ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი კობახიძე, კახაბერ კუჭავა, ირაკლი ბერაია, სოფიო კილაძე, დავით სონღულაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი) 2020 წლის 27-31 იანვარს ქალაქ სტრასბურგში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წერილი
2-3912/20
05-03-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში
გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 4 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა
2020 წლის 27-31 იანვარი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის, ზამთრის
სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება
N/A
1.
ირაკლი კობახიძე, დელეგაციის ხელმძღვანელი;
2.
კახაბერ კუჭავა;
3.
ირაკლი ბერაია;
4.
სოფიო კილაძე;
5.
დავით სონღულაშვილი;
6.
დავით ბაქრაძე;
7.
გიორგი კანდელაკი;
8.
ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა: მედიის
თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ევროპაში;
პოლონეთის დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა;
ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის
ანგარიში; რელიგიის თავისუფლების დაცვა სამუშაო ადგილას;
მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის ახალი
დამატებითი
წესების
ანგარიში;
რუსეთის
დელეგაციის
უფლებამოსილებები;
მონიტორინგის
კომიტეტის
მუშაობის
ანგარიში და სხვა თემები. ასამბლეას სიტყვით მიმართეს ევროპის
საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა, და საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის
პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა და საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ორშაბათი, 27 იანვარს
•
ორშაბათს, დილით გაიმართა შეხვედრა „ბალტია პლუსის“
ჯგუფთან, სადაც ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის,
უკრაინისა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელებმა
მოლაპარაკებები
გამართეს
რუსეთის
დელეგაციის
უფლებამოსილებების გაპროტესტების შესაძლებლობებთან
დაკავშირებით.
•
ასამბლეის სესიის გახსნა საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო. ასამბლეამ 1 წლის ვადით
აირჩია პოლიტიკური ჯგუფის, ALDE-ს პრეზიდენტი,
ბელგიელი დეპუტატი, რიკ დემსი. პრეზიდენტის შემდეგ,
ასამბლეამ აირჩია ვიცე-პრეზიდენტები, მათ შორის
საქართველოს
კობახიძე.
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ირაკლი
•
„ბალტია პლუსმა” და მათ შორის საქართველოს დელეგაციამ,
ასამბლეაზე
გააპროტესტა
რუსეთის
დელეგაციის
ხელმძღვანელის პიოტრ ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად
დანიშვნა, წარსულში მის მიერ ანტისემიტური ხასიათის
განცხადებების გაკეთების გამო. აღნიშნული პროტესტის
შედეგად
არჩევნები
გამკაცრებული
პროცედურით
წარიმართა.
•
სესიის დასაწყისშივე ესტონეთის და ლიეტუვას დელეგაციის
წევრებმა „ბალტია პლუსის”, მათ შორის საქართველოს
დელეგაციის
სახელით
გააპროტესტეს
რუსეთის
უფლებამოსილებები. აღნიშნულ თემაზე ანგარიშის განხილვა
და რეზოლუციის მიღება ოთხშაბათის სხდომისთვის
ჩაინიშნა.
•
საპარლამენტო
დელეგაციის
ახალმა
შემადგენლობამ
მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრებსა და
კომიტეტების სხდომებში.
•
დღის მეორე ნახევარში, ასამბლეას მიმართა საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის
როლში პასუხობდა ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს.
•
ამავე დღეს, დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე
ასამბლეის ბიურომ სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის
წარდგინებით,
მონიტორინგის
კომიტეტის
წევრად
დაამტკიცა.
სამშაბათი, 28 იანვარი
•
სამშაბათს,
გაცნობითი
შეხვედრები
გაიმართა
სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტთან,
გერმანელ დეპუტატთან, ფრანკ შვაბესთან და ევროპის საბჭოს
გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან. საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის წევრებმა და შეხვედრების
მასპინძლებმა
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ
გარემოზე,
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
არსებულ
ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და მომავალი
თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
•
დღის მეორე ნახევარში სტრასბურგის უნივერსიტეტში,
ირაკლი კობახიძემ წაიკითხა ლექცია - „საქართველოს
ევროპული ოცნება“.
ოთხშაბათი, 29 იანვარი
•
ასამბლეამ
განიხილა
რუსეთის
უფლებამოსილებების
დამტკიცების შესახებ ანგარიში. დებატებზე გამოვიდა
დელეგაციის წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. დეპუტატმა
აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს ქვეყანას, რომლის
ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო
ოკუპაცია, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო
სამართლის ნორმებს და საერთაშორისო შეთანხმებებს, არ
ასრულებს ასამბლეის რეზოლუციებს, საფრთხეს უქმნის
რეგიონის უსაფრთხოებას, არღვევს ადამიანის უფლებებს.
დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია
კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის დაბრუნებას
საპარლამენტო ასამბლეაში.
•
აღნიშნულ დებატებზე გამოსვლისას, დელეგაციის წევრმა,
გიორგი კანდელაკმა ასამბლეის დეპუტატებს შეახსენა, რომ
თუ რუსეთის დაბრუნებას ხმას დადებითად მისცემდნენ,
ისინი თავის თავზე აიღებდნენ პასუხისმგებლობას რუსეთის
სამომავლო ქმედებებზე, რომლებსაც ბევრი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა მოყვებოდა. დეპუტატის აზრით, უფრო
მეტი ყურადღება ადრევე რომ მიექციათ საქართველოსთვის,
2008 წლის ომი არ მოხდებოდა და ბევრი ადამიანი არ
დაკარგავდა სიცოცხლეს. არავინ დავობს იმაზე, რომ
საქართველოს
ტერიტორიებიდან
რუსეთის
მიერ
განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. ასამბლეის
მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა დააკანონებს ყირიმის
ანექსიას - განაცხადა დეპუტატმა.
ხუთშაბათი, 30 იანვარი
•
სესიაზე
გამოვიდა
მონიტორინგის
კომიტეტის
ყოველწლიური ანგარიში კომიტეტის საქმიანობის პროგრესის
შესახებ. აღნიშნული ანგარიში ბრიტანეთის დელეგაციის
ხელმძღვანელმა, სერ როჯერ გეილმა მოამზადა. დებატებზე
გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების
სრული პროპორციული სისტემის შემოღების დანაპირები არ
შეასრულა. დეპუტატი ასევე შეეხო უზენაესი სასამართლოს 14
მოსამართლის დანიშვნის პრობლემას.
სოფიო კილაძემ
განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებმა კარგად
უწყიან, რომ ქართველები არიან აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში ეთნიკური წმენდის, წამების, მკვლელობების და
სხვა მძიმე დანაშაულების მსხვერპლი. მათ იციან, რომ
რუსეთია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. აღნიშნული მწარე
გამოცდილებისგან დასაცავად საქართველოს ესაჭიროება
ასამბლეის მკაფიო მხარდაჭერა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა,
რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა
მოსამართლეთა ასეთი ღია და გამჭვირვალე დანიშვნების
პროცესი. ანგარიშის საბოლოო ტექსტი სესიაზე დამტკიცდა
ქართული დელეგაციის მიერ ინიცირებული შესწორებებით.
გაიმართა შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან.
საქართველოს დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტს წარუდგინა დელეგაციის ახალი შემადგენლობა.
ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში
მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე და
ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია
ქართულ
პოლიტიკაში. ასევე, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, რომელიც
დაკავშირებულია
ევროპის
საბჭოში
საქართველოს
თავმჯდომარეობასთან. განსაკუთრებული ყურადღება იქნა
გამახვილებული გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც
ასამბლეის პრეზიდენტის ინტერესთა სფეროში შემავალი
ერთ-ერთი საკითხია და იმსჯელეს იმაზე, რომ უნდა
გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ კუთხით. გამოითქვა
სურვილი დაიგეგმოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი
ღონისძიებები თავმჯდომარეობის ფარგლებში.
პარასკევი, 31 იანვარი
•
•
ბიუროს
სხდომაზე
ირაკლი
კობახიძე
დაამტკიცეს
საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის წევრად.
გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის პროექტების სამდივნოს თანამშრომლებთან,
რომლებთანაც შეთანხმდა საქართველოში ჩასატარებელი
ღონისძიებების დეტალები
მოამზადა ალექსანდრე რამიშვილმა
•