საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/432, 05.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-3783/20
02-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მერაბ ქვარაიასა და
გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი იქნა
საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/432; 05.02.2020). სხვა
კომიტეტებისთვის განხილვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტი, ხოლო
წამყვანი კომიტეტისთვის 16 მარტი.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა, მოგვმართა წერილით, (2-3724/20 02-032020) აღნიშნული ვადის 1 თვით გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ
გააგრძელოთ აღნიშნული კანონის პროექტის განხილვის ვადა 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge