„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1) 113-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე
უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის შეიძლება დაბარებულ იქნეს
მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და
ამ
ვალდებულების
შეუსრულებლობა
გამოიწვევს
გამოსაკითხი
პირის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის
ოქმში.“;
2) 114-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის
მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს გამოსაკითხი
პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ
პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად
საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს,
ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის დაკითხვა
დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია.
22. დაუშვებელია ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული წესით დაცვის მხარის მიერ
დაიკითხოს
ბრალდების
მხარე
ან/და
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
განმახორციელებელი პირი/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართული პირი.“;
ბ) მე-5 ნაწილის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს
მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით.
შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის
იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე
მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე მისი მოწმედ დაკითხვის საფუძველი. ამ მუხლის 21 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში ასევე დამატებით
აღინიშნება გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის მნიშვნელობა.“.
გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარე მოწმის
დაკითხვას არ ესწრება, ხოლო ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
მოწმის დაკითხვას არ ესწრება ბრალდების მხარე.“;
დ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ
1
მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.“;
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 24 ოქტომბერს საქმეზე „ვასილ
საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გამოძიების
ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან პირის მოწმედ დაკითხვის შესაძლებლობა, იმ
შემთხვევაში, თუ გამოსაკითხი პირი ნებაყოფლობით უარს აცხადებს გამოკითხვაზე - აქვს
მხოლოდ ბრალდების და არა დაცვის მხარეს.
განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტით, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები შესაბამისობაში მოდის
საქართველოს კონსტიტუციასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით №2/12/1237 საქმეზე „ვასილ
საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
ვინაიდან გამოძიების ეტაპზე მხარის მიერ მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის
საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება,
აუცილებელია,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნული
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სწორედ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი
საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის
24 ოქტომბრის განჩინებიდან №2/12/1237 გამომდინარე, საქმეზე „ვასილ საგანელიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში
№2/12/1237 აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე
მუხლის მე-2 ნაწილი გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იმ პირის,
1
რომელიც ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და უარს ამბობს
ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, დაკითხვის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ
ბრალდების მხარეს. შესაბამისად, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გამოძიების
ეტაპზე მოიპოვოს იმ პირის ჩვენება, რომელიც მასთან ნებაყოფლობით არ თანამშრომლობს.
მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის
შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება უფლება, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ
გამოიძახოს და დაკითხოს აღნიშნული პირი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ
დაადგინა, რომ ამგვარი მექანიზმი ვერ იქნება გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ
დაკითხვის უფლების შეზღუდვის დამაბალანსებელი საშუალება.1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო მოწესრიგების
პირობებში ბრალდების მხარე უფლებამოსილია, სავალდებულოდ დაკითხოს პირი მაშინაც
კი, თუ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამის საპირისპიროდ,
ამგვარი შესაძლებლობით ვერ სარგებლობს დაცვის მხარე, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც
კი, თუ მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა
მტკიცებულებების
მოსაპოვებლად
და
არსებითი
განხილვისათვის
პოზიციის
2
მოსამზადებლად.
გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
განმარტებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2
ნაწილით უფლება შეზღუდული იყო ბლანკეტურად, მაშინაც კი, თუ დაცვის მხარეს ჰქონდა
მოწმის დაკითხვის მომეტებული ინტერესი, მაგალითად, როდესაც პირი ბრალდებული იყო
მძიმე დანაშაულის ჩადენაში.3
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა,
რომ სადავო რეგულაციის თანახმად, ბრალდების მხარე დაცვის მხარესთან შედარებით
იმყოფება არსებითად უპირატეს მდგომარეობაში, რადგან გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი
პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შესაძლებლობით სარგებლობს მხოლოდ
ბრალდების მხარე, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4
პუნქტს.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნული
განჩინებიდან
გამომდინარე, კანონის პროექტის თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის მოწმედ
დაკითხვის უფლება ბრალდების მხარის მსგავსად ენიჭება ასევე დაცვის მხარეს. დაცვის
მხარეს უფლება ექნება გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობით მიმართოს
სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც
დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის
გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი
გამოკითხვაზე უარს ამბობს, ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია.
კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ბრალდების მხარე არ არის უფლებამოსილი
დაესწროს გამოძიების ეტაპზე იმ პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას,
რომლის დაკითხვის შუამდგომლობითაც მიმართა დაცვის მხარემ სასამართლოს. გარდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება №2/12/1237
საქმეზე - „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 10;
2
იქვე, II, 13;
3
იქვე, II, 15.
1
2
ამისა, იმ შემთხვევაში თუ გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან პირის მოწმედ
დაკითხვა კანონის არსებითი დარღვევით წარიმართა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის
მხარე უფლებამოსილი იქნება წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებიდან №2/12/1237,
რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2
ნაწილს ძალადაკარგულად აცხადებს 2020 წლის 31 მარტიდან, საჭიროა წარმოდგენილი
საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რაც უზრუნველყოფს
საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლას საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თარიღამდე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებიდან
№2/12/1237 გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება გადავადებულია 2020 წლის 31
მარტამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აუცილებელია, კანონის პროექტით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება 2020 წლის 31
მარტამდე მოესწროს, კანონის პროექტი დაჩქარებული წესით უნდა იქნეს განხილული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2020, ასევე 2021-2023 წლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
3
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე როგორც 2020, ასევე 2021-2023 წლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების წარმოშობას.
ნორმის
სუბიექტთა
მიმართ
ფინანსური
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
4
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ისკო დასენი.
5