„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი
1.
„საჯარო
საკანონმდებლო
სამსახურის
მაცნე
შესახებ“
საქართველოს
(www.matsne.gov.ge),
11.11.2015,
კანონში
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების
იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა,
რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და
კონტროლს, სახელმწიფო თავდაცვას, აგრეთვე სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე
შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“
ქვეპუნქტი:
„ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით,
რომლითაც ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც უფლებამოსილი იქნება
განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა.
საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 5 წლის ვადით
დანიშნული 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები შეირჩევიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის
სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სპეციალური შესარჩევი კომისიის მიერ,
საჯარო და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე. აღნიშნული პირები თანამდებობაზე
დაინიშნებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტით. კანონპროექტით ასევე
განისაზღვრება საბჭოს წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები და თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხები, ასევე, რეგულირდება საბჭოს წევრის დასანიშნად, შესაბამისი
შესარჩევი კომისიის ფორმირების, კონკურსის ჩატარების პროცედურები და ვადები. აქედან
გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს აღნიშნული დავების განხილვის საბჭოს
წევრებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ნორმების გავრცელების საკითხები. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა საქმიანობა, ვერ ექცევა
„საჯარო
სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო
სამსახურის დეფინიციაში, მიზანშეწონილია „სახელმწიფო სამსახურის“ ცნების ქვეშ აგრეთვე
განისაზღვროს სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ
ორგანოში – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის
საბჭოში საქმიანობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის საჭიროებით. ამასთანავე,
იმის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
განსაზღვრულია
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის დასანიშნად,
შესაბამისი შესარჩევი კომისიის ფორმირების, კონკურსის ჩატარების პროცედურები და
ვადები, ასევე,
შრომის ანაზღაურების ოდენობა, მიზანშეწონილია, სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე არ გავრცელდეს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. აგრეთვე,
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების
განხილვის საბჭოს წევრთა საქმიანობა ვერ ექცევა „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო
სამსახურის
დეფინიციაში,
მიზანშეწონილია
„სახელმწიფო სამსახურის“ ცნების ქვეშ აგრეთვე განისაზღვროს სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის საბჭოში საქმიანობა, როგორც
სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში
იქნება მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის საბჭოში საქმიანობა, როგორც
სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში საქმიანობა,
განისაზღვრება
სახელმწიფო სამსახურად. ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სახელმწიფო სამსახურის“ ცნების ქვეშ აგრეთვე განისაზღვრება სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის საბჭოში საქმიანობა,
როგორც სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოში
საქმიანობა. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს
წევრებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.