„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, ისკო დასენი
ნომერი
#07-3/442/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2, 21 და მე-4 ნაწილები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადებას განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების შინაარსი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვის უფლება, ბრალდების მხარის მსგავსად, ენიჭება ასევე დაცვის მხარეს. კერძოდ, გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მოწმედ დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე, ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ შენარჩუნდეს 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ჩადებული პრინციპები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა მონაწილეობის მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებს ასახავს და ადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებს, საჭიროა, რომ არასრულწლოვან მოწმეზე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გავრცელდეს გამოძიების ეტაპზე მისი დაკითხვის ის წესები და ძირითადი პრინციპები, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვნის დაკითხვა მხოლოდ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ხორციელდება და არა გამოძიების ეტაპზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან არასრულწლოვნის გამოკითხვისა და დაკითხვის წესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით რეგულირდება, აუცილებელია, კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შევიდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, გამოძიების ეტაპზე პირის მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმედ დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ გამოძიების ეტაპზე აღნიშნული წესით არ შეიძლება დაიკითხოს არასრულწლოვანი პირი. 1 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი და მითითება კეთდება იმაზე, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება ის დანაწესი, რომელიც უშვებს გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე, ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი ძირითადი კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აუცილებელია გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს ასევე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი ძირითადი კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილული უნდა იქნას დაჩქარებული წესით, აუცილებელია, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტიც დაჩქარებული წესით იქნას განხილული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან; 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2020, ასევე 2021-2023 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე როგორც 2020, ასევე 2021-2023 წლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების წარმოშობას. ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი 3 ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: უკავშირდება კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ისკო დასენი. 4