საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3903/20
05-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. წამყვანი
კომიტეტისთვის კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია
2020 წლის 5 მარტი.
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი
კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება კანონის პროექტის
განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge