საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ, 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილ „დემოგრაფიულ საკითხთა საბჭოს“ შექმნის შესახებ (N1-25785/19; 18.12.2019) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-11
ბიუროს ნომერი 334
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-4104/20
09-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2020 წლის 24 თებერვლის სხდომაზე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია
„ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი პეტიცია „დემოგრაფიულ
საკითხთა საბჭოს“ შექმნის შესახებ (N1-25785/19; 18.12.2019).
კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას შემდეგი
მიზეზის
გამო:
საქართველოს
პარლამენტმა
2016
წელს
დაამტკიცა
„საქართველოს
დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომლის საფუძველზე შეიქმნა მოსახლეობის
განვითარების
ეროვნული
საბჭო;
მის
შემადგენლობაში,
სხვებთან
ერთად,
შედიან
პარლამენტის წევრები (5 კომიტეტის თავმჯდომარე და ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე). ბოლო წლებში ბევრი ინიციატივა
განხორციელდა,
რომელიც
ხელს
უწყობს
ქვეყანაში
დემოგრაფიული
ვითარების
გაუმჯობესებას. საჭირო არის შემდგომი კონკრეტული ინიციატივების შემუშავება და
განხორციელება და არა კიდევ ერთი საბჭოს შექმნა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge