საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/449, 19.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
წერილი
*GOV02000007979*
GOV 0 20 00007979
02/03/2020
საქართველოს პარლამენტს
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (საქართველოს
პარლამენტში წარდგენის N6311, თარიღი: 19.02.2020 წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრ
აციის ნომერი- 07-2/449/9) დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
საპენსიო სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ახდენს თანხების აკუმულირებას, რომლის
ინვესტირებაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ უნდა განახორციელოს კანონისა
და მის მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის
დაგროვილი აქტივების აღრიცხვა და შენახვა, რაც სპეციალიზებული დეპოზიტარის
საშუალებით ხორციელდება.
საპენსიო სააგენტომ 2020 წლის 6 იანვარს გამოაცხადა კონკურსი დაგროვებითი საპენსიო
სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევასთან დაკავშირებით. კონკურსის
პირობების თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარობის მსურველი პირების მიერ
განცხადების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტი, ხოლო შერჩეულ
კანდიდატთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების სავარაუდო გაფორმების
ვადად 2020 წლის 30 აპრილამდე დროის შეუალედი.
კანონის მოქმედი რედაქცია არ აძლევს საშუალებას იმ ფინანსურ ინსტიტუტებს,
რომელთაც შეუძლიათ და სურთ საპენსიო სააგენტოს გაუწიონ დეპოზიტარული
მომსახურება, რომ ასევე გახდნენ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული
ინვესტიციების მიმღები საკუთარ ან მათთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ
ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად, დეპოზიტარული ფუნქციის შემსრულებელი პირები
დგებიან არჩევნის წინაშე აიღონ საპენსიო აქტივების შენახვა/აღრიცხვის ვალდებულება
ანაზღაურების სანაცვლოდ და ამით თქვან უარი ინვესტიციების მიღებაზე და
საპირისპიროდ, არ იტვირთონ დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ტვირთი და
დაიტოვონ შესაძლებლობა, რომ მათ ან მათთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ
ფასიან ქაღალდებში საპენსიო სააგენტომ მოახდინოს სახსრების დაბანდება.
გასათვალისწინებელია, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით
ზემოაღნიშნული მსგავსი ხარისხის მკაცრი შეზღუდვა არ შეესაბამება არც საერთაშორისოდ
მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც,
საინვესტიციო ფონდებისათვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის კარგ მაგალითად
ითვლება, ნაცვლად პირდაპირი და ბლანკეტური აკრძალვის დაწესებისა, დადგენილია
უნივერსალური, ზოგადი პრინციპი, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, რის
საფუძველზეც ფასდება სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში განხორციელებული ქმედებები. შესაბამისად, ანალოგიური მოთხოვნის ასახვა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ადგილობრივ ბაზარს მოუხსნის ამ
დამატებით ტვირთს და სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებით გააჩენს დამატებით
მოთხოვნებს ინტერესთა კონფლიქტის გასამჟღავნებლად და სამართავად.
წარმოდგენილი ცვლილების საჭიროების იდენტიფიცირება ვერ მოხდა ადრეულ ეტაპზე,
გამომდინარე იქიდან, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიხედვით, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს საინვესტიციო საბჭოს
ერთ-ერთ ფუნქციას. საინვესტიციო საბჭო შეირჩა საქართველოს პარლამენტის მიერ 2019
წლის ზაფხულში, კანონის მიერ განსაზღვრული ფუნქციების შესრულება საინვესტიციო
საბჭომ დაიწყო ეტაპობრივად. ამჟამად დასრულებულია მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის
დოკუმენტზე და დასრულების ფაზაშია უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის
პროცესი. პარალელურად, საინვესტიციო საბჭომ 2019 წლის ბოლოს დაიწყო კონსულტაციები
და ბაზრის მოკვლევა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის მიზნით. სწორედ ამ
პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ზემოთ აღწერილი პრობლემური საკითხი. საინვესტიციო
საბჭომ სამეთვაყურეო საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ განეხოციელებინა კანონის
ცვლილება, რათა აღმოფხვრილიყო პრობლემა, რომელიც შეაფერხებს დაგეგმილ
საინვესტიციო პროცესს. შესაბამისად, სპეციალიზებული დეპოზიტარი წარმოდგენილი
ცვლილებით შეძლებს: ა) სურვილის შემთხვევაში გაუწიოს საპენსიო სააგენტოს
დეპოზიტარული მომსახურება; და ბ) ამავე დროს, საკუთარი ან მასთან აფილირებული
პირის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდით მოახდინოს დამატებითი ინვესტიციის
მოზიდვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნულ ტენდერში შერჩეულ კანდიდატთან
დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების სავარაუდო გაფორმების ვადად
განსაზღვრულია 2020 წლის აპრილის ბოლო, მიზანშეწონილია, მოხდეს პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა, რათა საპენსიო სააგენტომ შეარჩიოს სპეციალიზებულ
დეპოზიტარი, გააფორმოს ხელშეკრულება და დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობის დაწყებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, წარმოდგენილი
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე,
მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბექა დოჭვირი