საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (N07-2/442, 03.02.2020) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-3698/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3698/20 02-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N326/3, 10.02.2020 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი (№07-2/442; 03.02.2020). აღნიშნული პაკეტი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე სხვა კომიტეტებს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2020 წლის 16 მარტამდე სექტემბრამდე, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის - 2020 წლის 02 მარტამდე. მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით, რადგან საჭიროა დამატებითი დრო საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად დასამუშავებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge