საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით ათანაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-26013/19; 23.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-3838/20
04-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2020 წლის 2 მარტის სხდომაზე განიხილა დავით ათანაშვილის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-26013/19; 23.12.2019).
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადებები
უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
საკანონმდებლო წინადადებებით წარმოდგენილი ნორმა მოცემულია ,,საქართველოს
შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
(12.06.2013 N729) მე-2 მუხლში, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 - 13
პუნქტების მოქმედება გავრცელდა აღნიშნული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ
დადებულ შრომით ხელშეკრულებაზე. ამიტომ ეს ნორმა საქართველოს შრომის კოდექსში
წარმოდგენილია ფრჩხილებში ჩასმული ტექსტის სახით, რაც შესაბამისობაშია „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge