საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქის იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-26439; 31.12.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-4105/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-11
ბიუროს ნომერი 334

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4105/20 09-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა მოქ. იური ჭულუხაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-26439/19; 31.12.2019) განხილვა. საკანონმდებლო წინადადების ავტორთან შეთანხმებით, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვაზე დასწრებას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge