საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/425; 27.11.2019) საქართველოს კანონის პროექტები - ერთი თვით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (07-2/235; 21.06.2018) საქართველოს კანონის პროექტი - ერთი თვით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-4073/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4073/20 09-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურო N312/4 და N175/5 გადაწყვეტილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ შემდეგ კანონის პროექტებზე: 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/425; 27.11.2019); 2. „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (N07-2/235; 21.06.2018). ზემოაღნიშნული კანონის პროექტები პირველი მოსმენით განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინიციატორის მოთხოვნის საფუძველზე, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიმდინარე მოლაპარაკების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით საქართველოს კანონის პროექტებს ზემოაღნიშნულ კანონის პროექტებისთვის მეორე მოსმენით გათვალისწინებული განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge