საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 16-19 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე, ბერაბ ქვარაია) სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
წერილი
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-3719/20
02-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ, მიმდინარე წლის 16-19 თებერვალს, ნიდერლანდების
სამეფოსა და ბელგიის სამეფოში განხორციელებული ვიზიტისა და იქ გაწეული
მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა ოდიშარია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოში განხორციელებული სამუშაო
ვიზიტის ანგარიში
მიმდინარე წლის 16-19 თებერვალს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების
მიწვევით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, როგორც დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი
ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოში (დელეგაციის სხვა წევრები:
დიასპორისა
და
კავკასიის
საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე გივი ჭიჭინაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია).
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მივიღე
დიასპორული
ჰოლანდიის
ორგანიზაციების,
ეპარქიისა
და
საქართველოს
აღნიშნულ
საპატრიარქოს
ქვეყნებში
ბელგიისა
საქართველოს
და
საელჩოების
ორგანიზებით გამართულ არაერთ ღონისძიებაში, კერძოდ:
16
თებერვალს,
საპარლამენტო
დელეგაციამ
საერთაშორისო
პროექტის
- „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულაფხაზურ ურთიერთობებში“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ორგანიზატორები არიან ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი
„ქართული
კულტურის
ცენტრი”
და
ფონდი
-
„დიასპორების
ალიანსი
საქართველოსთვის“ (ავტორი - ქართველი წარმატებული დიასპორელი, თინათინ
სვანიძე ვენკო).
გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების
ქართული სათვისტომოები, კულტურულ-შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და
დიასპორული
ორგანიზაციები,
უცხოეთში
მოღვაწე
თანამემამულეები,
დიპლომატიური კორპუსის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ
მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში დიასპორის კუთხით მოქმედი
ორგანიზაციები, კულტურულ-შემოქმედებითი გაერთიანებები და ხელოვნების
მოღვაწეები.
როგორც, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ღონისძიების
მონაწილეებს
სახელმწიფოს
დიასპორული
პოლიტიკა.
ვისაუბრე
გავაცანი
დიასპორის
ქართული
როლსა
და
მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს განვითერების, საქართველო-ევროპისა და
აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ
სივრცეში ინტეგრაციის
ხელშეწყობის, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისა და
ზოგადად
სახალხო
დიპლომატიის
წარმოების
საკითხებში.
ხაზი
გავუსვი
დიასპორასთან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოების,
უცხოეთში საქართველოს წარმომადგენლობების თანამშრომლობის პოზიტიურ
დინამიკას, მათ შორის ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით.
დამსწრე აუდიტორიას, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო დელეგაციის
წევრებმა: გივი ჭიჭინაძემ და მერაბ ქვარაიამ.
გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, გავეცანით უცხოეთში მოქმედ ქართული
კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობას,
მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გზებს
დავგეგმავთ მთავრობასთან და დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის
რეჟიმში.
დასასრულს ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობით გალაკონცერტი და
გამოფენა გაიმართა.
17 თებერვალს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში სამუშაო
შეხვედრები გავმართეთ დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტომოების
წარმომადგენლებთან, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც
აქტიურად მოღვაწეობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოების,
სახელმწიფო
დაწესებულებების,
საგანმათლებლო-სამეცნიერო,
კულტურულ,
ტურისტულ და ბიზნეს სფეროებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სათვისტომოებისა და დიასპორული ორგანიზაციების
უკეთ
ფუნქციონირებისა
გაღრმავების
და
ქართულ
აუცილებლობას.
სახელმწიფოსთან
განხილული
იქნა
მათი
კონტაქტების
საზღვარგარეთ
ქართულ
ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებები, დაგროვილი პრობლემები
და მათი გადაჭრის გზები.
საუბარი,
ასევე,
შეეხო
ნიდერლანდებში
საკონსულოს
საქმიანობასა
და
მცხოვრები
თანამემამულეების
როლს
საქართველოს
დიასორასთან
ინტერესების
საელჩოსა
და
მიმართებაში,
უცხეთში
უზრუნველყოფის
მიზნით
განსახორციელებელ ინიციატივებს, მაგალითად: ქართული კუთხის მოწყობას,
საკვირაო სკოლების პედაგოგების მხარდაჭერას, დიასპორაში საქართველოს თაობაზე
ინფორმაციულობის გაზრდას და ა.შ.
ნიდერლანდებში მცხოვრებ თანამემამულეებს გავაცანით საქართველოში
მიმდინარე უახლესი პროცესები, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროექტები,
რომელთა განხორციელებაშიც შესაძლებელია, აქტიურად იქნას გამოყენებული
დიასპორული
პოტენციალი.
შევთანხმდით
მომავალ
თანამშრომლობასა
და
საპარლამენტო
კომიტეტთან
სოციალური
მედიით
აქტიური
კონტაქტების
დამყარებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე და საელჩოს მოხელეები.
ამავე
დღეს,
სხვადასხვა
ქვეყნის
ათობით
ქართული
დიასპორული
ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად,
მონაწილეობა მივიღეთ საელჩოში გამართულ ოფიციალურ მიღებაში, რომელიც
მიეძღვნა საერთაშორისო პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის სახალხო
დიპლომატიის
როლი
ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობებში“
განხორციელებას და ქართული ემიგრაციისათვის აქტუალურ სხვა საკითხებს.
18-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტი გაგრძელდა ბელგიის სამეფოში.
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის
ეპარქიაში გამართული მიღება. ეპარქიის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა, მეუფე
დოსითეოსმა
ისაუბრა
ბელგიასა
და
ნიდერლანდებში
ზოგადად
ქართული
დიასპორისა და მართლმადიდებელი მრევლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე,
რომელთა შორის განსაკუთრებულად გამოყო მე-2 და მე-3 თაობის ემიგრაციაში
ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხი. ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით
ეპარქიასთან შექმნილია სამრევლო სკოლა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა
ქართული ენისა და ისტორიის სწავლებას.
აღინიშნა, რომ ადგილსამყოფელი ქვეყნების მთავრობებთან და კათოლიკურ
ეკლესიისთან
მჭიდრო
თანამშრომლობით,
ასევე
ნიდერლანდებში
მოღვაწე
წარმატებული ქართველების, კერძოდ კი მიმწვევი მხარის - „ქართული კულტურის
ცენტრის“ მხარდაჭერით, 2014 წელს, ამსტერდამში, დაარსდა ჯვართამაღლების
ეკლესია, რომელთანაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, ხოლო 2017 წელს - წმინდა
თამარ მეფის სახელობის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ბელგიაში, ბრიუსელში, სადაც
ასევე წარმოდგენილია სამრევლო სკოლა.
ეპარქიაში მსჯელობა გაიმართა უცხოეთში ქართული საკვირაო და სამრევლო
სკოლების,
საგანმანათლებლო
ცენტრების
ფუნქციონირების
გაუმჯობესების,
დაფინანსებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობის თაობაზე. ხაზი გაესვა
იმ გარემოებას, რომ ამ სკოლების არსებობა გარანტია ერთიანი ქართული ეროვნული
სივრცის ჩამოყალიბების.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს დახმარება აღვუთქვი საკვირაო და
სამრევლო სკოლების ხელშეწყობის, მათი საჭირო სახელმძღვანელოებითა და
სასკოლო ინვენტარით აღჭურვის საკითხში. შევთანხმდით თანამშრომლობის
გააქტიურებაზე.
ამ მიმართულებით,
გვექნება
მოსმენები
დარგობრივი
სამინისტროების
მონაწილეობით, სადაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
იმავე დღეს მონაწილეობა მივიღე ნიდერლანდების „ქართული კულტურის
ცენტრისა”
და
ფონდი
-
„დიასპორების
ალიანსი
საქართველოსთვის“
მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დიასპორულ ფორუმში. ღონისძიება გაიმართა
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული
მართლმადიდებლური ასოციაციის მხარდაჭერით.
ფორუმი ითვალისწინებდა რამდენიმე პანელურ მოხსენებას და მოიცვა ისეთი
აქტუალური დიასპორული საკითხები, როგორებიცაა:
•
დიასპორის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,
არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა;
•
დიასპორა - სახალხო დიპლომატია და ოკუპირებული ტერიტორიების
მოსახლეობასთან კავშირების დამყარება, კონფლიქტების რეგულირება;
•
ძლიერი
დიასპორა
-
„ალიანსის“
ფარგლებში
დიასპორული
ორგანიზაციების გაერთიანება;
•
დიასპორის ფონდი და დიასპორული ღონისძიებების მხარდაჭერა;
•
განათლება, კულტურა და საკვირაო-სამრევლო სკოლები - ეროვნული
თვითმყოფადობის შენარჩუნება;
•
ქართველ ემიგრანტთა უფლებების დაცვა;
•
ურთიერთობა საქართველოს საელჩოს სამსახურებთან და ა.შ.
ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეობა მივიღე თემატური ჯგუფების
მუშაობასა და დისკუსიებში.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში სამუშაო შეხვედრები გავმართე
ადგილსამყოფელი
ქვეყნის
ქართული
დიასპორული
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან. ვისაუბრეთ მათთვის
აქტუალურ საკითხებზე, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურების
აუცილებლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე. ამასთან,
შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი საპარლამენტო კომიტეტის მიდგომა და ხედვები
დიასპორებთან ურთიერთობის საკითხებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგანგებო
და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი
ნატალი საბანაძე და საელჩოს მოხელეები.
იმავე დღეს საქართველოს საელჩოში გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც
ფონდის
„დიასპორების
ალიანსი
საქართველოსთვის" მიერ
ორგანიზებული
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში წარიმართა დისკუსია, წარდგენილი იქნა
გამოფენა და სხვა დიასპორული კულტურული გამოსვლები.
ღონისძიებებში
კორპუსის,
აფხაზეთის
მონაწილეობდნენ
უმაღლესი
ევროპარლამენტის,
საბჭოსა
და
აფხაზეთის
დიპლომატიური
ა/რ
მთავრობის
წარმომადგენლები.
ვიზიტის შედეგების შეჯამებისას, ყურადღებას გავამახვილებ საერთაშორისო
პროექტის - „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის
როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ და „ქართული დიასპორული ფორუმის“
განხორციელების,
საქართველოს
საელჩოებში,
ორგანიზაციების
მონაწილეობით,
გამართული
ათეულობით
დიასპორული
სამუშაო
შეხვედრების
სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე.
მიზანშეწონილია
მსგავსი
ღონისძიებების
პერიოდულად
ქვეყნებში, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ქართული დიასპორა.
ჩატარება
იმ