირთა წრის, თუ ჯგუფის განსაზღვრა კონკრეტულად ვინ არღვევს
საქართველოს კანონმდებლობას, კორუფციულ საქმიანობასთან მიმართებაში
დღევანდელი მდგომარეობით რთულია. აღნიშნული რეგლამენტის პროექტი
მნიშვნელოვანად აქცენტირებული იქნება სახელმწიფოს თანამდებობის პირების
6
მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა იმ იურიდიული პირების
საქმიანობას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ
ტენდერებსა თუ სახელმწიფოს თანხების ხარჯვაში. აღნიშნული კომისიის ფორმატის
ფარლებში იმ პირთა ჯგუფი, ვისზეც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა
ცვლილებამ გახლავთ შემდეგი, რომ კომისიის ფორმატში განხილული საქმეები,
რომლებშიც გამოიკვეთება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, აღნიშნულ
საქმეებზე კომისია მიმართავს შესაბამისს კომპეტენტურ ორგანოს საკითხის
სიღრმისეულ შესასწავლად.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ 2008 წელს
რატიფიცირებული გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის განხორციელებას.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ)რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში,
7
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“.
8