საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-20832/19; 07.11.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-3562/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-3562/20 27-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში“ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N120832-19; 07.11.2019). საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის 24 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა ალექსანდრე სელეპანოვმა. საკანომდებლო წინადადებით გათვალისწინებულია ,,პატიმრობის კოდექსში“ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლებით (სამივე საფეხურზე) ისარგებლებენ თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში (გარდა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებისა და ქალთა სპეციალური დაწესებულებისა) მოთავსებული მსჯავრდებულები. უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები კი განსაზღვრული იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების მიღების შემთხვევაში პატიმრობის კოდექსის განსახილველი ნორმები სრულ შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ადამიანის ძირითად უფლებებთან, კერძოდ, კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდება მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 ნოემბერს ,,პატიმრობის კოდექსში“ შევიდა ცვლილება, რომლითაც გაფართოვდა მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ამ ცვლილების თანახმად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით სარგებლობს გათავისუფლებისათვის მომზადებისა და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, ხოლო ბაკალავრიატში განათლების მიღების უფლებით - არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული. საკანონმდებლო წინადადების ავტორს თავისი პოზიციის გასამაგრებლად მოჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული განათლების უფლება სახელმწიფოს აკისრებს როგორც პოზიტიურ ვალდებულებას არ დაუშვას და აღკვეთოს სხვა პირთა მხრიდან განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, ასევე ნეგატიურ ვალდებულებას თავად არ ხელყოს აღნიშნული უფლების რეალიზება სათანადო გამართლების გარეშე“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტი მიესალმება საკანონმდებლო წინადადების ავტორის მცდელობას კანონმდებლობაში აისახოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულ პირთა ფართო წრისათვის. აღნიშნული უდავოდ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და მათ ღირსეულ მოქალაქეებად დაბრუნებას საზოგადოებაში. ამასთან, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები საჭიროებს ღრმა ანალიზს და კონსულტაციებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. ჩვენი აზრით საჭიროა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენტური სპეციალისტების მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების გათვალისწინება კანონპროექტში რათა განათლების უფლების რეალიზებამ მსჯავრდებულ პირთა ფართო წრეში არ გამოიწვიოს სახელმწიფო ან სხვა პირთა ინტერესების შელახვა. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მიზნის მისაღწევად კომიტეტს საჭიროდ მიაჩნია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნეს კანონპროექტებთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი და დაინტერესებული უწყებების ფართო ჩართულობით, კონსესუსის საფუძველზე შემუშავდეს ისეთი კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებები. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა ცნო მიუღებლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი