„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, ისკო დასენი
ნომერი
#07-3/441/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 221-ე მუხლს მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. თუ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი არ ემთხვევა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისთვის უწყების ჩაბარება, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისთვის უწყების ჩაბარების მიზნით, უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და შესაბამისმა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა უზრუნველყონ შესაბამისი ორგანიზაციულტექნიკური სამუშაოების ჩატარება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონის პროექტზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლი განსაზღვრავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმირების წესს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას შესაბამის სასამართლოს უგზავნის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა; ბ) მე-5 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე გამოძახების უწყება ეგზავნება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის არაუმეტეს პირველ 150 კანდიდატს რიგითი ნომრების მიხედვით. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართები უმეტეს შემთხვევაში არ ემთხვევა მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს. შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში ვერ ხერხდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის უწყების და შესაბამისი კითხვარის ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული 150 კანდიდატის ნაცვლად, გაცილებით უფრო მცირე რაოდენობის კანდიდატები ცხადდებიან. მცირე რაოდენობის კანდიდატების პირობებში არაგონივრული ვადით ჭიანურდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფორმირების პროცესი. საჭირო ხდება ათეულობით ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის ჩატარება, რათა კონკრეტული სისხლის სამართლის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს. შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ბრალდებულის უფლებას სწრაფ მართლმსაჯულებაზე. განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმირების წესი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა განხორციელდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შეთხვევაში, გაიზრდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობა. აღნიშნულის შედეგად ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატები გამოცხადდებიან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩამოყალიბდეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის თანახმად, თუ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ ემთხვევა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისთვის უწყების და კითხვარის ჩაბარება, შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისთვის უწყების ჩაბარების მიზნით, უფლებამოსილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ შესაბამის ბაზებზე წვდომის კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების ასამოქმედებლად საჭირო იქნება შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, რაც კანონის პროექტის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, კანონის პროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება კანონის პროექტის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედება საჭიროებს ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საერთო სასამართლოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთო სასამართლოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ისკო დასენი. რატი