საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“-ს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-20242/19; 31.10.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3964/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3964/20 05-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკატერინე ციმაკურიძეს (მის.: ბესიკის ქ. N4, თბილისი 0105, საქართველო ტელ.: 577 07 05 77) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-20242/19; 31.10.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 2 მარტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-20242/19; 31.10.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს განსაზღვრულ შემთხვევებში („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) საქართველოს პრეზიდენტისათვის გათავისუფლების იუსტიციის უმაღლესი უფლებამოსილების საბჭოს შეზღუდვას. წევრის გარდა თანამდებობიდან ამისა, იუსტიციის უმაღლესი ყველა არამოსამართლე წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პარლამენტს. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საფუძველი კენჭისყრამდე საბჭოს წევრის თანამდებობიდან დადასტურებული უნდა გათავისუფლების იქნეს საკონსტიტუციო წინადადებით შემოთავაზებული სასამართლოს მიერ. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას; კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. პუნქტის „კ“ ახორციელებს ქვეპუნქტის მხოლოდ საქართველოს შესაბამისად, კონსტიტუციით კონსტიტუცია კი საკონსტიტუციო სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის საკითხი. წევრის ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება იმ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოდელი კი პროპორციულია და შეესაბამება სახელმწიფო თუ საჯარო სამსახურში არსებულ სამართლებრივ წესრიგს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან მიმართებით შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ „თ1“ ქვეპუნქტის დამატებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 29-ე მუხლის პირველ პუნქტს არ გააჩნია ქვეპუნქტები. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის ძალადაკარგულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ, 2004 წლის 25 მარტს მიღებულ რეგლამენტში, რომელიც ძალადაკარგულია 2012 წლის 22 ივნისიდან. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ საკანონმდებლო ვადაში გადაეცემა წინადადება კი, პარლამენტის რომელიც ბიუროს. შემოთავაზებული კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-20242/19; 31.10.2019) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი