„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/440/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების მდგომარეობა ამ კანონში 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, და შეიმუშავა შესაბამისი ანგარიში მისი აღსრულების მდგომარეობის შესახებ. ამ მიზნით კომიტეტის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული იქნა აღნიშნული კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დაისახა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტის მიერ შესწავლილ იქნა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგი, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები და სავაჭრო ობიექტის შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები. მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, ჩატარებული გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაციის თანახმად: ა) გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია; კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის – იანვარი, თებერვალი, მარტის (წინასწარი ნოზოლოგიების: განმეორებითი მონაცემები) მონაცემებთან სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის მწვავე შედარებისას მწვავე იშემიური საგულისხმოა ინფარქტის, დაავადების შემდეგი მიოკარდიუმის სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება; ბ) გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესული შემცირება და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია; კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან ზეპირი მოსმენის გამართვის პერიოდისათვის (2019 წლის 30 მაისი) კანონის აღსრულების მაჩვენებელმა შეადგინა 96%, ხოლო ზამთრის პერიოდში მცირედი გაუარესება აღინიშნებოდა (86-87%-ის ფარგლებში); 1 გ) აღმოჩნდა, რომ სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების ტემპები შენარჩუნებულია ან კიდევ უფრო გაიზარდა; დ) გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევები ფიქსირდება საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში, რაც საჭიროებს ამ დაწესებულებებში გააქტიურებულ მონიტორინგს; ე) გამოიკვეთა, თანდასწრებით რომ ტაქსებსა თამბაქოს და მსუბუქ მოხმარების ავტომობილებში აკრძალვის დაწესებაზე არასრულწლოვანთა მსჯელობის დაწყება დროულია, ეს კი გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს; ვ) დაფიქსირდა სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული დარღვევების მნიშვნელოვანი კლება 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის; ზ) აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესი ხასიათდება თამბაქოს პროდუქტების რეკლამის აკრძალვის მაღალი მაჩვენებლებით – 96% -98% პროცენტის ფარგლებში; თ) გამოიკვეთა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით რეკლამირების ორგანიზებული შემთხვევები (სუპერმარკეტებში პრომოგოგონების საშუალებით თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაცია), რაც სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს წამახალისებელი ფაქტორი დარღვევების არეალის და მასშტაბის გაზრდისათვის; ი) გამოვლინდა ინტერნეტრეკლამის, განსაკუთრებით, ელექტრონული სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და მათი აქსესუარების სოციალური და ინტერნეტქსელების მეშვეობით რეკლამირებისა და საცალო რეალიზაციის ფაქტები; ზემოაღნიშნული კომიტეტისთვის ყურადსაღებია, რათა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომავალში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერების მიზნით; კ) გამოვლინდა საკანონმდებლო ხარვეზი, რამაც განაპირობა ხელით გასახვევი თამბაქოსა და, ზოგადად, თუთუნის უკანონო რეალიზაციის ფაქტების არსებობა, რაც აქციზის გადასახადის განსხვავებული განაკვეთით (ზოგიერთ შემთხვევაში ნულოვანი გადასახადით) არის განპირობებული; ეს პროდუქტი სავაჭრო ობიექტებში ძირითადად ხვდება ნედლეულის სახით, რომელიც არ იბეგრება. აღნიშნულის განმაპირობებელი ფაქტორებია: კ.ა) მასობრივად ხდება აქციზს დაქვემდებარებული საქონლის უკანონო რეალიზაცია, რომელიც გარკვეულ ფარგლებში ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა, ხოლო გარკვეული მოცულობის თამბაქოს პროდუქტის შემთხვევაში, შეიძლება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კატეგორიაში გადავიდეს; კ.ბ) არ ხდება თუთუნის მარკირება და შეფუთვა იმდაგვარად, როგორც ეს გათვალისწინებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით; 2 კ.გ) მასობრივად იყიდება უკვე შეკეთებული ანუ გამზადებული ხელით გასახვევი თამბაქო ღერების სახით და ამ შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 150 ლარს; ლ) გამოვლინდა ღერებით სიგარეტის გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც შემდგომ ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას მოითხოვს; მ) გამოიკვეთა ფაქტები, რომ თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე ზოგჯერ უარს ამბობენ ტელეარხები, მიუხედავად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მრავალგზის მიმართვის ფაქტებისა; ნ) გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დანებების კონსულტაციებზე და სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე მოთხოვნების ზრდის ტენდენცია; ო) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრმა ერთიანი საქართველოს ძალისხმევით კანონში დანერგეს „თამბაქოს კონტროლის განხორციელებული ცვლილებების შესახებ“ განხორციელების ეფექტიანი მექანიზმები. დღეის მდგომარეობით, სახეზეა ამ რეფორმის აღსრულების 96%-იანი მაჩვენებელი, რასაც თან სდევს მოსახლეობის ფართო ფენების, მ.შ. მწეველთა მხრიდან მხარდაჭერის სანიმუშო მაჩვენებელი. საქართველოს მოსახლეობის 86% გამოთქვამს მხარდაჭერას და კმაყოფილებას ამ რეფორმის დანერგვის გამო, რაც დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩატარებული გამოკითხვებით. ამ საერთო ძალისხმევის შედეგია თამბაქოს კონტროლის სფეროში მსოფლიოში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მიერ, საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ერთ-ერთ ახალი გენერაციის ეფექტურ კანონად აღიარება, მ.შ. პროდუქტების ელ-სიგარეტის, მოხმარების, გასახურებელი რეკლამის, თამბაქოს და პოპულარიზაციისა თამბაქოს და სხვა სპონსორომის შეზღუდვის მიმართულებით; პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა ხელით გასახვევი თამბაქოსა და, ზოგადად, თუთუნის უკანონო რეალიზაციის აღსაკვეთად აუცილებელი ღონისძიებები, აგრეთვე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ადმინისტრირების აღნიშნული გაძლიერების, საკითხების სამართლიანი რეგულირებისა სატარიფო და პოლიტიკის მიმართულებით. 3 აღსანიშნავია, რომ აუცილებელია თამბაქოს უკანონო ვაჭრობის ადმინისტრირების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს პროდუქტების უკანონო ვაჭრობის ელიმინაციის პროტოკოლთან“ მიერთების თაობაზე საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაწყების საჭიროების შეფასება. ამასთანავე, აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ინტერნეტრეკლამის, განსაკუთრებით, ელექტრონული სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და მათი აქსესუარების სოციალური და ინტერნეტქსელების მეშვეობით რეკლამირებისა და საცალო რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, ადმინისტრირების ღონისძიებების გაძლიერება და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის უწყებათაშორისი საკომუნიკაციო, საინფორმაციო მექანიზმის/ფორმატის შექმნა თამბაქოს პროდუქტებზე კანონით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილების/პიქტოგრამის განთავსების პერიოდში იმპორტიორთა თაობაზე ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა შეფასდეს დადებითად. 2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისათვის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის საბოლოო ანგარიშის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება. 4 3. საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“) დროული გამოცემისათვის შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში დაასრულოს ზემოაღნიშნული აქტის გამოცემის საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისი, 2020 წლის ____ მარტი. 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრომლება, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტის დადგენილების შემუშავება განაპირობა კომიტეტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელი, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის საბოლოო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგების აუცილებლობამ. სამუშაო ჯგუფმა 2019 წლისა მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა ამ ნორმატიული აქტის ეფექტიანობა, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესწავლილ იქნა: თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგი, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტის შიდა რეკლამა და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული დადგენილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის პროცესში მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, ჩატარებული გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია კანონის არსრულების ეფექტიანობისათვის. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები დადგენილების მიღების შემდგომ, აღმასრულებელ სტრუქტურებს საშუალება ექნებათ ფოკუსირებულად იმუშაონ არსებული პრობლემების დაძლევისათვის. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი ამ დადგენილების ძირითადი არსია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის საბოლოო ანგარიშის დამტკიცება. მოკვლევის თანახმად გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები რეკომენდაციები. და შემუშავდა სათანადო მოკვლევამ დაადასტურა, რომ კანონის აღსრულება ხასიათდება მაღალი მაჩვენებლებით: თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნაწილი - 95.8%; რეკლამის აკრძალვის ნაწილი - 95.6%, პოპულარიზაციის აკრძალვის ნაწილი - 91.1%. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კანონის მიღებისა და აღსრულებისადმი მოსახლეობის კმაყოფილების ინდექსი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 85%; გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია; კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის - (იანვარი, თებერვალი, მარტის) მონაცემებთან შედარებისას საგულისხმოა სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება; გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესული შემცირება და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საპატრული პოლიციის გამოძახებათა კლების ტენდენცია;. კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან ზეპირი მოსმენის გამართვის პერიოდისათვის, კანონის აღსრულების მაჩვენებელმა შეადგინა 96%, ხოლო ზამთრის პერიოდში აღინიშნებოდა მცირედი გაუარესება (86-87% ფარგლებში); დაფიქსირდა სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება; ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით (დადგენილების პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება დადგენილების ძლაში შესვლის გონივრულ თარითად მიჩნეულ იქნა მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან აღმასრულებელი სტრუქტურები წინასწარ არიან გაცნობილნი ძირითადი პრობლემებსა და რეკომენდაციებს. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო დადგენილების პროექტით განსაზღვრული ზომების გატარების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა ამ ზომების გატარება არ იწვევს დამატებით ხარჯს, ვინაიდან შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურები ამ დადგენილების მიღებამდეც ვალდებულნი არიან გატარონ კანონის აღსრულების ეფექტიანი ზომები. დადგენილება მოიცავს მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციებს 2017 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულებისათვის. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დადგენილების პროექტით განსაზღვრული ზომების გატარების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა ამ ზომების გატარება არ იწვევს დამატებით ხარჯს, ვინაიდან შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურები ამ დადგენილების მიღებამდეც ვალდებულნი არიან გატარონ კანონის აღსრულების ეფექტიანი ზომები. დადგენილება მოიცავს მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციებს 2017 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულებისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით არ ითვალისწინებს ახალი ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა სამომავლოდ დადგენილებით წარგდენილი რეკომენდაციების აღსრულება პრდაპირ გავლენას ვერ იქონიებს ამ პირებზე. თუმცა კანონის რეკომენდაციების დანერგვა მარალეფექტურს გახდის კანონის აღსრულებას. ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ასეთი არ არსეობს გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს; დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ექსპერტებმა. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილე ექსპერტების შენიშვნები სრულად იქნა გათვალისწინებული დადგენილების პროექტის საბოლოო ვერსიაში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) დადგენილების პროექტის ავტორი: დადგენილების პროექტის ავტორია - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი