საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ ერთჯერადი ჰუმანური აქტის მიღების შესახებ (N1-26348/19; 30.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-06
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3971/20
06-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: პენიტენციური დეპარტამენტის
N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ
მსჯავრდებულ პაატა ჭელიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ერთჯერადი ჰუმანური აქტის მიღების შესახებ (1-26348/19; 30.12.2019)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 2 მარტის სხდომაზე
განიხილა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ერთჯერადი ჰუმანური აქტის მიღების შესახებ (1-26348/19; 30.12.2019).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდის ვადის
გამოანგარიშებასთან დაკავშირებით; კერძოდ, წინადადების ავტორის თანახმად, დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე უნდა ჩაითვალოს ორ
დღედ, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში − სამ დღედ.
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და
პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები,
რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის
საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, ყველა ის
კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაწესებულების ის ტიპი, რომელშიც
მსჯავრდებულმა შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს, საქართველოს კანონმდებლობაში
დეტალურად და ნათლად არის ასახული.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლები ითვალისწინებს
სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლების ისეთ საფუძვლებს, როგორიცაა სასჯელისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლება და
სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით. ხაზგასასმელია, რომ სასჯელისგან გათავისუფლების აღნიშნული საფუძვლები ყველა
სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირზე ვრცელდება. დღევანდელი კანონმდებლობა სრულად
ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ ჰუმანურ მიდგომას და ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღება.
III. დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N12 ნახევრად ღია და დახურული
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის
პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ერთჯერადი ჰუმანური აქტის
მიღების შესახებ (1-26348/19; 30.12.2019) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი