საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა მოქალაქეების ედიშერ ჯანჯულიას, ჯემალ შონიას და ზურაბ სანიკიძის მიერ წარმოდგენილ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-20746/19; 06.11.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3966/20
06-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ედიშერ ჯანჯულიას
მის.: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 14,
ტელ.: 599 299 541
ჯემალ შონიას
მის.: ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. 41, ბ კორპ. ბინა 312,
ტელ.: 595 006 395
ზურაბ სანიკიძეს
მის.: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-5 კვ., მე-14 კორპ., ბინა 3
ტელ.: 557 119 133
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეების − ედიშერ ჯანჯულიას, ჯემალ შონიას და ზურაბ სანიკიძის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-20746/19; 06.11.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 2 მარტის სხდომაზე
განიხილა მოქალაქეების − ედიშერ ჯანჯულიას, ჯემალ შონიას და ზურაბ სანიკიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-20746/19; 06.11.2019).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი
ცეცხლსასროლი იარაღების ტარების უფლება, ამავე მუხლით დადგენილი პირების მსგავსად,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჰქონდეთ საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს წევრებსაც. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა აზრით, აღნიშნული ცვლილების
საჭიროება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორებისა
და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრების საქართველოს პარლამენტის წევრებთან
გათანაბრების აუცილებლობით.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი მიიჩნევს, რომ გამართლებულია უზენაესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის
წევრების უფლებრივი მდგომარეობის გათანაბრება იმ საკითხში, რომელიც საკანონმდებლო
წინადადებით არის წარმოდგენილი, შესაბამისი სამართლებრივი გადამუშავების პერსპექტივით.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის.
III. დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეების − ედიშერ ჯანჯულიას,
ჯემალ შონიას და ზურაბ სანიკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-20746/19; 06.11.2019) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის შესაბამისად ცნო მიღებულად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი