საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/369; 02.07.2019) საქართველოს კანონის პროექტები - ორი კვირით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ (N07-3/373; 19.06.2019) საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები – სამი კვირით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (301 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (362 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (366 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (228 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (376 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (380 KB)
📄 წერილი (75 KB)
📄 დანართი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4057/20
09-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო
ინიციატივებზე:
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, განხილვის
ვადის 2 კვირით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ვაჭრობაში
ანტიდეპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019).
საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს
ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტებს:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/373; 19.06.2019) განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას, იმის
გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს დამატებით
კონსულტაციებს.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-4013/20
06-03-2020
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თამჯდომარეს
ბატონ რომან კაკულიას
ბატონო რომან,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებზე „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/369;
02.07.2019) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად.
კანონპროექტის სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2019 წლის 12 მარტი.
ვინაიდან კანონპროექტი საჭიროებს დროს დამატებითი კონსულტაციების
გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ
კანონპროექტის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge