საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (ირაკლი პეტრიაშვილი) მიერ წარმოდგენილ „მინიმალური ხელფასის შესახებ“ (N1-20175/19; 30.10.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3837/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-3837/20 04-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 2 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (ირაკლი პეტრიაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „მინიმალური ხელფასის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-20175/19; 30.10.2019). კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: 1. წინადადებაში არაა დასაბუთებული, რომ კანონპროექტის მიღება არ გაზრდის სიღარიბის დონეს და დამსაქმებლები ხელფასის ზრდით გამოწვეული ხარჯის საკომპენსაციოდ არ შეამცირებენ კადრებს და გაზრდილ ხელფასს უფრო ნაკლებ ადამიანს არ გადაუხდიან, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს არ გაურთულდებათ სამუშაო ადგილის პოვნა. მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ამ რეგულაციის ზეგავლენა დამსაქმებლებზე, დასაქმებულებზე, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონეზე, იმისათვის, რომ კანონის მოქმედებამ არ გამოიწვიოს სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა და ზიანი არ მიაყენოს ბიზნესის განვითარებას. 2. კომიტეტის აზრით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიზანშეუწონელია შრომით კანონმდებლობაში პერმანენტული ცვლილებების განხორციელება ფრაგმენტული მიდგომით. უმჯობესია მსგავსი წინადადებები/მოსაზრებები განხილულ იქნეს ერთიანად, სისტემური მიდგომით, სოციალური პარტნიორების მონაწილეობით. ეს შეიძლება განხორციელდეს:  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში;  ასევე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შექმნილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N258 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge