საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2019 წლის 5-11 სექტემბერს პორტუგალიაში, ევროპის კონსერვატიული პარტიის - „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) ორგანიზებულ ბრიტანელი კონსერვატიული პარტიის ევროპის წარმომადგენლებთან შეხვედრის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-4076/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-4076/20 09-03-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2019 წლის 5-11 სექტემბერს პორტუგალიაში, ევროპის კონსერვატიული პარტიის-,,ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) ორგანიზებულ ბრიტანელი კონსერვატიული პარტიის ევროპის წარმომადგენლებთან შეხვედრას გულისხმობდა. გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიას და ნინო გოგუაძის ვიზიტის ა ნ გ ა რ ი ში მადეირა, პორტუგალია 5-11 სექტემბერი 2019 მ/წ 5-11 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება-კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, ოფიციალური ვიზიტით მადეირაში, პორტუგალიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ევროპის კონსერვატიული პარტიის - „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ (ECR) მოწვევითა და ორგანიზებით. ვიზიტისასშეხვედრები შედგა ბრიტანელი კონსერვატიული პარტიის ევროპის პარლამენტის წარმადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული კომუნიკაციების, სარჩევნო კამპანიის მართვის, კამპანიის დაფინანსების საკითხებზე. პანელებზე მოწვეულები იყვნენ ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები - რიჩარდ მერფი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი, ჯეიმს ვორტონი, ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ყოფილი მინისტრი, რონ ნერინგი, ამერიკის ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორი, შარლოტ მილიგანი, მეიპოლ მედიის წარმომადგენელი. ევროპის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები ბრიტანეთის, პოლონეთის, საქართველოს, ბელგიის, იტალიის ქვეყნებიდან განიხილავდნენ და მსჯელობდნენ თავიანთ ქვეყნებში ამ საკითხებზე დაგროვილი გამოცდილებების და ურთიერთ დახმარების შესაძლებლობების შესახებ.